უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

28 იანვარი, 2017 15:25
font-size

ენგურთან საზღვრის გაძლიერების შესახებ აფხაზეთის მოსახლეობის მოთხოვნა გავითვალისწინეთ - თემურ ნადარაია

დე-ფაქტო აფხაზეთის გალის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თემურ ნადარაიას თქმით, 26 იანვარს მიღებული გადაწყვეტილება მდინარე ენგურზე ორი გამშვები პუნქტის დაკეტვის შესახებ გამოქვეყნებიდან 30 დღის შემდეგ ამოქმედდება.

„მინისტრთა კაბინეტის დადგენილებით, რომელიც 2017 წლის 26 იანვარს მიიღეს, მისი გამოქვეყნებიდან 30 დღის შემდეგ შევა ძალაში. გამოდის, რომ ის ამოქმედდება თებერვლის ბოლოს. ის ხალხი კი, ვინც უარყოფითად შეხვდნენ ამ ამბავს, საპროტესტო აქციის გამართვა გადაწყვიტეს“, - თქვა ნადარაიამ „სპუტნიკ აფხაზიასთან“ ინტერვიუში.

მან ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლებამ გაითვალისწინა მოსახლეობის მოთხოვნა მდინარე ენგურზე საზღვრის გაძლიერებასთან დაკავშირებით. ნადარაიამ აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის ფინანსური ხელშეწყობით, 2 წლის განმავლობაში ტარდებოდა საგზაო და ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რათა მოსახლეობას გაუადვილდეს მთავარ საგუშაგო “ენგურამდე“ მისვლა.

გალის რაიონის დე-ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ასევე გამოეხმაურა საქართველოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებებს მდინარე ენგურზე საგუშაგოთა შემცირების შესახებ.
„შევეჩვიეთ ქართული მხარის რეაქციას. ბუნებრივია, ქართულ მხარესა და ზოგიერთ საერთაშორისო ორგანიზაციებს არ სურთ, რომ აქ სახელმწიფოებრივი საზღვარი იყოს. ისინი ფიქრობენ, რომ ის არც არსებობს და ეს მხოლოდ ადმინისტრაციული საზღვარია. აფხაზეთი რომ საქართველოს ეკუთვნის, ნაცნობი სიმღერაა, რომელსაც საქართველო ყველგან ატრიალებს“, - განაცხადა ნადარაიამ.

შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოსთან მისასვლელი 4 გამშვები პუნქტიდან მსოლოდ 2 დატოვა. შემცირება 2 ეტაპისგან შედგება. მომავალში მხოლოდ ერთი საკონტროლო პუნქტის დატოვება იგეგმება.

25 იანვარს გალის რაიონის ადგილობრივმა მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა . 200-მდე ადამიანმა საქართველო-აფხაზეთის საზღვარზე მთავარი გამშვები პუნქტი “ ენგური“ გადაკეტეს.

ანა მებურიშვილი

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების - წითელუბნისა და ხურვალეთის სკოლების ყველა მოსწავლეს საჩუქრად პლანშეტები გადაეცა

25 მაისი, 2020 , 15:32

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკა დგებუაძე და კომპანია „გლობალ სელის“ საქართველოს დირექტორი გიორგი მადუაშვილი, ადგილობრივი

ოკუპირებული რეგიონიდან გადმოყვანისას პაციენტი გზაში გარდაიცვალა

20 მაისი, 2020 , 14:25

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოყვანისას, გზაში გარდაიცვალა 63 წლის ახალგორელი ჯუმბერ მილაძე. რადიო „თავისუფლების“ ინფორმაციით, მისი ჯა

სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე უკანონო ბორდერიზაციის პროცესი გრძელდება

20 მაისი, 2020 , 14:12

ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩის და სოფელ განმუხურის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელდა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, შეიცვალა ადრე არსე

ფახულანისა და საბერიოს მონაკვეთზე საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია ხორციელდება - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

16 მაისი, 2020 , 17:36

ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, სოფელ ფახულანისა და სოფელ საბერიოს მონაკვეთზე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია ხორციელდება, კერძოდ ხდება ადრე უკანონოდ გავლებული მავთულხლართები

ოკუპირებულ აფხაზეთში ინფიცირებულთა რაოდენობა 12 - მდე გაიზარდა

14 მაისი, 2020 , 10:50

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის კიდევ ორი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობამ 12-ს მიაღწია. ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევები აპრილში დაფიქსირდა. ვირუსს გაგრა

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კორონავირუსის შემთხვევები იზრდება

13 მაისი, 2020 , 16:50

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კორონავირუსის შემთხვევები იზრდება. გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში ინფიცირების სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სულ კი, ოკუპირებულ რეგიონში დაავადებული ათი პირია. რა