უკან
სამართალი
11 ოქტომბერი, 2017 10:45
ენმ-ის გუშინდელ აქციაზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება
გუშინ თბილისის საკრებულოსთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე დაკავებული 8 პირის სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება.
დაკავებულებს ბრალი ედებათ სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში.
შეგახსენებთ, გუშინ თბილისის საკრებულოში განიხილავდნენ თაბორის მთასა და პუშკინის სკვერთან მდებარე მიწის ნაკვეთების პრივატიზების საკითხს. სხდომის პარალელურად, ამ გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აქცია გამართა, სადაც სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. ტერიტორიაზე იყო მობილიზებული ასობით პოლიციელი და სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენელი.