უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

26 იანვარი, 2017 12:10
font-size

ენერგეტიკის სამინისტრომ კანონი დაარღვია - საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ კანონი დაარღვია.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული, 2017 წლის 18 იანვარს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ოფიციალურად მიმართა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს და შემდეგი ინფორმაციის გაცემა ითხოვა:

- საქართველოს გავლით სომხეთში რუსული გაზის ტრანზიტის სანაცლოდ გაზპრომთან გაფორმებული იმ ხელშეკრულების (შეთანხმების) ასლი, რომლის მოქმედების ვადაც 2016 წლის 31 დეკემბერს ამოიწურა;

- 2017 წლის 1 იანვრიდან, საქართველოს გავლით სომხეთში რუსული გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ, ახალი ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, გაზპრომთან წარმოებული მოლაპარაკების ამსახველი ყველა ოფიციალური დოკუმენტის ასლი;

- 2017 წლის 1 იანვრიდან, საქართველოს გავლით სომხეთში რუსული გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ გასაფორმებელი ახალი ხელშეკრულების თაობაზე, გაზპრომთან მიღწეული შეთანხმების ასლი.

საიას განცხადებაში ასევე აღნიშნული იყო, რომ იმ შეთხვევაში, თუ რომელიმე მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოადგენდა საიდუმლო ინფორმაციას, სამინისტროს საიასათვის უნდა მიეწოდებინა მოთხოვნილი ინფორმაციის საიდუმლოდ მიჩნევის დამადასტურებული ყველა ოფიციალური დოკუმენტის ასლი.
როგორც საიაში აცხადებენ, მათი განცხადების პასუხად, 2017 წლის 25 იანვარს წარმოდგენილი იქნა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს #08/289 კორესპონდენცია, რომლის თანახმადაც სამინისტრომ შემდეგი განაცხადა: „მოთხოვნილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია არ არის დაცული სამინისტროში, შესაბამისად სამინისტრო მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს თქვენი მოთხოვნა.“

,,იმის გათვალისწინებით, რომ კომპანია გაზპრომთან მოლაპარაკებებში აქტიურდ იყო ჩართული საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო და მიღწეული შეთანხმების თაობაზე თავად მინისტრმა აცნობა საზოგადოებას, გაურკვეველია რას ეფუძნება სამინისტროს მიერ წერილობითი სახით წარმოდგენილი პასუხი’’, - აცხადებენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში.

საიაში მიაჩნიათ, რომ სამინისტროს მოქმედება კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის კომპანია გაზპრომთან მიღწეული შეთანხმების საიდუმლოდ მიჩნევის რეალურ საფუძველს.

,,ეს აძლიერებს ეჭვს, რომ სამინისტრო ცდილობს არ გასცეს ინფორმაცია, რომლის გაცემის ვალდებულებაც კანონმდებლობით აკისრია’’, - აცხადებენ საიაში.

ორგანიზაციის განმარტებით, სამინისტრომ 2017 წლის 25 იანვარს წარმოდგენილი კორესპონდენციით საქართველოს კანონმდებლობის არაერთი მოთხოვნა დაარღვია.

,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანხმად: თუ განცხადებით მოთხოვნილი საკითხის გადაწყვეტა მიეკუთვნება სხვა ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია არა უგვიანეს 5 დღისა გადაუგზავნოს განცხადება და მასზე დართული საბუთები უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს. თუმცა, ენერგეტიკის სამინისტრომ აღნიშნული ვალდებულება არ შეასრულა;

- გარდა იმისა რომ კანონმდებლობის თანახმად, სამინისტროს განცხადება უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსათვის უნდა გადაეგზავნა, ენერგეტიკის სამინისტრო ასევე ვალდებული იყო რომ განცხადების უფლებამოსილი ორგანოსათვის გადაგზავნის პარალელურად, აღნიშნულის შესახებ წერილობით ეცნობებინა საიასათვის. სამინისტრომ არც ეს ვალდებულება შეასრულა.

- ამასთან, იმ შეთხვევაში თუ განცხადებაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეუძლებელი იყო უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს დადგენა, სამინისტრო ვალდებულები იყო, რომ განცხადება შესაბამისი დასაბუთებით საიასათვის დაებრუნებინა’’, - ნათქვამია საიას განცხადებაში.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდეს ენერგეტიკის სამინისტროს, რომ დღესვე უზრუნველყოს განცხადების შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოში გადაგზავნა და აღნიშნულის შესახებ წერილობითი დასაბუთება მიაწოდოს საიას.

ნინო ექვთიმიშვილი

საქართველოში მევახშეების დიქტატურა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს - მიხეილ სააკაშვილი

27 მარტი, 2024 , 12:41

ის ქვეყანა ვერასდროს იქნება ბედნიერი და ვერასდროს ექნება მომავალი, რომლის ბედსაც მევახშეები წყვეტენ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხად

ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

25 მარტი, 2024 , 15:26

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუ

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, უნდა შეიცვალოს კანონი, რომელსაც ჩიხში შევყავართ, ეს აქსიომაა - შალვა პაპუაშვილი

25 მარტი, 2024 , 14:05

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტს შესაძლებლობას მისცემს, დაძლიოს თითქმის სამი წლის განმავლობაში „19 აპრილის შეთანხმების“ მიერ შექმნილ

ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო

25 მარტი, 2024 , 13:57

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრ

„ქართული ოცნება“ ოჯახურ ღირებულებათა შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს

25 მარტი, 2024 , 11:40

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე განმარტავს, რას ითვალისწინებს მმართველი გუნდის მიერ მომზადებული „ოჯახურ ღირებულებათა შესახებ" საკონსტიტუციო ცვლილებები“. როგორც მდინარაძემ ბრი

ორასი ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ უფრო ბევრი ეთანხმება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას - იგორ ნარმანია

25 მარტი, 2024 , 11:16

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივნის, იგორ ნარმანიას განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 200 ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი