უკან
უახლესი ამბები
არქივი
რეგიონები
29 დეკემბერი, 2018 12:00
ექსპორტირებულია 26 000 ტონა მანდარინი - ლევან დავითაშვილმა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრა გამართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ციტრუსის სეზონის მიმდინარეობასთან დაკავშირებული საკითხები აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ტიტე აროშიძესთან ერთად განიხილა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, აჭარაში ნარინჯისფერი რთველი ორგანიზებულად მიმდინარეობს; ექსპორტირებულია 26 000 ტონა მანდარინი, რაც 6 000 ტონით აღემატება გასული წლის მონაცემს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე აჭარაში სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით დაგეგმილ მიზნობრივ პროგრამებზეც იმსჯელეს..
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ექსტენციის განვითარების და თანამედროვე აგროტექნოლოგიების დანერგვის მნიშვნელობის საკითხებს.