უახლესი ამბები
- 27.02.2021 15:24პარლამენტის შენობასთან უკვე ცამეტი კარავია გაშლილი
- 27.02.2021 15:19მიმდინარე კვირაში საქართველოში ვირუსი მოსწავლეთა 0.03%-ს და სკოლის თანამშრომელთა 0,1%-ს გამოუვლინდა
- 27.02.2021 14:34„ბრისტოლიდან ბეიჯინამდე“ – 26 წლის ველოსიპედისტის საქველმოქმედო მოგზაურობა საქართელოში დაიწყო
- 27.02.2021 14:29ყოველიღამე წინაზე საშინელია, ყოველი დღე წინაზე მძიმე - თინა ხიდაშელი
- 27.02.2021 14:24ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რომ რუსეთმა პასუხი აგოს ჩაგვრისა და აგრესიის გამო უკრაინაში - ჯო ბაიდენი
- 27.02.2021 14:19თბილისში დევნილი ოჯახებისთვის ბინების განაწილების მიზნით კომისიამ მუშაობა დაიწყო
- 27.02.2021 12:39ეს მებრძოლი ხალხი „ბოკერია-ბურჯანაძის“ პოლიტიკური გვამების გასაცოცხლებლად არ მოდის, არა - თაკო ჩარკვიანი
- 27.02.2021 12:00იანვარში ლარი დოლარის მიმართ 0.3 პროცენტით გაუფასურდა - ეროვნული ბანკი
- 27.02.2021 12:00იანვარში ინფლაციის შემცირებაზე მთავრობის მიერ კომუნალური გადასახადების სუბსიდირებამ კვლავ მნიშვნელოვნად იმოქმედა - ეროვნული ბანკი
- 27.02.2021 12:00ფერმერებს რეგისტრაცია და აგროდიზელზე ფასდაკლების მიღება დისტანციურად, ვებგვერდის საშუალებითაც შეუძლიათ
არქივი
სამართალი


ენმ პროკურატურას ლაშა თორდიას ცემის ადგილიდან ამოღებული სათვალთვალო კამერების გასაჯაროებიოსკენ მოუწოდებს
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პროკურატურას, გენერალური აუდიტორის ლაშა თორდიას ცემის ადგილიდან ამოღებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერის გასაჯაროვებისა და გამოძიების ადეკვატური მუხლით წარმართვისკენ მოუწოდებს.
ამის შესახებ ბრიფინგზე ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა ზაზა ბიბილაშვილმა განაცხადა.
„ახლა, სანამ ჩვენ ვსაუბრობთ, საქართველოს მთავარი პროკურატურა და სხვა ძალოვანი უწყებები დანაშაულის დაფარვის ფართომასშტაბიან ოპერაციას ახორციელებენ. საუბარია დანაშაულზე, რომელიც ოთარ ფარცხალაძემ და მისმა ამალამ 3 დღის წინ ჩაიდინა, როდესაც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსი, ლაშა თორდია სცემეს. მინდა მივმართო ძალოვანი უწყებების რიგით თანამშრომლებს- ფარცხალაძის დანაშაული თქვენი დანაშაული არაა, დანაშაულის დაფარვა კი, უკვე თქვენი დანაშაულია. ივანიშვილების კლანი მალე მოშორდება ამ ქვეყანას. ნუ იზამთ ისე, რომ თვალებში ვერ ჩახედოთ შვილებს და მოგიწიოთ თვალებში ჩახედოთ მართმსაჯულებას.
მინდა მივმართო პროკურატურის ფორმალურ ხელმძღვანელობას.
მოვითხოვთ: 1. გასაჯაროვდეს შემთხვევის ადგილზე სათვალთვალო კამერებიდან ამოღებული ყველა ფირი. 2. მოხდეს მუხლის გადაკვალიფიცირება და გამოძიება წარიმართოს ადეკვატური სიმძიმის მუხლით. 3. პროკურატურამ მოითხოვოს წინასწარი პატიმრობა, რადგან ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა წინასწარი პატიმრობის მოთხოვნა გამართლებულია. ფარცხალაძე არის ერთგვარი კანონიერი ქურდი, რომელიც არაფორმალურად მართავს პროკურატურის სისტემას. მას შეუძლია დააშინოს მოწმეები, გააყალბოს მტკიცებულებები და არათუ გავლენა მოახდინოს გამოძიებაზე, არამედ პრაქტიკულად წარმართოს გამოძიება“,-განაცხადა ბიბილაშვილმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:

შსს ზუგდიდში, ოქროს ბირჟაზე ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
26 თებერვალი, 2021 , 17:15

პროკურატურამ ვახო სნაიაზე თავდასხმისთვის დაკავებულ 3 პირს ბრალი წარუდგინა
26 თებერვალი, 2021 , 15:50

სტრასბურგის სასამართლომ 2010-2011 წლების საქმეზე „მჭედლიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და სამართლიანი განხილვის უფლების დარღვევა დაადგინა
26 თებერვალი, 2021 , 10:45

პროკურატურამ თავისი გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მისი მიზანი იყო ნიკა მელიას ქცევის კანონის ჩარჩოებში მოქცევა და არა მისი პატიმრობა - მამუკა მდინარაძე
25 თებერვალი, 2021 , 20:23
ის გირაო აღარ არსებობს, შეცვლილია პატიმრობით და ახლა გვეუბნებიან უკვე გაუქმებული გირაოს თანხა გადაიხადეთო - ამ ბრიფინგითაც დასტურდება ნიკა მელიას დევნა პოლიტიკური მოტივაციით - ადვოკატი
25 თებერვალი, 2021 , 20:02

თბილისის სააპელაციო სასამართლო ნიკა მელიას ადვოკატების საჩივრის დაუშვებლად ცნობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
25 თებერვალი, 2021 , 19:33