უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

16 ოქტომბერი, 2017 13:50
font-size

ენერგოეფექტურობის საკითხებზე საერთაშორისო დონის საგანმანათლებლო პროგრამას რეგიონში პირველად საქართველო მასპინძლობს

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩიქოვანი, საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA), საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროგრამა EU4ENERGY-ის ორგანიზებით გამართულ ენერგოეფექტურობის საკითხებზე საერთაშორისო დონის საგანმანათლებლო პროგრამის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო.

"საერთაშორისო დონის ექსპერტები პროგრამის მონაწილეებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. საქართველოში ენერგო მოხმარება დიდი ტემპით იზრდება, რაც ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკური აქტივობები იზრდება, ეკონომიკა წინ მიდის. ენერგო მოხმარების სწრაფი ზრდა ახალ გამოწვევებს ქმნის. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ გაიზარდოს ენერგო მიწოდება, რათა დაკმაყოფილდეს გაზრდილი ენერგო მოთხოვნა. ენერგო ეფექტურობის საკითხებზე საერთაშორისო დონის საგანმანათლებლო პროგრამა, წლების მანძილზე საფრანგეთში პარიზში იმართებოდა და ესაა პირველი შემთხვევა, როდესაც სხვა ქვეყანაში იმართება და ძალიან სასიხარულოა, რომ ეს ქვეყანა საქართველოა." - განაცხადა გიორგი ჩიქოვანმა.

საგანმანათლებლო პროგრამის ოფიციალური გახსნის ცერემონიაში მონაწილეობენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძე, უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ნატალია ბოიკო, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მაღალი რანგის წარმომადგენლები.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, საგანმანათლებლო კურსების მიზანია აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ენერგოეფექტურობის მიმართულებით სტატისტიკის, ტრანსპორტის, შენობების, მრეწველობის, განათებისა და ელექტროტექნიკის სფეროში ჩართული ახალგაზრდა პროფესიონალებისა და დაინტერესებულ მხარეთა კვალიფიკაციის ამაღლება.

საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობენ, საქართველოს, აზერბაიჯანის, უკრაინის, მოლოდოვას, ბელარუსიის, სომხეთის, ყაზახეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთისა და ყირგზეთის წარმომადგენლები.

ტრენინგებს ატარებენ დარგის საერთაშორისო დონის ექსპერტები. საგანმანათლებლო კურსი დატვირთულია ინტერაქტიული სალექციო კურსით, პრაქტიკული სამუშაოებითა და ვიზიტებით სხვადასხვა ობიექტებზე.

აღნიშნულ საგანმანათლებლო კურსები ყოველწიურად საფრანგეთში იმართებოდა, წელს კი ტრენინგს, რეგიონში პირველად საქართველო მასპინძლობს.

საკვანძო სიტყვები:

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

18 მარტი, 2024 , 13:04

მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურების მიხედვით, ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის

იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა ხუთი პროცენტით შემცირდა - საქსტატი

13 მარტი, 2024 , 13:09

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 941.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის

2023 წელს, წინა წელთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 24 პროცენტით შემცირდა - საქსტატი

11 მარტი, 2024 , 12:03

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წელს 1 594.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 24.0 პროცენტით ნაკლებია 2022 წლის დაზუსტებულ მ

შუა დერეფანი სრულად თუ განვითარდება, არსებობს ეკონომიკური განვითარების უზარმაზარი პოტენციალი - როლანდ პრაისი

27 თებერვალი, 2024 , 12:41

შუა დერეფანი სრულად თუ განვითარდება, არსებობს ეკონომიკური განვითარების უზარმაზარი პოტენციალი, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, როლანდ პრაისმა შუა დერეფნის პოტენციალის ათვისები

ეკონომიკის ოლიმპიადაზე რეგისტრაცია დაიწყო - პროექტის მხარდამჭერია „საქართველოს ბანკი“

21 თებერვალი, 2024 , 12:57

საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივის (GELi) ორგანიზებით და „საქართველოს ბანკის“ მხარდამჭერით, ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური ეკონომიკის რიგით მეორე ოლიმპიადა გაიმართება. „საქართველოს ბანკი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი