უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

18 ოქტომბერი, 2019 15:25
font-size

EQAR-ის პრეზიდენტი: „თქვენ ჩვენი - ევროპული უმაღლესი განათლების სივრცის სრულუფლებიანი წევრი ხართ”

ერევანში, განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის - ENQA-ს ყოველწლიურ გენერალური ასამბლეაზე, სადაც საქართველო როგორც ასოციაციის წევრი ქვეყანა ოფიციალურად წარადგინეს, უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულ რეესტრის, EQAR-ის პრეზიდენტმა კარლ დიტრიხმა საქართველოს EQAR-ში გაწევრიანებას ქვეყნის უმაღლესი განათლების განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი უწოდა.

„ქართული უმაღლესი განათლებისთვის ეს არაჩვეულებრივი დღეა, რადგან ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაცია ENQA-სა და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულ რეესტრში, EQAR-ში გაწევრიანება ნიშნავს იმას, რომ თქვენ ჩვენი საზოგადოების, ანუ ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის სრულუფლებიანი წევრი ხართ. ეს უმნიშვნელოვანესია საქართველოში უმაღლესი განათლების განვითარებისთვის. ეს ნიშნავს ახალი ურთიერთობების დამყარებას, განათლების ხარისხის უზრუნველყოფას და სფეროს ევროპული სტანდარტით განვითარებას. ჩვენი ორგანიზაციის წევრობა დიდ შესაძლებლობას აძლევს როგორც საქართველოს, ასევე ევროპის სხვა ქვეყნებსაც“ - განაცხადა კარლ დიტრიხმა.

ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციის (ENQA) პრეზიდიუმმა საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წევრობის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ მიმდინარე წლის 25 აპრილს, ესტონეთში, ტალინში გამართულ რიგით მე-9 ყოველწლიურ ფორუმზე მიიღო. პროცედურის მიხედვით, ცენტრი ასოციაციის წევრად ოფიციალურად სწორედ აღნიშნულ ასამბლეაზე გამოაცხადეს.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია ბრიუსელში შეხვედრებს მართავს

19 ნოემბერი, 2019 , 20:10

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია ბრიუსელში შეხვედრებს მართავს. საპატრიარქოს ინფორმაციით, ვიზიტი 17 ნოემბერს დაიწყო. დელეგაციის შემადგენლობაში არიან ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი), ბელგიისა და

პარლამენტთან აქცია განახლდა

19 ნოემბერი, 2019 , 20:10

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან აქცია გრძელდება. სამოქალაქო სექტორის და ოპოზიციის წარმომადგენლები რიგგარეშე პროპოციული სისტემით არჩევნების ჩატარებას კვლავ ითხოვენ. ოპოზიცია სამოქმედო გეგმის შესახებ აქციაზე განცხადებას

„გინდათ ბოქლომების ომი? მიიღებთ“ - რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარული სხდომის დარბაზს ბოქლომი დაადო

19 ნოემბერი, 2019 , 19:10

„ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობას პოლიტიკურ ბოიკოტს უცხადებს, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განაცხადა. გოცირიძე ამბობს, რომ &bdqu

თბილისში გაურკვეველი წარმომავლობის ხორცის რეალიზების ფაქტები გამოვლინდა

19 ნოემბერი, 2019 , 18:35

სურსათის ეროვნული სააგენტოსა და თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის კოორდინირებული მუშაობის შედეგად, გლდანში, ე.წ. თიანეთის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, არაორგანიზებული ვაჭრობის პირობებში გაურკვეველი წარმომავლობი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Fuckup Nights გაიმართება

19 ნოემბერი, 2019 , 18:15

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მორიგი Fuckup Nights Tbilisi გაიმართება. ღონისძიება განკუთვნილია მეწარმეებისთვის, ბიზნესმენებისთვის, აღმასრულებელი დირექტორებისთვის, მენეჯერებისთვის. მათთვის, ვისაც სურს ისწავლოს სხვის შეცდ

ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტზე მსოფლიოში უმსხვილესი საინჟინრო ორგანიზაციის წარმომადგენლობა ამოქმედდება

19 ნოემბერი, 2019 , 18:15

საქართველოში დიდი ბრიტანეთის „სამოქალაქო ინჟინერთა ინსტიტუტის“ (ICE) ოფიციალური წარმომადგენლობა გაიხსნება. მსოფლიოს ამ უმსხვილესი საერთაშორისო ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, წარმომადგენლობა საქართველოს ტექნიკუ