უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

18 ნოემბერი, 2017 15:55
font-size

„ექსპო ჯორჯიაში“ გამოფენა “Start in Georgia“-ს გახსნის ცერემონია გაიმართა

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება - ასეთ საგამოფენო სივრცეში დამწყებ ბიზნესმენებს შესაძლებლობა ეძლევათ, მაქსიმალური ინფორმაცია მიიღონ, თუ რა ხდება სექტორში და რა გამოწვევებია“ - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩერქეზიშვილმა „ექსპო ჯორჯიაში“ გამოფენა “Start in Georgia“-ს გახსნის ცერემონიაზე მედიის წარმომადგენლებს განუცხადა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, გამოფენა „ქართული სტარტაპების ასოციაციისა“ და Start–Business Solutions-ის ორგანიზებით ტარდება და მასში სხვადასხვა ფონდები, პროგრამების წარმომადგენლები, ბანკები, ბიზნესაქსელერატორები, ინკუბატორები და საკონსულტაციო კომპანიები მონაწილეობენ. Start in Georgia“-ს სივრცეში ასევე წარმოდგენილია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროექტები, მათ შორის სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს სტენდები.

„თქვენ იცით, რომ სახელმწიფო სამი მიმართულებით ახორციელებს სტარტაპების ხელშეწყობას. პირველი, ეს არის ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, თავისი სტარტაპების დაფინანსების პროგრამით და უახლოეს მომავალში ველოდებით, რომ გამოვაცხადებთ ახალ საგრანტო კომპონენტს. ასევე არის პროგრამა „აწარმოე საქართველოში,“ რომელსაც აქვს სხვადასხვა მიმართულებების თანადაფინანსების კომპონენტები და აქ არის „საპარტნიორო ფონდი,“ თავისი სტარტაპ პროგრამით, რომელიც ახორციელებს 100 000 ლარამდე დაფინანსებას არამაღალტექნოლოგიური პროექტების კუთხით. დღეს გამოფენაზე წარმოდგენილია ჩვენი სტენდები, სადაც დაინტერესებულ და დამწყებ ბიზნესებს შეუძლიათ სამინისტროს პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღონ“ - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას გიორგი ჩერქეზიშვილმა.

გამოფენის ორგანიზატორების ინფორმაციით, “Start in Georgia“-ს მიზანია ქვეყანაში საერთო სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესება, სტარტაპებისთვის და ბიზნესის დამწყებებისთვის ინფორმაციის ეფექტური მიწოდება, ცნობადობის გაზრდა და მეწარმეობის ინიცირება. მათივე განცხადებით, გამოფენა წაახალისებს დამწყებ მეწარმეებს, რომელთათვის ბიზნესის დასაწყებად მსგავსი ხელშეწყობა მნიშვნელოვანი სტიმულია, რაც საბოლოოდ საზოგადოებრივ კეთილდღეობას და მდგრად ეკონომიკურ განვითარებას განაპირობებს.

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

18 მარტი, 2024 , 13:04

მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურების მიხედვით, ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის

იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა ხუთი პროცენტით შემცირდა - საქსტატი

13 მარტი, 2024 , 13:09

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 941.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის

2023 წელს, წინა წელთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 24 პროცენტით შემცირდა - საქსტატი

11 მარტი, 2024 , 12:03

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წელს 1 594.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 24.0 პროცენტით ნაკლებია 2022 წლის დაზუსტებულ მ

შუა დერეფანი სრულად თუ განვითარდება, არსებობს ეკონომიკური განვითარების უზარმაზარი პოტენციალი - როლანდ პრაისი

27 თებერვალი, 2024 , 12:41

შუა დერეფანი სრულად თუ განვითარდება, არსებობს ეკონომიკური განვითარების უზარმაზარი პოტენციალი, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, როლანდ პრაისმა შუა დერეფნის პოტენციალის ათვისები

ეკონომიკის ოლიმპიადაზე რეგისტრაცია დაიწყო - პროექტის მხარდამჭერია „საქართველოს ბანკი“

21 თებერვალი, 2024 , 12:57

საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივის (GELi) ორგანიზებით და „საქართველოს ბანკის“ მხარდამჭერით, ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური ეკონომიკის რიგით მეორე ოლიმპიადა გაიმართება. „საქართველოს ბანკი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი