უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

17 ნოემბერი, 2017 15:55
font-size

ენერგეტიკული სასმელი „ბუღას“ სარეკლამო კამპანია სექსისტურია - სახალხო დამცველი

სახალხო დამცველის აპარატმა მოუწოდა სს „წყალ მარგებელს“, მოახდინოს ენერგეტიკული სასმელი „ბუღას“ რებრენდინგი, რადგან მისი სარეკლამო კამპანია და შეფუთვა დისკრიმინაციულია ქალების მიმართ.

„2017 წლის 9 ნოემბერს ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა სს „წყალი მარგებელის“ ენერგეტიკული სასმელის „ბუღას“ სექსისტური შინაარსის შეფუთვასა და სარეკლამო კამპანიასთან დაკავშირებით ზოგადი წინადადებით მიმართა.

ენერგეტიკული სასმელი „ბუღას“ შეფუთვაზე გაკეთებულია ილუსტრაცია და წარწერა „არ არის გოგონებისათვის“. სასმელის პოპულარიზაციის მიზნით, სოციალურ ქსელში წარმოებული კამპანიის მიზანი კი არის ხაზი გაუსვას, რომ „ბუღა“ არის „ნამდვილი მამაკაცებისათვის“. სოციალურ ქსელში ასევე ხელმისაწვდომია რეკლამა, რომლის თანახმად, სასმელი „ძროხა“ განკუთვნილია „მხოლოდ ნაშებისთვის“.

სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ „ბუღას“ შეფუთვა შეურაცხმყოფელია ქალებისთვის და ხელს უწყობს ქალთა უთანასწორო მდგომარეობაში ჩაყენებას, რამდენადაც სასმელის შეფუთვა და სოციალურ ქსელში კომპანიის მიერ წარმოებული კამპანია ხაზს უსვამს მამაკაცის დომინანტურ როლს.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ სექსისტური გამონათქვამების ან/და ფოტო/ილუსტრაციის შემცველი რეკლამა ხელს უწყობს ერთ-ერთი სქესის მიმართ დისკრიმინაციული მიდგომის გაღრმავებას, წარმოადგენს დისკრიმინაციის ხელშემწყობ საშუალებას და ამართლებს ასეთ პრაქტიკას.

სახალხო დამცველმა კომპანია „წყალ მარგებელს“ მოუწოდა, რომ მოახდინოს ენერგეტიკული სასმელი „ბუღას“ რებრენდინგი იმგვარად, რომ არ უწყობდეს ხელს ქალების ან სხვა ჯგუფის მიმართ დისკრიმინაციას, პატივი სცეს მომხმარებელთა უფლებებს და საქმიანობის პროცესში დაიცვას თანასწორობის პრინციპი“, - წერია სახალხო დამცველის განცხადებაში.

N16 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულებმა სოციალური საწარმო გახსნეს

10 დეკემბერი, 2019 , 21:56

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი N16 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულების მიერ დაარსებული სოციალური საწარმოს გახსნას დაესწრო. ღონისძიებაზე, რომელიც N16 პენიტენციურ დაწესებულებაში გაიმართა, სოციალური საწ

კოტე ერისთავი Europabet-ის ახალ კამპანიაზე: ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს საკმარისი არ არის

10 დეკემბერი, 2019 , 17:15

მოძრაობის „ახალგაზრდები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ წარმომადგენელი კოტე ერისთავი მიიჩნევს, რომ სათამაშო ბიზნესს რეგულაციები სახელმწიფომ უნდა დაუწესოს და მხოლოდ კომპანიების ინიციატივები პრობლემას ვერ მოაგვა

მომავალ წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიარდ 100 მილიონი ლარით მეტი დაიხარჯება - ირაკლი კოვზანაძე

10 დეკემბერი, 2019 , 15:40

„2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში მთავრობის პოლიტიკური ხედვები და პრიორიტეტები იკითხება. ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი სოციალური პასუხისმგებლობის გარდა, ხელს უწყობს ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას, ბიზნესის სტიმული

საქართველოს საგარეო უწყებამ საფრანგეთის ციხეში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის გადმოსვენების პროცედურაზე მუშაობა დაიწყო

10 დეკემბერი, 2019 , 15:40

საფრანგეთში საქართველოს საკონსულოში საფრანგეთის ციხეში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება შევიდა. „საგარეო საქმეთა სამინისტრო კომუნიკაციაშია ოჯახის წევრებთან და მიმდინარეობს გადმოსვე

2020 წელს განათლების სექტორში დაახლოებით, 1,9 მილიარდი ლარი დაიხარჯება - ივანე მაჭავარიანი

10 დეკემბერი, 2019 , 15:10

2020 წელს განათლების სექტორში დაახლოებით, 1,9 მილიარდი ლარი დაიხარჯება, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა 2020 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსიის პარლამენტში წარდგენისას. მისი თქმით, აღნიშნული თანხიდან 285,0

2020 წლის იანვრიდან თეატრებსა და მუზეუმებში დასაქმებულთა ხელფასები საშუალოდ 100 ლარით გაიზრდება

10 დეკემბერი, 2019 , 15:10

2020 წლის იანვრიდან თეატრებსა და მუზეუმებში დასაქმებულთა ხელფასები საშუალოდ 100 ლარით გაიზრდება, - ამის შესახებ განცხადება ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა 2020 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსიის პარლამენტში წარდგენისას

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`