უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

18 ივნისი, 2018 14:20
font-size

ენის შემწავლელი კურსები აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებშიც გაგრძელდება

კურორტ გოდერძიზე უცხოელ ტურისტებთან კომუნიკაციის გამარტივების მიზნით დაწყებული ინგლისური ენის კურსები დასრულდა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა „ტურიზმის განვითარების სკოლის“ ფარგლებში კურორტზე და მის მიმდებარედ სოფელ დანისპარაულში არსებული საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და კვების ობიექტების 30-ზე მეტი თანამშრომელი გადაამზადა. ენის კურსებისას მონაწილეებმა შეისწავლეს ის ძირითადი, საბაზისო საკომუნიკაციო ინგლისური, რომელიც სტუმარმასპინძლობისას ტურისტებისთვის სერვისების შეთავაზების, გაყიდვისა და მომსახურებისას სჭირდებათ.

ამის შესახებ ინფორმაიას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

„კურორტ გოდერძის ტურისტული მიმართულება დიდი პოპულარობით სარგებლობს და იქ განსაკუთრებით დადგა ენის შესწავლის აუცილებლობა. კურსის ძირითადი მიზანია სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში არსებული მარტივი საკომუნიკაციო უნარებით აღვჭურვოთ ის მოქალაქეები, რომლებსაც უკვე ინტენსიური შეხება აქვთ უცხოელ ტურისტებთან. ჩვენ ასევე, ვამზადებთ სასწავლო ვიდეოგაკვეთილებს CD-ის სახით, რომლებიც მთლიანად იქნება მორგებული სტუმარმასპინძლობის თემატიკაზე. ვიდეოგაკვეთილები საშუალებას მისცემს ტურისტული ობიექტების მეპატრონეებს თავისუფალ დროს, დამოუკიდებლად განამტკიცონ ცოდნა, ტერმინები და ფრაზები რაც ტურისტებთან ურთიერთობისთვისაა აუცილებელი. ჩვენ ეს პროექტი წელს პირველად დავიწყეთ, თუმცა მის გაგრძელებას აუცილებლად ვგეგმავთ სხვა ტურისტულად აქტიურ მუნიციპლიტეტებში. ეს არ არის მხოლოდ ენის კურსები, ის ამავე დროს ტურიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლებაცაა. კურორტ გოდერძზე აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის შენება, რაც იმას გარანტია, რომ რამდენიმე წელში კურორტი ერთ-ერთი საუკეთესო იქნება არამხოლოდ საქართველოს მასშტაბით, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. ჩვენ გვინდა ეს პერიოდი მაქსიმალურად გამოვიყენოთ იმისათვის, რომ ადგილობრივები სრულად ყველა კუთხით იყვნენ მზად ტურისტების დიდი ნაკადების მისაღებად“. -განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.

2017-2018 წლებში, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის პროექტის, „ტურიზმის განვიათერბის სკოლა“ ფარგლებში, აჭარაში ტურიზმის სექტორში დასაქმებული 1000-მდე ადამიანი გადამზადდა.

11-25 აპრილს გომბორი-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

10 აპრილი, 2024 , 11:05

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზ

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი