უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

19 მაისი, 2018 13:35
font-size

EMC, სოლიდარობის ქსელი და აუდიტორია 115 მეტროს თანამშრომელთა სოლიდარობის აქციას გამართავენ

22 მაისს, 19:00 საათზე, მეტრო რუსთაველთან, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), სოლიდარობის ქსელი - მშრომელთა ცენტრი და „აუდიტორია 115“ თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომელთა მხარდამჭერ აქციას გამართავენ.

მეტროს მემანქანეები წინასაგაფიცვო რეჟიმში იმყოფებიან, რომელიც 3 ივნისს იწურება, რაც ამ ვადიდან მეტროს თანამშრომელთა გაფიცვის დაწყებას გულისხმობს.

მეტროს თანამშრომლებს გაფიცვა 3 მაისს უნდა გაემართათ, მაგრამ დაანონსებული პროტესტი გადაიდო, რადგან შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2018 წლის 1 მაისს, საქალაქო სასამართლოს გაფიცვის 30 დღით გადავადების განცხადებით მიმართა. სასამართლომ კომპანიის მიმართვა იმავე დღეს დააკმაყოფილა, იმ მოტივით, რომ მეტროს თანამშრომელთა გაფიცვა სასიცოცხლო მნიშვნელობის სამსახურის საქმიანობისათვის საფრთხეს შექმნიდა.

,,აქციის ორგანიზატორები ვუერთდებით მეტროს თანამშრომელთა ანაზღაურების გაზრდის მოთხოვნას, რამდენადაც მათი მოთხოვნები არის სამართლიანი და მნიშვნელოვანი არამხოლოდ მათთვის, არამედ ყველა მშრომელისთვის. მემანქანეთა ანაზღაურება 2013 წლიდან არ გადახედილა და მათი სამუშაო პირობები იგივე რჩება-"სამხედრო" გრაფიკი, მტვერში რკინის მაღალი შემცველობა, უჟანგბადობა, მომატებული ხმაური, ვიბრაცია, ელექტრული ველი და ჯანმრთელობის დამაზიანებელი სხვა ფაქტორები.

ჩვენ მივიჩვევთ რომ მეტროს თანამშრომელთა გაფიცვა სრულად კანონიერია. ისინი წლების მანძილზე მოლაპარაკებების გზით უშედეგოდ ცდილობდნენ მიეღოთ სამართლიანი ანაზღაურება. დღეს მათ სრული უფლება აქვთ გაფიცვის გზით იბრძოლონ საკუთარი შრომითი უფლებების დასაცავად. გაფიცვის გადავადების შემდეგ თბილისის სატრანსპორტო კომპანია არ ცდილობს მოლაპარაკებების გაგრძელებას მეტროს თანამშრომლებთან, რაც 3 ივნისს გაფიცვას გარდაუვალს ხდის და ამაზე მთელი პასუხისმგებლობა კომპანიას და მერიას ეკისრება“, - აცხადებენ 22 მაისს დაგეგმილი აქციის ორგანიზატორები.

საკვანძო სიტყვები:

ტექნიკური უნივერსიტეტი და „ვიონი საქართველო“ - ახალი პერსპექტივა სტუდენტებისთვის

13 ნოემბერი, 2018 , 17:45

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების და ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები პრაქტიკული უნარ-ჩვევების ათვისებასა და განვითარებას &b

როდესაც საქმე ეხება ბავშვებს, მათი რაციონის ხარჯზე გადაცდომები კატეგორიულად მიუღებელია - კახა კალაძე

13 ნოემბერი, 2018 , 16:55

ბავშვების კვების რაციონის ხარჯზე გადაცდომები და ღალატი არავის ეპატიება, - განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. „რეალურად პრობლემა არ არის. სამწუხაროდ, ყველაფრის პოლიტიზირება ხდ

Wizz Air უარყოფს ბრალდებას იმის თაობაზე, რომ 12 ნოემბერს დაგეგმილ რეისზე თვითმფრინავის ბორტზე ხელმისაწვდომ ადგილებზე მეტი ბილეთი გაიყიდა

13 ნოემბერი, 2018 , 15:25

Wizz Air-ის ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს მილანის მალპენსას აეროპორტში მომხდარი ინციდენტის შესახებ: "Wizz Air უარყოფს გავრცელებულ ცრუ ბრალდებას იმის თაობაზე, რომ 12 ნოემბერს დაგეგმილ რეისზე W6 6412 (მილანი მალპენსა - ქ

კიევი-თბილისის მიმართულებით ფრენებს უკრაინული ავიაკომპანია “SkyUp” შეასრულებს

13 ნოემბერი, 2018 , 15:25

23 დეკემბრიდან კიევი-თბილისის მიმართულებით ფრენებს უკრაინული ავიაკომპანია “SkyUp” შეასრულებს. “ტავ ჯორჯია”-ს ინფორმაციით, ზამთრის სეზონის განმავლობაში ავიკომპანია რეისებს კვირაში ორი სიხშირით, ყოვ

ეროვნული ციფრული ბიბლიოთეკა - განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ახალი, ინოვაციური პროექტი ამოქმედდა

13 ნოემბერი, 2018 , 14:45

წიგნიერების დონის ასამაღლებლად, ციფრულ ბიბლიოთეკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის ურთიერთთანა

თბილისის 150-ე სკოლაში რეფორმის ფარგლებში მიმდინარე ახალი სასწავლო საპილოტე მოდელი წარმატებით დასრულდა - განათლების სამინისტრო

13 ნოემბერი, 2018 , 14:20

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი თბილისის 150-ე საჯარო სკოლაში სააზროვნო უნარების განვითარებაზე დაფუძნებულ ახალი მოდელის გაკვეთილს დაესწრო, რომელიც ახალი სასწავლო წლიდა