უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

30 იანვარი, 2018 13:00
font-size

ექსპერტიზა ჩატარდება ყველა იმ მეტროსადგურში, სადაც რეაბილიტაცია ბოლო პერიოდში განხორციელდა - მამუკა კობახიძე

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორის, მამუკა კობახიძის განცხადებით, საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, როდის აღდგება მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მუშაობა.

კობახიძემ აღნიშნა, რომ შემოწმდება ყველა მეტროსადგური, სადაც ბოლო პერიოდში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობდა.

„მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, რის შემდეგაც მოხდება მეტროსადგურის დასუფთავება. ამის შემდგომ მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ როდის აღდგება მეტროსადგურის მუშაობა. იგივე კომპანიას აქვს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარებული მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრში“. ექსპერტიზა ჩატარდება, როგორც „ახმეტელის თეატრში“, ისე იმ სადგურებში, სადაც რეაბილიტაცია ბოლო პერიოდში განხორციელდა. აქ იმყოფებიან საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც დაადგენენ, თუ რის გამო მოხდა ეს ფაქტი“, -თქვა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორმა.

დღეს დილით მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ჩამოშლის შედეგად დაშავდა 11 ადამიანი. ისინი სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებული არიან სამაშველო სამსახურები.

მეტროსადგურ „ვარკეთილში“ კომპანია „ყვარელრემმშენმა“ სარეაბილიტაციო სამუშაოები 2017 წლის აგვისტოში დაასრულა, ხოლო სექტემბერში ახალგარემონტებული მეტროსადგური ექსპლუატაციაში შევიდა. თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, ამავე კომპანიამ შეარემონტა „ახმეტელის“ მეტრო, რის გამოც ობიექტის შემოწმება დღესვე მოხდება.

მომხდარის გამო თბილისის მეტრო დროებით „ახმეტელის თეატრიდან“ „300 არაგველამდე“ იმოძრავებს.

დენის დარტყმის შედეგად 4 წლის ბავშვი დაიღუპა

3 აგვისტო, 2020 , 17:40

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავარძეთში 4 წლის ბავშვი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა მოხდა საცხოვრებელი სახლის ეზოში არსებულ დამხმარე სათავსოში, სადაც ბავშვს დენმა სადენებთან შეხები

მთავრობის ადმინისტრაციამ „კოვიდ-19“-ის მართვისა და პანდემიის გავლენის შესახებ კვლევის პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა

3 აგვისტო, 2020 , 17:40

მთავრობის ადმინისტრაციამ საერთაშორისო პარტნიორების და ექსპერტების მონაწილეობით, „კოვიდ-19“-ის მართვისა და პანდემიის გავლენის შესახებ კვლევის პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა. სამუშაო შეხვედრაზე მთავრობის ადმი

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0719 ლარი გახდა

3 აგვისტო, 2020 , 17:20

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0719 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0721 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

“პროცესი დაცლილია პოლიტიკური შემადგენლისგან” - ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო საქართველოს პრეზიდენტის დროშასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

3 აგვისტო, 2020 , 17:20

ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო საქართველოს პრეზიდენტის დროშასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. საბჭოს ინფორმაციით, საქართველოს კანონი „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების“ შესახებ საჯარო დაწესებულებებს ავალდ

ბედნიერი ვარ, რომ მისი ლოცვა-კურთხევა მივიღე - გრიგოლ ვაშაძე

3 აგვისტო, 2020 , 17:20

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე, საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს შეხვდა. „უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მიმიღო, და მე მას ილიაობ

საპატრიარქომ თამარ ბაჩალიაშვილისთვის წესის აგებაზე ოჯახს კურთხევა მისცა

3 აგვისტო, 2020 , 17:10

საპატრიარქომ თამარ ბაჩალიაშვილისთვის წესის აგებაზე ოჯახს კურთხევა მისცა. საპატრიარქოში ბაჩალიაშვილის ოჯახის შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. როგორც ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა განაცხადა, მან შეხვედრაზე მყოფ ს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე