უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

29 მაისი, 2017 13:05
font-size

ენმ მთავრობას განათლების ხარისხის ასამაღლებლად კონკრეტული ქმდებებისკენ მოუწოდებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, მთავრობას, განათლების ხარისხის ასამაღლებლად კონკრეტული ქმედებისკენ მოუწოდებს.

როგორც პარტიის წევრმა, ნინო კვიტაიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, სასკოლო გამოცდებზე მოსწავლეების დიდი რაოდენობის ჩაჭრის გამო, გამოსაშვები გამოცდების არსებული ფორმატი უნდა გაუქმდეს, რადგან ის არარელევანტურია.

„განათლების სისტემაში შექმნილი საგანგაშო სტატისტიკა და ვითარება ადასტურებს, რომ სასკოლო რეფორმა შუა გზაზეა მიტოვებული და მისი ერთ-ერთი კომპონენტი, გამოსაშვები გამოცდები, რომელიც მოსწავლეებისთვის მასტიმულირებელი უნდა ყოფილიყო, რეფორმის დანარჩენი კომპონენტების ჩავარდნის გამო სადამსჯელო მექანიზმად გადაიქცა. სწორედ ამიტომ ბავშვი მარტო, პირისპირ დარჩა იმ ბარიერთან, რომელიც მას წარმატებული მომავლისკენ გზას უკეტავს.

ჩვენ მივიღეთ ის, რომ წლიდან წლამდე ყველა საგანში დადებითად შეფასებული მოსწავლეები, სისტემაში არსებული ქაოტური მდგომარეობის მსხვერპლად იქცნენ და გამოცდაზე ჩაიჭრნენ. ჩაჭრილი მოსწავლეების რაოდენობა კი ბოლო წლებში მზარდია. 2012 წელს ყოველი 100 მოსწავლიდან ჩაჭრილების რაოდენობა მხოლოდ 5 მოსწავლე იყო და რეფორმის სწორ განხორციელებას შედეგი უნდა გაეუმჯობესებინა. თუმცა, სამწუხაროდ, დღეს ყოველი მეოთხე მოსწავლე ჩაიჭრა.

საგანგაშოა ისიც, რომ განათლების მინისტრი არაადექვატურად აფასებს ამ სიტუაციას, რაც კიდევ უფრო აზარალებს მოსწავლეს, მასწავლებელს და მშობელს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვითხოვთ:ამ ფორმატით უკვე არარელევანტურია გამოსაშვები გამოცდების ჩატარება და ის უნდა გაუქმდეს.

სამინისტრომ მოახდინოს არსებული პრობლემების დიაგნოსტირება და სისტემის გაჯანსაღებისათვის სასწრაფოდ გააორმაგოს სკოლების დაფინანსება; განახლდეს პედაგოგთა სერტიფიცირება, მათი კომპეტენციის ამაღლებაზე მუდმივი ზრუნვის პარალელურად; გაიზარდოს მასწავლებლის ხელფასი მინიმუმ 1000, ხოლო მომდევნო წლების განმავლობაში1500 ლარამდე; შეწყდეს სკოლების პოლიტიზირება; მოწესრიგდეს სასკოლო ინფრასტრუქტურა და სხვა,“-აღნიშნავენ ნაციონალურ მოძრაობაში.

მონიკა დავლიანიძე

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური გამოცემა დაიბეჭდა

12 დეკემბერი, 2019 , 17:10

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, გაერთიანებული სამეფოს სეზონის (UK Season) პროგრამის ფარგლებში, ინგლისურ ენაზე შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური გამოცემა დაიბეჭდა. პროექტის ავტორი გამომც

საოჯახო სასტუმროებისთვის წყლის საფასურის გადახდის ახალი წესი 2020 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება

12 დეკემბერი, 2019 , 16:20

2020 წლის 1-ელი იანვრიდან, სემეკის დადგენილების თანახმად საოჯახო სასტუმროებისთვის წყლის საფასურის გადახდის ახალი წესი - ე.წ ჰიბრიდული ტარიფი ამოქმედდება. „ჯივიპის“ ცნობით, გადახდის ახალი წესი მხოლოდ იმ ტიპის

პარლამენტში სასწრაფო დახმარების ბრიგადები და სამართალდამცველები შევიდნენ

12 დეკემბერი, 2019 , 14:15

საკანონმდებლო ორგანოში სასწრაფო დახმარების ბრიგადები და სამართალდამცველები შევიდნენ. სავარაუდოდ, მიზეზი დარბაზში უსიამოვნო სუნის არსებობა გახდა, რის გამოც ტექნიკური შესვენებაც გამოცხადდა. უსიამოვნო სუნის გამო, არსებული ი

პარლამენტში დაყენებულ სუნზე პასუხისმგებლობას ვიღებთ - მოძრაობა „სირცხვილია“

12 დეკემბერი, 2019 , 14:00

საკანომდებლო ორგანოში მუშაობა ამ დრომდე არ განახლებულა. პარლამენტში მძაფრი სუნი ახლაც დგას. ადგილზე შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან. ოპოზიცია აცხადებდა, რომ პარლამენტში მძაფრი სუ

პარლამენტის სხდომათა დარბაზში მძაფრი სუნის გამო დეპუტატებმა დარბაზი დატოვეს

12 დეკემბერი, 2019 , 13:35

პარლამენტის სხდომაზე შესვენება გამოცხადდა. უმრავლესობა ამბობს, რომ დარბაზში 2 ოპოზიციონერი შემოვიდა და გაურკვეველი ნივთიერება დაასხეს, რამაც მძაფრი სუნი გამოიწვია. "ოპოზიციის ორი დეპუტატი შემოვიდა და გარკვეული ნივთიერება

შალვა თადუმაძის დიპლომის ნამდვილობა არ დასტურდება - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“

12 დეკემბერი, 2019 , 12:50

მოქმედი გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის იურიდიული დიპლომის ნამდვილობა არ დასტურდება, - ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ავრცელებს. „მოქ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`