უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

23 მარტი, 2018 17:05
font-size

EMC სპეცოპერაციის დროს თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრების მიმართ დამამცირებელი მოპყრობის ფაქტებზე გამოძიების დაწყებას ითხოვს

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) სპეცოპერაციის დროს თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრების მიმართ დამამცირებელი მოპყრობის ფაქტებზე გამოძიების დაწყებას ითხოვს, - აღნიშნულსი შესახებ საუბარია ორგანიზაცისი მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

EMC-მა განცხადებით მიმართა თბილისის პროკურატურას და 2017 წლის 26 დეკემბერს სოფელ დუისში მაჩალიკაშვილების საცხოვრებელ სახლში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ოჯახის წევრების მიმართ გამოვლენილი დამამცირებელი და ღირსების შემლახველი მოპყრობის ფაქტებზე გამოძიების დაწყება მოითხოვა.

,,თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებისგან აღებული ახსნა-განმარტებები უთითებს, რომ სპეცოპერაცია ოჯახის წევრების მიმართ სასტიკი და ღირსების შემლახავი მოპყრობისა და გაუმართლებელი კონტროლის ფორმებით ჩატარდა, რამაც მათში შიშის, არასრულფასოვნების, დაუცველობის შეგრძნება და სულიერი ტანჯვა გამოიწვია. დილის 4 საათზე საცხოვრებელ სახლში შეჭრისთანავე შეიარაღებულმა და ნიღბიანმა სპეცრაზმელებმა მძინარე ოჯახის წევრები ძირს დაყარეს და იარაღის დამიზნებით არ აძლევდნენ გადაადგილების შესაძლებლობას. იარაღის დამიზნებით სპეცრაზმელებს ისინი დილის 4 საათიდან 10 საათამდე საკუთარ ოთახებში ყავდათ გამომწყვდეული და ბაზისური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების შესაძლებლობასაც კი არ აძლევდნენ. თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ გასროლა მისი დის თვალწინ განხორციელდა და ოჯახის წევრების არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მათ არ აწვდიდნენ ინფორმაციას შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ადგილსამყოფელის შესახებ. მოგვიანებით თემირლან მაჩალიკაშვილის მამას შვილის ოთახში ჩატარებული ჩხრეკის პროცესში დასწრების შესაძლებლობა მისცეს. მალხაზ მაჩალიკაშვილს საკუთარი შვილის ლოგინში და იატაკზე დიდი ოდენობით სისხლის კვალი დახვდა, თუმცა მამისთვის სპეცრაზმელებს მომხდარის შესახებ არც მაშინ გაუკეთებიათ განმარტებები. ოჯახის წევრებმა შვილის დაჭრის შესახებ ზუსტი ინფორმაცია, მოგვიანებით მხოლოდ თელავის საავადმყოფოში მისვლისას მესამე პირებისგან გაიგეს. შექმნილმა სიტუაციამ განსაკუთრებით დაამძიმა თემირლან მაჩალიკაშვილის მოხუცი ბებიის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მას ეპილეფსიური შეტევა დაეწყო. მისი ასაკისა და გამწვავებული ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, სპეცრაზმელებმა არ უზრუნველყვეს მისთვის დროული სამედიცინო დახმარების აღმოჩენა.

თ. მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრების განმარტებით, ისინი სრულად ემორჩილებოდნენ სპეცრაზმელთა მითითებს, მათ მობილურები გადასცეს და არც რაიმე წინააღმდეგობის გაწევას ჰქონია ადგილი, რაც გამოყენებული კონტროლის და სასტიკი მოპყრობის არა პრევენციულ, არამედ უფრო მეტად სადამსჯელო ხასიათზე უთითებს. აღნიშნულის, აგრეთვე იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ სპეცოპერაცია არსებითად საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისა (ჩხრეკა) და დაკავების მიზნით და წესი ხორციელდებოდა სუს-ის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის დრო, მასშტაბი, კონტროლისა და მოპყრობის სასტიკი ფორმები გაუმართლებელი და თვითნებური იყო და მთლიანობაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144 3-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებზე უთითებს.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, შეირაღებული ნიღბიანი სამართალდამცავების დიდი ჯგუფის მიერ განხორციელებული დაკავების ღონისძიებამ შესაძლოა ადგილზე მყოფ პირებში ღირსების შემლახველი მოპყრობა და დაუცველობის განცდა გამოიწვიოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ფიზიკური წინააღმდეგობის პრევენციის საჭიროების არარსებობის გამო, ის უფრო მეტად სადამსჯელო ღონისძიების სახეს იძენს (Rachwalski and Ferenc v. Poland). საქმეზე Hristovi v. Bulgaria, რომელიც ნიღბიანი სპეცრაზმელების მიერ დაკავების ძალადობრივ სპეცოპერაციას შეეხებოდა, ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ოჯახურ პირობებში ნიღბიანი და შეირაღებული პირების შეჭრა, როდესაც შეირაღებული თავდასხმის საფრთხე მეორე მხრიდან არ არსებობს, თავად ქმნის კონვენციასთან შესაბამისობის პრობლემებს. ევროპულმა სასამართლომ საქმეზე Gutsanovi v. Bulgaria განმარტა, რომ ოპერაციის დაგეგმვის ეტაპზე საერთოდ არ იყო გათვალისწინებული სახლში სხვა პირების, მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვების ყოფნის ფაქტი. იმის მიუხედავად, რომ ეს პოლიციას, ცხადია, ვერ ჩამოართმევს პირის მისი ოჯახის თანდასწრებით დაკავების უფლებამოსილებას, თუ ოპერაციის სხვა ფორმით ან სხვა დროს ჩატარების ალტერნატივები გათვალისწინებული იქნება და ისინი გამართლებული აღმოჩნდება, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ანალოგიური ბრალდებები არ ეხებათ სახლში მყოფ სხვა პირებს, სხვა პირების ადგილზე ყოფნის შესაძლებლობა უნდა სათანადოდ იქნეს გათვალისწინებული ოპერაციის დაგეგმვის ეტაპზე. აღნიშნულ საქმეზე მიუხედავად იმისა, რომ პოლიციელების მხრიდან მუქარას ადგილი არ ჰქონია, სასამართლომ ჩათვალა, რომ სხვა გარემოებებმა (მაგ. ნიღბიანი პოლიციელების შეჭრა, ოპერაციის ჩატარება ადრე დილას და მამის დაკავების/დაკავებული პირის მიერ მისი ოჯახის წევრების ტრავმის ყურება) ოჯახის წევრებს საკმარისი ფსიქოლოგიური ტრავმა მიაყენეს, რომ კონვენციის მე-3 მუხლის (წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა) დარღვევა დადგენილიყო.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, EMC მოუწოდებს თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს თ. მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრების მიმართ დამამცირებელი მოპყრობისა და ღირსების შემლახველ მდგომარეობაში ჩაყენების ფაქტზე დაიწყოს გამოძიება და ოჯახის წევრებს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭოს“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

“მე პოლიტიკური პატიმარი ვარ“ - თელავის საკრებულოს წევრს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

11 ივლისი, 2020 , 15:38

თელავის რაიონულმა სასამართლომ ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებულ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატს, მიხეილ გრემელაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე თამარ კაპანაძემ ა

ნიკა გვარამია დღეს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება

11 ივლისი, 2020 , 15:10

მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სასამართლოში დაიბარეს, სადაც მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება. მიზეზი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე "მთავარის" მიერ მომზადებული ჟურნალისტური გამოძიების სერიაა

გიორგი შაქარაშვილის ბიძის განცხადებით, ოჯახის პოზიციაა, „ტოიოტა ქამრის“ მგზავრები, 6-ვე მათგანი ბრალდებული იყოს 109-ე მუხლით

10 ივლისი, 2020 , 17:40

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ბიძის მირიან ნიკოლაძის განცხადებით, ოჯახის პოზიციაა, „ტოიოტა ქამრის“ მგზავრები, რომლებიც გიორგი შაქარაშვილს გამოედევნენ და დადგა ეს შედეგი, ბრალდებულები იყვნენ სისხლის სამართლის

მირიან ნიკოლაძე - გიორგი შაქარაშვილს მიაყენეს ფიზიკური დაზიანებები და შემდგომ გადააგდეს წყალში

10 ივლისი, 2020 , 17:36

გიორგი შაქარაშვილის ბიძის, მირიან ნიკოლაძის განცხადებით, გიორგი შაქარაშვილის მიმართ ადგილი ჰქონდა ძალადობას, რის შემდეგაც იგი გადააგდეს მდინარეში. როგორც მირიან ნიკოლაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამ ეტაპზე თავს იკავე

ნიკა გვარამია საგამოძიებო ორგანოში დაიბარეს

10 ივლისი, 2020 , 16:15

ტელეკომპანია "მთავარი არხის" დირექტორი ნიკა გვარამია საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ გვარამია Facebookის საკუთარ გვერდზე წერს. „კრიმინალურმა პოლიციამ გამოკითხვაზე დამიბარა“, - წერს ნი

ასფიქსია წყალში დახრჩობით - გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი გასაჯაროვდა

10 ივლისი, 2020 , 13:40

გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, -აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.  ,,მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას მივაწოდო

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე