უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

5 იანვარი, 2017 14:55
font-size

ენერგოომბუდსმენი აბონენტებს მოუწოდებს ბუნებრივი გაზის საფასურზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში მას მიმართონ

ენერგოომბუდსმენი იმ აბონენტების პრეტენზიებს ეხმიანება, რომლებიც ირწმუნებიან, რომ დეკემბრის თვეში ბუნებრივ გაზზე საგრძნობლად მაღალი დავალიანების ქვითარი მიუვიდათ.

,,სოციალურ ქსელებში ორი დღის განმავლობაში აქტიურად არის საუბარი დედაქალაქში დეკემბრის თვეში ბუნებრივი გაზის შესამჩნევად გაზრდილი გადასახადის თაობაზე.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ბუნებრივი გაზის ტარიფი უცვლელია, შესაბამისად, მაღალი გადასახადი არ უკავშირდება ტარიფს.

შპს ,,ყაზტრანსგაზ - თბილისის“ ადმინისტრაციამ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრვ დამცველს დაუდასტურა, რომ დეკემბრის თვეში ტექნიკური პრობლემები არ ჰქონია, შესაბამისად, სისტემურ ხარვეზებს ადგილი არა აქვს. აგრეთვე, გამორიცხულია ნებისმიერი შეცდომა აღრიცხვიანობის თვალსაზრისით. კომპანია გაზრდილ გადასახადს უკავშირებს ცივი სეზონის პიკს და წინა წლებთან შედარებით გაცილებით დაბალ ტემპერატურასა და ყინვებს.

ენერგოომბუსდმენი მოუწოდებს ყველა მომხმარებელს, იმ შემთხვევაში თუკი მცირედი ეჭვი მაინც არსებობს კომპანიის ქმედებებთან დაკავშირებით, თუ აბონენტი კატეგორიულად არ ეთანხმება გადასახადს ან სურს მრიცხველის შემოწმება, მოგვმართოს შემდეგ მისამართზე: მიცკევიჩის ქ. #19. თითოეული განცხადება შესწავლილი იქნება ინდვიდუალურად. ენერგოომბუდსმენის აპარატი მიიღებს ყველა აუცილებელ ზომას მომხმარებელთა ინტერესების დასაცავად’’, - ნათქვამია ენერგოომბუდსმენის განცხადებაში.

ნინო ექვთიმიშვილი

28 ოქტომბრის არჩევნების შუალედური ანგარიში

19 ოქტომბერი, 2018 , 18:13

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ ადგილობრივ სადამკვირვებლო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ასევე მედია წარმომადგენლებს 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების შუალედური ანგარიში წარუდგინა. ანგარიშ

კახა კალაძემ ოპონენტებს მოუწოდა, თბილისის სატრანსპორტო სტრატეგიას გაეცნონ და ქალაქის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანონ

19 ოქტომბერი, 2018 , 17:50

თბილისის მერი კახა კალაძე მიუნხენში, კომპანია MAN-ის კლიენტთა მომსახურების ცენტრში იმყოფებოდა, სადაც ავტობუსების დიზაინისა და ფერების შერჩევა ხდება. თბილისის მერმა MAN-ის საგამოფენო დარბაზი დაათვალიერა და საზოგადოებას ავ

ყიფიანის ქუჩაზე სასტუმროს მშენებლობის გაგრძელებასთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართება

19 ოქტომბერი, 2018 , 17:50

თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი მთაწმინდის რაიონში, ყიფიანის ქუჩაზე იმყოფებოდა, სადაც სასტუმროს მშენებელი კომპანიის მიერ ხელახლა დაქირავებული კონსტრუქტორ-გეოლოგებისა და მოსახლეობის მიერ მოწვეული ექსპერტის დასკვნებს

ვითიბი ბანკის თასზე საერთაშორისო ტურნირი სპორტულ ტანვარჯიშში ჩატარდა

19 ოქტომბერი, 2018 , 17:10

13 -დან 16 ოქტომბრამდე თბილისში ვითიბი ბანკის თასზე, სპორტულ ტანვარჯიშში, საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა. საქართველო აღნიშნულ ტურნირში ვაჟთა ორი და გოგონათა ორი გუნდით მონაწილეობდა, რომლებიც მთლიანად საქართველოს ნაკრების წ

საქართველოს ბანკის კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში ღია კარის დღე გაიმართა

19 ოქტომბერი, 2018 , 14:50

საქართველოს ბანკის, ქვეყნის წამყვანი ბანკის ორგანიზებით სოციალური საწარმოების დაფინანსების კონკურსზე ღია კარის დღე გაიმართა. შეხვედრას 30-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის და საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი ესწრებოდა.&nb

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`