უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

1 აგვისტო, 2017 14:00
font-size

ენმ დევნილთა სამინისტროს ზუგდიდში დევნილებისთვის ბინების დაკანონების პროცესის ხელოვნურად გაჭიანურებაში ადანაშაულებს

”ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ანა წითლიძე, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, ბარამიას ქუჩაზე, ახლადაშენებულ კორპუსში მცხოვრები დევნილებისთვის ბინების დაკანონების პროცესის ხელოვნურად გაჭიანურებაში ადანაშაულებს.

როგორც ანა წითლიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სამინისტრო "ქართული ოცნების" შტაბის თხოვნით აჭიანურებს პროცესს, რათა იქ მცხოვრებმა დევნილებმა არჩევნებში მონაწილეობა ვერ შეძლონ.

"ეს ადამიანები არიან სხვადასხვა რაიონებსა და სოფლებში მიწერილები, სადაც ადრე ცხოვრობდნენ. შესაბამისად, ისინი ვერ შეძლებენ იქ წასვლას და არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. მათი უმრავლესობა არის ჩვენი მხარდამჭერი და სწორედ ამიტომ ჭიანურდება ეს პროცესი", - აცხადებს წითლიძე.

თავის მხრივ, დევნილთა სამინისტროს აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი მანუჩარ ჩილაჩავა ამბობს, რომ პროცესი ტექნიკური პრობლემის გამო შეფერხდა, თუმცა ორი თვის განმავლობაში 144-ვე დევნილ ოჯახს ბინები დაუკანონდებათ.

მისივე განმარტებით, მსგავსი პრობლემის მქონე მოქალაქეები არჩევნებში დამატებითი სიების საშუალებით შეძლებენ მონაწილეობას.

ნინო ექვთიმიშვილი

წინასწარ იმის გამოცხადება, რომ ყველას ყველაფერი შერჩება ნიშნავს, რომ ვეუბნებით, მოიპარეთ, გაძარცვეთ ხალხი რაც შეიძლება მეტი და შეგრჩებათ ხახვივით - მიხეილ სააკაშვილი

14 ოქტომბერი, 2019 , 17:43

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თავის ვიდეო მიმართავში აცხადებს, რომ დღეს მოქმედი მთავრობის მაღალჩინოსნები, რომლებსაც დანაშაული დაუმტკიცდებათ, საერთაშორისო ანტიკორუფციული სასამართლოს მიერ უნდა გასამართლდ

ნათია თურნავა თანამდებობას ტოვებს

14 ოქტომბერი, 2019 , 17:35

TV პირველის ინფორმაციით, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა თანამდებობას ტოვებს. უწყებაში ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არავის გაუკეთებია. შეგახსენებთ, ნათია თურნავა ეკონომიკისა და მდგრადი განვით

მე არ ვარ მომხრე იმ ნათქვამის, რომ `ივანიშვილი ციხეში` - გიგა ბოკერია

14 ოქტომბერი, 2019 , 15:32

"ევროპული საქართველოს" ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, მათი პარტიის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში პოლიტიკური დანაშაულისთვის არავის გაასამართლებენ, მათ შორის არც ბიძინა ივანიშვილს. "მე არ ვარ მომხრე იმ ნათქვამის,

გიორგი გახარია ხვალ ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწევა

14 ოქტომბერი, 2019 , 13:45

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ოფიციალური ვიზიტები საქართველოს მეზობელ ქვეყნებში გრძელდება. როგორც „მედიანიუსს“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, ხვალ, 15 ოქტომბერს მ

„მომავლის გზის მშენებლობა – საქართველო და უკრაინა“ - ქეთევან ციხელაშვილმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკაზე ისაუბრა

12 ოქტომბერი, 2019 , 12:27

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა რიგის 2019 წლის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. აღნიშნული ღონისძიება უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ბალტიის ზღვის რეგიონში მთავარი წამყ

ბორის ჯონსონი გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობას ულოცავს

12 ოქტომბერი, 2019 , 11:20

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებას ულოცავს. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის