უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
რეგიონები
`ენერგო პრო ჯორჯიას` სადენს 13 წლის ბავშვი ემსხვერპლა 16.05.2012 11:26

თერჯოლის რაიონის სოფელ ქვედა სიმონეთში 13 წლის მოზარდი მეზობლებმა დილით ლაშის ღელესთან გარდაცვლილი იპოვეს.

ბავშვი, სავარაუდოდ, მაღალი ძაბვის ელექტროსადენს ხელით შეეხო და დენმა დაარტყა. თვითმხილველების განცხადებით, გარდაცვლილს ხელი და სხეულის ნაწილი დამწვარი ჰქონდა.

იმ ადგილას, სადაც ბავშვი იპოვეს, ელექტროგადამცემი ხაზები დასაშვებ ნორმაზე დაბლაა დამონტაჟებული. ქვედა სიმონეთის მცხოვრებთა განცხადებით, ელექტროსადენების პრობლემა სოფელს დიდი ხანია აწუხებს და ბოლო პერიოდში სადენებმა რამდენჯერმე პირუტყვიც იმსხვერპლა.

გადამცემი ხაზები კომპანია "ენერგო პრო ჯორჯიას" ეკუთვნის.

გარდაცვლილი მოზარდის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი. გარდაცვალების ზუსტ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.