უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

28 იანვარი, 2020 13:15
font-size

ენერგეტიკული ბაზრის დერეგულირების პროცესი ეტაპობრივად განხორციელდება, რაც საშუალებას მისცემს ბაზრის მოთამაშეებს ადვილად მოერგონ ცვლილებებს - ნათია თურნავა

„მიმდინარე ენერგეტიკული რეფორმის ბოლო მიღწევა დაკავშირებულია ბაზრის დერეგულირებასთან, რომლის თანახმად, 2019 წლის 1 მაისს ათმა მსხვილმა ინდუსტრიულმა მომხმარებელმა მიიღო წვდომა ელექტროენერგიის ღია ბაზარზე“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოს ენერგეტიკის კვირეული 2020 - ს (Energy Week Georgia 2020) გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

ნათია თურნავას თქმით, ეს ნაბიჯი შესანიშნავ შესაძლებლობას აძლევს პირდაპირ მომხმარებლებად რეგისტრირებულ მეწარმეებს, ელექტროენერგია საბაზრო ფასით შეიძინონ.

„თუ ასეთი მომხმარებლები ადრე ელექტროენერგიას ყიდულობდნენ ფიქსირებულ ფასად, რეფორმა საშუალებას აძლევს მათ, შეიძინონ საჭირო ელექტროენერგია თავისუფალი საბაზრო ფასებით“, - აღნიშნა მინისტრმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, დერეგულირების მეორე ეტაპი 2021 წლისთვის დასრულდება.

„ველოდებით, რომ ამ დროისთვის დერეგულაცია შეეხება ბაზრის 50%-ს. დერეგულირების პროცესი ეტაპობრივად განხორციელდება, რაც საშუალებას მისცემს ბაზრის მოთამაშეებს ადვილად მოერგონ ცვლილებებს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისი განცხადებით, მთავრობა ყველა მომხმარებელს დაეხმარება, რომ გადალახოს გამოწვევები, რომლებიც შეიძლება ბაზრის გახსნის პირველ ეტაპზე წარმოიშვას.

ამასთან, ნათია თურნავას ინფორმაციით, შემცირდება საცალო მომხმარებლების ტარიფით ელექტროენერგიის მოხმარება, რაც მთავრობას საშუალებას მისცემს, უფრო მეტი დამცავი მექანიზმები შექმნას მეწარმე მომხმარებლის და მცირე ბიზნესის დასახმარებლად.

„ამასთან, ეს რეფორმა კარგი მოტივაცია იქნება იმ კომპანიებისთვის, რომლებიც დაინტერესებულები არიან დამატებითი ინვესტიციების განხორციელებაში საქართველოს მაგენერირებელ შესაძლებლობებში, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას“, - აღნიშნა მინისტრმა.

მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი

19 აპრილი, 2024 , 16:23

საგამოძიებო სამსახურთან, გამოკითხვაზე მისულმა “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა: „მოვედით სპეციალური საგამოძიებო სამსახურში. ვიცი, რომ იქნება აბსოლუტურად წყალ-წყალა პროცედურა. ამათი გამ

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული - ლევან ხაბეიშვილი სუს-ზე

19 აპრილი, 2024 , 15:34

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული, შესაბამისად, თუ ვინმე სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულს ჩადის, ეს არის რუსული ხელისუფლება, რომელიც არღვევს

ძალიან ვწუხვარ ბატონი ალეკოს თემაზე, ძალიან ცუდი ფაქტია, რაც მოხდა, თუმცა რა მოხდა რეალურად, დაველოდოთ გამოძიებას - ვახტაგ გომელუარი

19 აპრილი, 2024 , 14:26

პარლამენტში ინტერპელაციის წესით მისულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ისაუბრა "მოქალაქეების" ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ცემის ფაქტზე. "ბატონი ალეკოს შემთხვევაზე მინდა ორი სიტყვით ვთქვა, ძალიან ცუდია რომ ე

სხვადასხვა ოლიგარქებზე გაფორმებული მთელი რუსული შავი სალარო შესაძლოა ვიხილოთ საქართველოში - გია ხუხაშვილი `ოცნების` ახალ კანონპროექტზე

17 აპრილი, 2024 , 15:51

სხვადასხვა ოლიგარქებზე გაფორმებული მთელი რუსული შავი სალარო შესაძლოა ვიხილოთ საქართველოში, - წერს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი "ოცნების" მიერ ინიცირებულ ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომლითაც ივანიშვილს საშუალე

ამდენი იმიტომ არ გვიბრძოლია დამოუკიდებლობისა და ევროინტეგრაციისთვის, რომ ვინმე უცხოელმა ჩემს ქვეყანას ისევ „ვარდების რევოლუციისკენ“ მოუწოდოს - მაია ბითაძე

17 აპრილი, 2024 , 11:55

ამდენი იმიტომ არ გვიბრძოლია დამოუკიდებლობისთვის, ევროინტეგრაციისთვის, რომ ვინმე უცხოელმა ისევ „ვარდების რევოლუციისკენ“ მოუწოდოს ჩემ ქვეყანას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მაია ბით

ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა - ოლაფ შოლცმა

12 აპრილი, 2024 , 16:07

ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა, - ასე უპასუხა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთობლივ ბრიფინგზე  TV იმედის ჟურნალისტის შეკითხვას იმის შესახე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი