უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

7 სექტემბერი, 2017 12:35
font-size

ენმ ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს, რაჭაში ხე-ტყის ჩეხვა შეაჩეროს

ნაციონალური მოძრაობა ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს, “შეაჩეროს რაჭაში ხე-ტყის ჩეხვა და უნიკალური ტყის განადგურება“.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება დღეს პარტიის ოფისში ენმ-ს წევრმა, ოთარ სირაძემ გააკეთა.

მისი ინფორმაციით, ,,საქმე ეხება მთავრობის 2017 წლის 19 მაისის # 990 განკარგულებას, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი აწერს და რითაც ივანიშვილის კომპანია „ატუ“-ს რაჭაში, შაორის ტბის მიმდებარედ 3 500 ძირი ხის მოჭრის ნებართვას აძლევს.“

„ჯამში, რაჭაში, ივანიშვილმა და მისმა კომპანიამ 40 000-ზე მეტი უნიკალური ჯიშის ხე მოჭრა. საერთო ფართობზე 168 ჰექტარი. მაშინ, როდესაც თითქმის მთელი საქართველოს ტყეები გადაიწვა და ხანძრების ლიკვიდაცია სრულად არც მომხდარა, ივანიშვილი ფულის საკეთებლად ხეების ჩეხვას აგრძელებს. წარმოგიდგენთ ფოტო და ვიდეო მასალას, სადაც ივანიშვილის საკუთრებაში არსებული „მერსედესის“ ტიპის ტვირთმზიდავები (სახელმწიფო ნომრებით MAI-571, MAI-572, MAI-573, MAI-574, MAI-575, MAI-576, MAI-577, MAI-578, MAI-858) ყოველდღიურ რეჟიმში მორებით დატვირთული მიემართება საჩხერეში, საიდანაც უკვე გადამუშავებული სახით გაედინება აღნიშნული ხე-ტყე გაურკვეველი მიმართულებით.

მივმართავთ არასამთავრობო და გარემოსდაცვით ორგანიზაციებს, დროა დაინტერესდენენ ამ ფაქტით და ერთობლივი ძალისხმევით შევაჩეროთ ეს ბოროტება. მზად ვარ ყველა დაინტერესებულ ჯგუფს ვაჩვენო კონკრეტული ადგილი, თუ სად ხდება ხეების განადგურება. ამ ფოტო და ვიდეო მასალას გადავუგზავნით მსოფლიო გარემოსდაცვით ორგანიზაციებსაც.

მივმართავთ ბიძინა ივანიშვილს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს რაჭაში ხეების ჩეხვა, გამოიყვანოს ტყიდან სპეც-ტექნიკა და ცოცხალი ძალა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ, „ნაციონალური მოძრაობა“ გამოვიყენებთ პროტესტის უკიდურეს ფორმებს, ცხადია, კანონის ფარგლებში და არ მივცემთ მთავრობის განკარგულებებს ამოფარებულ, ბრაკონიერ ივანიშვილს დანაშაულებრივი საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობას”, - განაცხადა ოთარ სირაძემ.

ნინო ექვთიმიშვილი

ევროკავშირში საქართველოსთან მიმართებით იღებენ აბსურდულ გადაწყვეტილებებს, აკეთებენ აბსურდულ განცხადებებს - ირაკლი კობახიძე

12 დეკემბერი, 2025 , 16:08

არაფორმალური გავლენები არის ძალიან აქტუალური ევროკავშირის მასშტაბით, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  როგორც პრემიერმა აღნიშნა, სწორედ არაფორმალური გავლენე

„ქართული ოცნება“ არცერთ ეტაპზე არ მალავს, რომ მათი საბოლოო მიზანი არის საქართველოს მოქცევა რუსული გავლენის სფეროში - თაზო დათუნაშვილი

12 დეკემბერი, 2025 , 15:51

 ვლადიმერ პუტინი არის საქართველოს მოქალაქეების მკვლელი და ჩვენი სახელმწიფოებრიობის მთავარი მტერი, მასთან ერთ სივრცეში ჯდომა სამშობლოს ღალატია,– ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა

ტენდენციები ევროკავშირში არის მძიმე, აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია ზუსტად იმავეს იმეორებს, რასაც ჩვენ ვამტკიცებდით მთელი ამ წლების განმავლობაში - ირაკლი კობახიძე

12 დეკემბერი, 2025 , 15:45

ტენდენციები ევროკავშირში არის მძიმე, აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია ზუსტად იმავეს იმეორებს, რასაც ჩვენ ვამტკიცებდით მთელი ამ წლების განმავლობაში და მხოლოდ ახლა გახდა ზოგიერთი სუბიექტისთვის დამაჯერებელი ის, რაზეც ჩვენ ვსაუბ

თურქმენეთში რუსეთის პრეზიდენტის ყოფნა იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ვისაუბროთ მშვიდობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო სამართლის მნიშვნელობაზე - შალვა პაპუაშვილი

12 დეკემბერი, 2025 , 13:09

ვინც პატივს სცემს ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესებს, მათ ვესაუბრებით. რუსეთის მხრიდან ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესების მიმართ პატივისცემა გულისხმობს ოკუპაციის დასრულებას. ოკუპაცია არ არის დასრულებული, შესაბამისად არ

საქართველო აქტიური ხელშემწყობია რეგიონული თანამშრომლობის, რომელიც აშენებს ფიზიკურ და დიპლომატიურ ხიდებს, შუა დერეფანი ამ ხედვის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს - ირაკლი კობახიძე

12 დეკემბერი, 2025 , 13:02

 გლობალური ეკონომიკური და გეოპოლიტიკური გამოწვევების მიუხედავად, ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველო თავის წარმატებულ გამოცდილებას წარმოადგენს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკ

სტრასბურგის გადაწყვეტილება არის დასტური, რომ გახარიას წინააღმდეგ საქმე არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური შურისძიება - გიგა ფარულავა

12 დეკემბერი, 2025 , 12:53

სტრასბურგის გადაწყვეტილება არის დასტური, რომ გახარიას წინააღმდეგ საქმე არის პოლიტიკური შურისძიება, მივმართავთ 20 ივნისის ნამდვილ შემოქმედებს, ვერ გაექცევით პასუხისმგებლობას, – ამის შესახებ პარტიის „გახარ