უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

8 აპრილი, 2017 17:25
font-size

ენგურის ხიდთან აქცია გაიმართა

ენგურის ხიდთან აქცია გაიმართა. ზუგდიდის რაონის სოფელ რიყიდან რამდენიმე დღის წინ გატაცებული მამა-შვილის აჩიკო და პაატა როგავების ოჯახის წევრები ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმას სთხოვენ.

როგორც მედიასთან საუბარში გატაცებულების შვილმა და დამ, თინათინ როგავამ განაცხადა, ერთი კვირაა, რაც ოჯახისთვის გატაცებულების შესახებ არაფერია ცნობილი.

ოჯახის წევრები მიმართავენ ხელისუფლებას, რომ გატაცებულების შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ.

„თითქმის ერთი კვირაა არაფერი არ ვიცით აქვთ თუ არა საჭმელი, აქვთ თუ არა წყალი, რამე საშუალება, არც გვირეკავენ, არც გვეუბნებიან რამეს. ვითხოვთ, რომ მთავრობამ რამე გაგვაგებინოს. თქვეს, რომ სოხუმში ვართო, მაგრამ ზუსტად არ ამბობენ სად არიან. ისიც არ ვიცით, ერთად არიან თუ ცალ-ცალკე. ძალიან გთხოვთ, მიშველეთ, დაგვეხმარეთ ჩემი ძმა და ჩემი მამა უნებელი რომ დაბრუმდნენ“,- განაცხადა თინათინ როგავამ.

საპროტესტო აქციას ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ორგანიზაციის წევრებიც შეუერთდნენ.

მათი თქმით, მიუხედავდა იმისა, რომ ე.წ საზღვარს „საქართველოს მხრიდან ოთხი ძალოვანი სტრუქტურა იცავს, საქართველოს მოქალაქეები თავს დაცულად მაინც არ გრძნობენ“.

ასევე მოუწოდებენ ხელისუფლებას, რომ გატაცებულების გასათავისუფლეად დროული რეაგირება მოხდეს.

ადგილზე იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული დეპარტამენტის წარმომადგენლები.

მათი თქმით, როგავების გასათავისუფლებლად შესაბამისი ზომები იქნება მიღებული.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების - წითელუბნისა და ხურვალეთის სკოლების ყველა მოსწავლეს საჩუქრად პლანშეტები გადაეცა

25 მაისი, 2020 , 15:32

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკა დგებუაძე და კომპანია „გლობალ სელის“ საქართველოს დირექტორი გიორგი მადუაშვილი, ადგილობრივი

ოკუპირებული რეგიონიდან გადმოყვანისას პაციენტი გზაში გარდაიცვალა

20 მაისი, 2020 , 14:25

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოყვანისას, გზაში გარდაიცვალა 63 წლის ახალგორელი ჯუმბერ მილაძე. რადიო „თავისუფლების“ ინფორმაციით, მისი ჯა

სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე უკანონო ბორდერიზაციის პროცესი გრძელდება

20 მაისი, 2020 , 14:12

ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩის და სოფელ განმუხურის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელდა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, შეიცვალა ადრე არსე

ფახულანისა და საბერიოს მონაკვეთზე საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია ხორციელდება - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

16 მაისი, 2020 , 17:36

ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, სოფელ ფახულანისა და სოფელ საბერიოს მონაკვეთზე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია ხორციელდება, კერძოდ ხდება ადრე უკანონოდ გავლებული მავთულხლართები

ოკუპირებულ აფხაზეთში ინფიცირებულთა რაოდენობა 12 - მდე გაიზარდა

14 მაისი, 2020 , 10:50

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის კიდევ ორი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობამ 12-ს მიაღწია. ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევები აპრილში დაფიქსირდა. ვირუსს გაგრა

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კორონავირუსის შემთხვევები იზრდება

13 მაისი, 2020 , 16:50

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კორონავირუსის შემთხვევები იზრდება. გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში ინფიცირების სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სულ კი, ოკუპირებულ რეგიონში დაავადებული ათი პირია. რა