უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

9 თებერვალი, 2018 15:00
font-size

ენმ ბათუმის მერიას კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნოდარ დუმბაძემ ბათუმის მერია კორუფციულ გარიგებაში დაადანაშაულა. საქმე ეხება ანგისის სპორტული ბაზის ჩაბარების საკითხს.

როგორც დუმბაძემ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა, ანგისის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დრომდე მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები, თუმცა მერიას ჩაბარებული აქვს ობიექტი და კომპანიას 4 მილიონ 116 ათას170 ლარი გადაურიცხა.

დუმბაძის მტკიცებით, მშენებლობა ხარვეზებით მიმდინარეობს, რის გამოც ობიექტში ყოფნა უსაფრთხო არაა.

„სპორტული ბაზა სავარჯიშოდ არ არის უსაფრთხო, არსებობს ტრავმების მიღების მაღალი რისკი, მოუწესრიგებელია სადრენაჟო სისტემა და წვიმის დროს დგება წყალი, სამუშაოები არ წარმოებულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული და ბაზისთვის განსაზღვრული მასალის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ გაფორმდა მიღება ჩაბარების აქტი, სამუშაოები ბაზაზე ახლაც მიმდინარეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ მერიამ გადაიხადა წინასწარ თანხა სამუშაოების დასრულებამდე“, -თქვა ენმ-ის წევრმა.

მან ეჭვი გამოთქვა, რომ წინასწარ ფულის გადახდა კორუფციულ გარიგებასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული.

აღნიშნულ მშენებლობასთან დაკავშირებით დუმბაძემ უკვე შეიტანა საჩივარი აჭარის პროკურატურაში.
ბრალდებებს უპასუხეს ბათუმის მერიაში. უწყებამ პასუხი სოციალურ ქსელში გაავრცელა და ენმ სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა.

მერიის თქმით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულია.

„სპორტულ ბაზაზე პროექტითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა სამუშაო შესრულებულია. ბაზის შენობა ჩაბარებულია ყველა საჭირო პროცედურის დაცვით და სამუშაოების შესრულების ხარისხიანობა დადასტურებულია სამხარაულის ექპერტიზის ბიუროს მიერ.

სპორტული ბაზის მოვლა-პატრონობას საფეხბურთო კლუბი ,,დინამო ბათუმი“ უზრუნველყოფს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ჩვენ მივალთ ყველა რაიონში, ყველა ქალაქში, დაველაპარაკებით ყველას - გიორგი გახარია

19 ოქტომბერი, 2019 , 18:41

„ჩვენ მივალთ ყველა რაიონში, ყველა ქალაქში, დაველაპარაკებით ყველას. ჩვენთვის პრიორიტეტი იქნება მასწავლებელი, ექიმი, პოლიციელი, ფერმერი, სპორტსმენი - ყველა ის ხალხი, ვინც ქმნის ჩვენი ქვეყნის სახეს“, - ამის შესა

გიორგი გახარია გორში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

19 ოქტომბერი, 2019 , 12:45

გიორგი გახარია გორში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. პრემიერ-მინისტრი მედიკოსებთან შეხვედრისას სამედიცინო სფეროში არსებული პრობლემებით დაინტერესდა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა მედიკოსების, პედაგოგებისა და პო

განათლება არის ჩვენი სისტემური პრობლემა, რომლის გადასაწყვეტადაც იყო დაწყებული განათლების სისტემური რეფორმა - გიორგი გახარია

19 ოქტომბერი, 2019 , 12:45

განათლების სისტემური რეფორმა არ არის ის რეფორმა, რომელიც ერთ ან ორ წელიწადში ხელშესახებ შედეგს მოგვცემს, თუმცა ერთმნიშვნელოვნად ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ უნდა ვგრძნობდეთ და ვხედავდეთ ყოველდღიურ პროგრესს, - ამის შეს

2020 წლამდე ყველა არჩევნები გენერალური რეპეტიცია იქნება იმისათვის, რომ მშვიდობიანად, ქაოსის გარეშე ივანიშვილი ხელისუფლებას ჩამოვაშოროთ - გიგი უგულავა

19 ოქტომბერი, 2019 , 12:45

„ევროპული საქართველოს’’ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აფენის თემის საკრებულოს მაჟორიტარ კანდიდატთან, მალხაზ მელაშვილთან ერთად სოფელ გვიმრიანში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეც

თანამედროვე ნაგავსაყრელის მშენებლობის საკითხი რწმუნებულის ადმინისტრაციაში განიხილეს

17 ოქტომბერი, 2019 , 14:40

საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით სამეგრელო-ზემო სვანეთის და კახეთისა რეგიონებისთვის ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი ნაგავსაყრელების აშენებას გეგმა

2021 წლამდე ბუნებრივ აირს დამატებით 100-მდე დასახლებული პუნქტი და 20 000-მდე აბონენტი მიიღებს - ნათია თურნავა

17 ოქტომბერი, 2019 , 14:10

თვითმმართველობის ორგანოების წინადადებების გათვალისწინებით, ჩვენ მოვახერხეთ და შევძელით, რომ დამატებით, 100 - მდე ახალი დასახლებული პუნქტი მიემატა გაზიფიცირების სამწლიან პროგრამაში გათვალისწინებულ დასახლებებს. ეს არის 20,