უკან
უახლესი ამბები
- 25.04.2024 11:11ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობის გარეშე, ევროპა, სადაც სქესი არჩევითია, გვინდა ევროპა, რომელმაც იცის სუვერენიტეტის, იდენტობის, დემოკრატიის, ღირსებისა და ქრისტიანული მორალის ფასი - „ხალხის ძალა“
- 25.04.2024 10:43ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
არქივი
რეგიონები
20 მარტი, 2019 10:20
“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, “ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო-ჯორჯია“ ავრცელებს.
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 20 მარტს 12:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში არაგვისპირი, ბოდორნა, ხეობა, დოლოშა, ვარცლა, ჭოპორტი და მიმდებარე სოფლებში.
12:30-დან 18:00 საათამდე ენერგომომარაგება შეუწყდებათ აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში ახალსოფელი, ქვემო არტანი, გოჯიაანები, ჭიაურა, სხლოვანი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება. - აცხადებენ კომპანიაში.