უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
საზოგადოება
ექსტრემალურ ხტომას ორი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა 16.07.2012 11:47

ექსტრემალურ ხტომას თბილისში, ორი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა.

23 წლის მარიამ ყანდაშვილი და 25 წლის გოგა გოლეთიანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მდებარე ხიდიდან გადახტნენ.

სპორტულ სამყაროში, სპორტის ამ სახეობას ე.წ. ,,ბანჯი ჯამფინგს” უწოდებენ.

წინასწარი ინფორმაციით, უბედური შემთხვევა ჯერ მთავარი, შემდეგ კი დამცავი თოკის გაწყვეტამ გამოიწვია.

ტრაგედიამდე ,,ბანჯი ჯამპინგში” შეჯიბრი იმართებოდა. ახალგაზრდები ბოლოები იყვნენ, რომლებიც ხიდიდან ერთი თოკით გადახტნენ.

უქმე დღესთან დაკავშირებით მათ სპეციალური ფასით ისარგებლეს და ორნი ერთად, ერთი ჯამფინგის ფასად გადახტნენ.

,,ჯამფერების” ხტომა დედაქალაქში, საკმაოდ გავრცელებული ექსტრემალური სპორტია.

მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცავებმა გამოძიება უკვე დაიწყეს.

გვიან ღამემდე ინსრუქტორებისა და ექსტრემალური სპორტის წარმომადგენელთა დაკითხვა მიმდინარეობდა.

ხიდიდან ხტომას ორგანიზებას ,,Extreme Team” უკეთებს. კომპანია დიდი დიღმის მესამე მიკრორაიონში რეგისტრირდება, რომელიც მთამსვლელ ბიძინა გუჯაბიძის ვაჟის, ირაკლი გუჯაბიძის ბინაა. სწორედ მათ ეკუთვნით კომპანია, რომელიც მსგავსი სახის ღონისძიებებს ატარებს. გუჯაბიძეებმა პოლიციის შენობა უკომენტაროდ დატოვეს. კომპანია აცხადებს რომ ყველა საჭირო მოწყობილობა ოფიციალური დილერებისაგან აქვთ შეძენილი, რომლებიც ბაზარზე 10 წელზე მეტია მუშაობენ.