უახლესი ამბები
- 11.12.2019 14:15“რაღაც პერიოდი ყავარჯნების ხმარება მომიწევს” - პაატა ბურჭულაძე კლინიკაში მოხვდა
- 11.12.2019 14:15მცდელობაა, რომ პრეზიდენტის ყველა ინიციატივა იყოს დაკნინებული - სალომე ზურაბიშვილი
- 11.12.2019 14:15მე და გოკა გაბაშვილს ივანიშვილის ორკები დაგვესხნენ თავს -გიგი უგულავა
- 11.12.2019 14:15კახეთის პოლიციამ სოფელ არბოშიკში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 3 პირი
- 11.12.2019 13:00სალომე ზურაბიშვილის განცხადება კატეგორიულად მიუღებელია - ირაკლი ღარიბაშვილი (ვიდეო)
- 11.12.2019 12:50პრეზიდენტმა თავისი სათქმელი ვერ გადმოსცა, რადგან საქართველოში არ არის გაზრდილი - სოფო კილაძე
- 11.12.2019 12:359 მილიონამდე ლარის ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურეს
- 11.12.2019 12:35112-ში ამერიკული პროგრამა ინერგება
- 11.12.2019 12:35საგარეო უწყებაში გერმანიის ელჩთან შეხვედრაზე ხანგოშვილის მკვლელობის შესახებ ისაუბრეს
- 11.12.2019 12:00სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა „რუსთავი 2“-ის საქმეს არ გადასინჯავს
არქივი
პოლიტიკა


ენმ ახალ კამპანიას - „ვეღარ გააყალბებ“ იწყებს
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ახალ კამპანიას „ვეღარ გააყალბებ“ იწყებს.
როგორც პარტიაში აცხადებენ, გაყალბების საწინააღმდეგო შტაბის მიზანია, წინასაარჩევნო პერიოდში არსებული დარღვევებისა და ძალადობის ფაქტების შესწავლა; გასული წლის საპარლამენტო არჩევნების დროს მომხდარი უკანონობისა და განუკითხაობის განმეორების საშიშროების აღმოფხვრა.
კამპანია „ვეღარ გააყალბებ“ შტაბს ლევან ბეჟაშვილი და ზაზა ბიბილაშვილი უხელმძღვანელებენ.
„დღეს ჩვენ ვქმნით გაყალბების საწინააღმდეგო შტაბს და ვიწყებთ აქტიურ კამპანიას, რათა არდავუშვათ ივანიშვილის მიერ არჩევნების მორიგი გაყალბება.
გაყალბების საწინააღმდეგო შტაბის მიზანია არ დაუშვას იმ უკანონობისა და განუკითხაობის განმეორება, რომელიც ყველა ჩვენგანმა იხილა შარშანდელი საპარლამენტო არჩევნების დროს, როდესაც ივანიშვილმა ძალადობით, უკონტროლო შავი ფულით, ამომრჩევლის მოსყიდვით, ადმინისტრაციული რესურსის ტოტალური მობილიზებით, სუსის საარჩევნო პროცესებშიჩართვითა და ხელისუფლებასთან სინქრონში მოქმედი ორგანიზებული კრიმინალური სამყაროს დახმარებით შეძლო საკოსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება, რომელსაც ის საკუთარი კლანის ინტერესებისთვის, ხალხის საზიანოდ იყენებს.
ცხადია, გაყალბების ძირითადი მსხვერპლი მთავარი ოპოზიციური ძალა, ერთიანინაციონალური მოძრაობა იყო. შორს რომ არ წავიდეთ, ყველას გვახსოვს, როგორ დაარბიეს საარჩევნო უბნები და როგორ მოგვპარეს სანდრა რულოვსის მიერ მოგებული არჩევნები ზუგდიდის რაიონში (რისთვისაც დღემდე არავინ დასჯილა). გვახსოვს, როგორ ჩატარდა არჩევნები ქუთაისში, ახალციხესა და მარნეულში.
მაგრამ ნაციონალური მოძრაობა არ ყოფილა გაყალბების ერთადერთი მსხვერპლი. გავიხსენოთ, რა გზით მოხვდა პარლამენტში ივანიშვილის მიერ მოწონებული და წახალისებული ღიადპრორუსული ძალა - პატრიოტთა ალიანსი, როცა ხელოვნურად, ბათილი ბიულეტინებისა და პროცენტების მანიპულირებით მოხდა სასურველი შედეგის დასმა...
დღეს ვითარება კიდევ უფრო მძიმეა.
დღეს საქართველოში არ არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლადაუცილებელი გარემო.
როგორ შეიძლება სამართლიანი ეწოდოს საარჩევნო გარემოს, როცა უკვე ხუთი წელია, მიმდინარეობს პროდასავლური ოპოზიციის ორგანიზებული პოლიტიკური დევნა? როცა პრეზიდენტი სააკაშვილი და ოპოზიციის ყველა ლიდერი ან ციხეშია, ან იძულებით დევნილობაში, ან სისხლის სამართლებრივ დევნაში?
ხალხის ნების გაყალბების მთავარი ნიშანია, როცა ივანიშვილი და მის უკან მდგომი ძალები ქართველი ამომრჩევლის მაგივრად არჩევენ, თუ ვინ შეიძლება იყოს პოლიტიკური პროცესის მონაწილე და ვინ - არა.
სწორედ ამ მიზნით გრძელდება ოპოზიციის დევნა, რაც ეს ჩამოურეცხავი ლაქაა ოცნების მმართველობაზე და ეჭვქვეშ აყენებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას.
რაც შეეხება გაყალბების „ტექნიკურ“ მხარეს:
ყველამ იცის, რომ გაყალბება მხოლოდ არჩვენების დღეს ურნებთან ჩადენილი დანაშაული არაა. გაყალბებაა უკანონო მიწერები (როცა თქვენს ბინაში უცხო ადამიანებს არეგისტრირებენ), ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ამომრჩეველზე ზეწოლა და საარჩევნო პროცესში სუსისა თუ კრიმინალური სამყაროს ჩართვა. გაყალბებაა ძალადობა, რომელიც უკვე დაწყებულია. მაგალითად, ახალციხეში სასტიკად სცემეს ჩვენი წარმადგენელი ბეგლარკაპანაძე, მისი 83 წლის მამა და შვილი! გურიაში ჩვენს კანდიდატებზე ზეწოლის მოსახდენად ჩართული არიან კრიმინალური ავტორიტეტები რუსეთიდან!
ხელისუფლების რეაქცია ამ ყველაფერზე ცნობილია: იმის მაგივრად, რომ დღეს კორცხელისზონდერები განსასჯელის სკამზე ისხდნენ, მათი მეთაური კახი კალაძე თბილისის მერობისკანდიდატია, თავად მოძალადეებს კი სამეგრელოს გუბერნატორი და ბერა ივანიშვილი ერთადაქეიფებენ...
ეს არ იქნება პარტიული შტაბი. ეს იქნება შტაბი ნებისმიერი დარღვევის გამოსავლენად. შტაბი, რომელიც აღრიცხავს ყველა დარღვევასა თუ დანაშაულს და დაიცავს ხალხის ხმებს, ხალხთანერთად.
შესაბამისად, მივმართავთ ყველა ოპოზიციურ პარტიას და ვთხოვთ მათ, ჩამოვაყალიბოთ გაყალბების საწინააღმდგეო ართობლივი საბჭო.
მივამართავთ ყველა ოპოზიციურად განწყობილ ადამიანს - ამ კამპანიაში მაქსიმალურად ბევრიადამიანი უნდა ჩაერთოს - ყველა, ვინც აცნობიერებს, რომ ქვეყნის არაფორმალური მმართველი, რომელმაც მხოლოდ სიღატაკე და უიმედობა მოუტანა ხალხს, არ აპირებს ხელისუფლების დემოკრატიული გზით დათმობას.
თითოეული თქვენგანის ჩართულობა ამ შტაბის წარმატებული მუშაობის საწინდარია. ვამხილოთ უსამართლობა და ვებრძოლოთ მას. ვუთხრათ ივანიშვილს - ვეღარ გააყალბებ!
განსხვავებით ადრინდელისგან, ჩვენ აღარ შეგაჩერებთ. პირიქით, ჩვენ ვიბრძოლებთ თქვენთან ერთად,“ - აცხადებენ ენმ-ში.
საკვანძო სიტყვები:

საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა კიდევ ერთხელ დამახინჯდა - პრეზიდენტის ადმინისტრაცია
11 დეკემბერი, 2019 , 14:40

მცდელობაა, რომ პრეზიდენტის ყველა ინიციატივა იყოს დაკნინებული - სალომე ზურაბიშვილი
11 დეკემბერი, 2019 , 14:15

საგარეო უწყებაში გერმანიის ელჩთან შეხვედრაზე ხანგოშვილის მკვლელობის შესახებ ისაუბრეს
11 დეკემბერი, 2019 , 12:35

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
10 დეკემბერი, 2019 , 22:02
ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ გააცნობიერა, რომ ეკლესია და საქართველო განუყოფელია - ალექსანდრე ერქვანია
10 დეკემბერი, 2019 , 16:25

ჩვენი ამოცანაა ჯალათი მოსამართლეები არ აირჩიოს პარლამენტმა - ეკა ბესელია
10 დეკემბერი, 2019 , 14:20