უკან

საზოგადოება

30 ოქტომბერი, 2020 14:15
font-size

არჩევნებში წარმატების შემთხვევაში, საწვავის ფასის 50 თეთრით გაიაფებას უზრუნველვყოფთ - „თავისუფალი საქართველო”

„არჩევნების შემდეგ „თავისუფალი საქართველო“ იქნება ის პოლიტიკური გუნდი პარლამენტში, რომელიც ყველაზე უფრო მწვავე სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად იბრძოლებს“,- ეს განცხადება დღეს „თავისუფალი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში, თენგიზ ომანიძემ გააკეთა.

მისი თქმით, დღეისათვის ყველაზე უფრო მწვავე პრობლემებს, მედიკამენტებსა და საწვავზე არსებული არანორმალურად მაღალი ფასი წარმოადგენს, ამის მიზეზი კი მონოპოლისტების მიერ დაწესებული ჩრდილოვანი კონტროლია.

„თავისუფალი საქართველო“, ფარმაცევტულ ბაზარზე მოქმედ მონოპოლისტებს დღემდე ებრძვის, რაც პარტიის მიერ „იაფი მედიკამენტების პროგრამის“ განხორციელებით გამოიხატება. არჩევნების შემდეგ ეს კამპანია კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს, ასევე ვგეგმავთ, აქტიურად დავიწყოთ ბრძოლა საწვავზე დაწესებული მაღალი ფასების მიმართულებითაც. აუცილებელია, რომ ბაზარზე არსებული მონოპლისტი კომპანიების გარდა, გაჩნდნენ სხვა მცირე კომპანიებიც, რისი შესაძლებლობაც დღეს მათ არ ეძლევათ. ამის მაგალითი კი კომპანია „ფრეგოა“, რომელმაც დედაქალაქში, საწვავის რეალიზაცია 50 თეთრით უფრო იაფად დაიწყო, რაც საბოლოო ჯამში იმით დასრულდა, რომ კომპანიის ხელმძღვანელობის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და „ფრეგო“ დაიხურა“,-განაცხადა ომანიძემ.

ბრიფინგის დასასრულს დიდებე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ასევე აღნიშნა, რომ არჩევნების შემდეგ „თავისუფალი საქართველო“ აუცილებლად უზრუნველყოფს „ფრეგოსა“ და მსგავსი სახის სხვა კომპანიების ლობირებას, რათა მათ თავისუფალი და კონკურენტული საქმიანობის შესაძლებლობა მიეცეთ, ეს კი თენგიზ ომანიძის აზრით, ქვეყანაში არსებულ საწვავის ფასს საშუალოდ 50 თეთრით შეამცირდებს.

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`

24 აპრილი, 2024 , 12:38

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი