უახლესი ამბები
- 19.03.2024 15:40რატომ იცლება ქვეყანა? რა იწვევს ემიგრაციას? გვინდა პასუხი და არა დუმილი და ცინიზმი ხელისუფლების მხრიდან - თინა ბოკუჩავა
- 19.03.2024 15:28`საპატრიარქოს თავისთვის არაფერი უნდა, ეს არის ყველაფერი განათლებისთვის, ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის“ - პროტოპრესვიტერი გიორგი მეუფე ანტონი საპატრიარქოსთვის 35მლნ-ის გამოყოფაზე
- 19.03.2024 15:10„მაგით, რა, ახალ რამეს გავაკეთებთ? ფასები არის ძალიან გაძვირებული, კარგად იცით ეს“ - მეუფე ანტონი საპატრიარქოსთვის 35მლნ-ის გამოყოფაზე
- 19.03.2024 15:04საპატრიარქოსთვის 35 მილიონის გამოყოფა არჩევნებს არ უკავშირდება - ირაკლი კობახიძე
- 19.03.2024 14:58საპატრიარქოსთვის 35 მილიონის გამოყოფა არჩევნებს არ უკავშირდება - ირაკლი კობახიძე
- 19.03.2024 14:38სააკაშვილის მანიპულაციურ განცხადებებზე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ - რატი ბრეგაძე
- 19.03.2024 14:18ტყუის ოცნება, როცა ამბობს, რომ ე.წ. ვეტინგის პროცედურა მოსამართლეთა დანიშვნას გულისხმობს უცხოელების მიერ - ნიკა გვარამია
- 19.03.2024 12:51„კართაგენი უნდა დაინგრეს“, „ნაციონალური მოძრაობა“ კი უნდა გასამართლდეს და გასამართლდება კიდეც - სოზარ სუბარი
- 19.03.2024 12:27ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე
- 19.03.2024 12:18ირაკლი კობახიძე UFC-ის ჩემპიონს, ილია თოფურიას შეხვდა
არქივი
მოზაიკა
ექსპერტებმა აღმოაჩინეს ჭკვიანი სახლის მიტაცების მრავალი ხერხი
„ჭკვიანი სახლის“ სისტემები დაუცველია და არსებობს მათი ხელში ჩაგდების მრავალი ხერხი. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ „კასპერსკის ლაბორატორიის“ ექსპერტები, საკუთარი და სხვა მხარის გამოკვლევებზე დაყრდნობით.
მაგალითად, ჭკვიანი სახლის სისტემა Fibaro საშუალებას აძლევს ნებისმიერს ჩამოტვირთოს და ატვირთოს ღრუბლოვანი სერვერის სარეზერვო ასლების კონტროლერის პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც მართავს ყველა სხვა მოწყობილობას — თერმოსტატებს, ყავის მადუღარებს, უსაფრთხოების სისტემებს. თუ ბოროტმზრახველები გადმოტვირთავენ ღრუბელში შენახულ ყველა სარეზერვო ასლებს, მაშინ ისინი შესძლებენ გამოიცნონ ყველაზე უბრალო და ხშირად განმეორებადი პაროლები.
ადმინისტრატორის პაროლში შეღწევთ, ბოროტმზრახველი სარგებლობს ერთ-ერთი დაუცველობით, რომელიც საშუალებას აძლევს დისტანციურად აკრიბოს კოდი, მიიღოს სიტემის სუპერმომხმარებლის უფლება და გააკეთოს სახლში ყველაფერი, რაც მას მოესურვება.
ამ უფლებების მიღება შეიძლება, აგრეთვე, ბეკაპის მავნე ასლის შექმნით, მისი სერვერზე ატვირთვით და მსხვერპლის „განახლებაზე“ დათანხმებით. ამის გაკეთება შეიძლება Fibaro-საგან შეტყობინების იმიტირებით. „კასპერსკის ლაბორატორიის“ სპეციალისტებმა Fibaro-ს შემქმნელებს შეატყობინეს დაუცველობის შესახებ,რომლებმაც ოპერატიულად გამოასწორეს შეცდომა, ასე რომ შეტევების აღწერილი სცენარი უკვე აღარ მუშაობს.
ჭკვიანი სახლის სისტემა Nest-ში გათვალისწინებულია პარამეტრები დაცვითი სისტემებისათვის და უფრო ნაკლებად დაცული მოწყობილობებისთვის. ამ პარამეტრების რეგისტრაცია ხდება ერთ საცავში, რომელიც მათ სჭირდებათ მუშაობისათვის. ხშირად რომელიმე გამომრთველი ან თერმოსტატი არა თუ კითხულობს მათ მონაცემებს, არამედ შეუძლია მათი შეცვლაც. რამდენიმე მოწყობილობას პლატმორმა Nes-თან ერთად აქვს ნებართვა „სახლში/სახლში არა“ რეჟიმების მართვაზე, მაგალითად, გამომრთველ Kasa-ს. მისი დანართი ამოწმებს სერტიფიკატის ნამდვილობას, თუ ის ნამდვილია საიდუმლოდ ატყობინებს სერვერს იმ ტოკენ-ინფორმაციას, რითაც მან თქვენ ამოგიცნოთ.
დანართი ენდობოდა ნებისმიერ სერტიფიკატს, რომლის ჩვენებაც სერვერისათვის შესაძლებელი იყო, თუ სახლის მფლობელი უკავშირდებოდა საჯარო Wi-Fi-ს და იგივე ქსელში შესვლით, თავდამსხმელი შეიჭრებოდა ჩართვაში და უჩვენებდა მას თავის SSL სერტიფიკატს. ბოროტმზრახველი აუწყებდა გამომრთველს პირდაპირ კაფედან, რომ სახლის პატრონი დაბრუნდა, კამერა შიფრავდა „სახლის“ პარამეტრს და წყვეტდა ჩაწერას, რის შემდეგაც ბოროტმზრახველს ან მის თანამოინახეს შეეძლო სახლში დაუბრკოლებლად შესვლა. Kasa-ს შემქმნელებმა მკვლევართა მიმართვის შემდეგ შეასწორეს შეცდომა.
Philips Hue-ში განათების სისტემების კონტროლისათვის თითოეული პროგრამა სთხოვს მფლობელს ნებართვას, რათა ჩაერთოს ჭკვიან სახლს. ამ ნებართვის გაცემა შეიძლება მართვის ბლოკზე ფიზიკური ღილაკის დაჭერით, რომლითაც Hue-ს მოწყობილობები ურთიერთმოქმედებებში ირთვება. ამ ღილაკის „დაჭერა“ შეუძლია არა თუ მარტო მომხმარებელს, არამედ ... Hue-თან უკვე ჩართულ ყველა პროგრამას. საქმე იმაშია, რომ სისტემის "ტვინი" განსაზღვრავს მუშაობდა თუ არა ღილაკი დანიშნულებისდა მიხედვით კონტროლის ერთეულის ერთ-ერთ პარამეტრზე. სწორედ ამ დანიშნულების შეცვლა შეუძლიათ დანართებს. ასე რომ, პლატფორმაზე დაშვებულ ერთ უმადურ პროგრამას შეუძლია მისცეს სხვებს ნებართვა კონტროლის გარეშე. უფრო მეტიც: ასეთი პარამეტრის დახმარებით შესაძლებელია ადრე მიერთებული კომპონენტების გათიშვაც.
ჭკვიანი სახლის „გატეხის“ რისკის შემცირება შეგიძლიათ, თუ ყურადღებას მიაქცევთ მწარმოებლის რეაგირებას დაუცველობისადმი. თუ კომპანია მთელი პასუხისმგებლობით ეკიდება მკვლევარების მიერ აღმოჩენილ პრობლემას და სწრაფად ასწორებს — ეს კარგი ნიშანია. საჭიროა დროულად დააყენოთ შემქმნელების მიერ გამოცემული ყველა განახლება, ასევე დაიცვათ მოწყობილობები და საკონტროლო პანელები გრძელი უნიკალური პაროლებით, მაშინ თავდამსხმელი ვერ შეძლებს უბრალოდ თქვნი სახლის „გასაღების“ შერჩევას. სათანადოდ უნდა დააკონფიგურიროთ თქვენი სახლის უკაბელო ქსელი, ჩამოტვირთეთ პროგრამები ოფიციალური წყაროებიდან და მიეცით მათ მხოლოდ საჭირო ნებართვები, ასევე საზოგადოებრივი Wi-Fi- თან დაკავშირებისას გამოიყენოთ დაცული უსაფრთხო კავშირი — VPN.