უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

12 იანვარი, 2017 12:35
font-size

EMC საჯარო სამსახურში დასაქმებულ შშმ პირთათვის სოციალური პაკეტის შეზღუდვის დისკრიმინაციულობის დადგენის მოთხოვნით ომბუდსმენს მიმართავს

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) განცხადებით მიმართა საქართველოს სახალხო დამცველს, საჯარო სექტორში დასაქმებული (დასაქმების მსურველი) გარკვეული კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სოციალური პაკეტით სარგებლობის უფლების შემზღუდავი რეგულაციების დისკრიმინაციულად ცნობის მოთხოვნით.

EMC წარმოადგენს განმცხადებლის თ.მ. - ის ინტერესებს, რომელსაც საჯარო სამსახურის განხორციელების პარალელურად ეზღუდება სოციალური პაკეტით სარგებლობის უფლება.

როგორც ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში განმარტავენ, ამგვარი შეზღუდვის სამართლებრივ საფუძველს ქმნის „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის N279 დადგენილების ნორმა, რომელიც ადგენს, რომ „სოციალური პაკეტის მიღების უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში, გარდა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა“.

განმცხადებელი მიიჩნევს, რომ არსებული რეგულაცია მას დისკრიმინირებულ მდგომარეობაში აყენებს ერთი მხრივ, სოციალური პაკეტის მიმღებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე იმ პირებთან შედარებით, რომლებიც დასაქმებულნი არიან (სურვილი აქვთ დასაქმდნენ )კერძო სექტორში და მეორე მხრივ, საჯარო სექტორში დასაქმებულ (დასაქმების მსურველ) სოციალური პაკეტის მიმღებ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან შედარებით, რომელთაც კანონმდებლობა არ უზღუდავს სოციალური პაკეტის მიღების უფლებას საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში.

განმცხადებელი მიიჩნევს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა პირს, დადგენილი სტატუსიდან გამომდინარე, გააჩნია განსაკუთრებული საჭიროებები, შესაბამისად მათი ინტერესი მიიღონ კანონით გათვალისწინებული სოციალური პაკეტი არ უნდა იყოს დასაქმების სექტროზე დამოკიდებული.

გარდა კანონის წინაშე თანასწორობის კონსტიტუციური უფლებისა, EMC მიიჩნევს, რომ არსებული რეგულაციის ფარგლებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ეზღუდებათ უფლებები შრომასა და სოციალურ დაცვაზე, რაც თავისმხრივ მოიცავს საპენსიო დახმარებისა და პროგრამების თანაბარ მისაწვდომობას, უფლებას აბილიტაცია/რეაბილიტაციაზე, ცხოვრების ადეკვატურ სტანდარტსა და სხვას. აღნიშნულ უფლებათა გარანტირების ვალდებულებას კი ეწინააღმდეგება არსებული საკანონმდებლო რეგულაცია, რომელიც სოციალურ გასაცემელსა და გაწეული სამუშაოსთვის მიღებულ ანაზღაურებას ერთმანეთის ალტერნატივად განიხილავს.

შესაბამისად, EMC სახალხო დამცველს მიმართავს მოთხოვნით, დაადგინოს განმცხადებლისადმი დისკრიმინაციული პრაქტიკის არსებობა და მისი აღმოფხვრის მიზნით რეკომენდაციით მიმართოს საქართველოს მთავრობას; ასევე, მოამზადოს ზოგადი წინადადება საქართველოს მთავრობის მიმართ, არსებული დისკრიმინაციული პრაქტიკის აღმოფხვრის კერძოდ, დასახელებული დისკიმინაციული ნორმებისა და შესაბამისი პრაქტიკის დაუყოვნებლივი გაუქმების თაობაზე.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა

23 აპრილი, 2024 , 15:39

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს.  ამჯერად, ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობით, კომპანია ჯითექსმა,  გლობალური ბრენდის,  KIABI - ის პირველი ფილიალი, East Point - ში გახსნა. პროექტის ჯამ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი