უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

28 სექტემბერი, 2017 10:30
font-size

ერაყელ ქურთთა 92.73%-მა რეგიონის დამოუკიდებლობას მხარი დაუჭირა

ერაყული ქურთისტანის მოსახლეობის 92.73%-მა მხარი დაუჭირა ავტონომიური ოლქის დამოუკიდებლობას. ამის შესახებ ადგილობრივმა საარჩევნო კომისიამ ოთხშაბათს გამოაცხადა.

25 სექტემბერს გამართულ რეფერენდუმში 3.3 მილიონამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მისი მთავარი კითხვა იყო „ემხრობით თუ არა, რომ ქურთისტანის რეგიონი და ქურთისტანის ტერიტორიები ადმინისტრაციის კონტროლს გარეთ გახდეს დამოუკიდებელი სახელმწიფო?“.

დაითვალა დიასპორისგან მიღებული ელექტრონული ხმები.

კომისიის თავმჯდომარემ, ჰანდრენ მოჰამედმა განაცხადა, რომ პროცესმა წარმატებულად ჩაიარა. მისივე თქმით, ამას ადასტურებენ საერთაშორისო დამკვირვებლებიც.

მოჰამედის ინფორმაციით, შედეგებს საბოლოოდ დაამტკიცებს ქურთისტანის სააპელაციო სასამართლო.

რეგიონის ცენტრალური ტელეარხი „Rudaw“-ის ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობამ უშუალოდ ქურთისტანსა და მის დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე 72% შეადგინა.

ანა მებურიშვილი

გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოს სააპელაციო პალატის თავმჯდომარედ აირჩიეს

11 აპრილი, 2024 , 13:17

მოსამართლე გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უმაღლესი სტრუქტურული ერთეულის - ბოლო ინსტანციის, სააპელაციო პალატის პრეზიდენტად აირჩიეს. აღნიშნული ინფორმაცია სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზ

დათვლილია ბიულეტენების 98.02% - ვლადიმერ პუტინი 87.34%-ით ლიდერობს - რუსეთის ცესკო

18 მარტი, 2024 , 09:10

რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 87.34%-ით მოქმედი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ლიდერობს, დათვლილია ბიულეტენების 98.02%, - ამის შესახებ რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა. რაც შეეხება დ

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

15 მარტი, 2024 , 08:37

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა. ხმის მიცემა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ამომრჩევლებს ხმის მიცემა შეუძლიათ, როგორც ადგილზე, ასევე ელექტრონულად

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა

13 მარტი, 2024 , 13:59

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა. უარის მიზეზის დასადგენად კეზერაშვილმა სასამართლო დავა დაიწყო და საჩივარი კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში შეიტანა.

მადლობა ღმერთს, საქართველო ნორმალურ ურთიერთობებს ამყარებს რუსეთთან და ჩვენთან - ალექსანდრ ლუკაშენკო

26 თებერვალი, 2024 , 13:22

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო კმაყოფილებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს რუსეთთან და ბელარუსთან "ნორმალური ურთიერთობები“ აქვს.  „მადლობა ღმერთს, (საქართველო) ნორმალურ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა

24 თებერვალი, 2024 , 12:55

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინაში მიმდინარე ომის ორი წლისთავთან დაკავშირებით კიევში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. „კიევში უკრაინასთან რუსეთის ომის მეორე წლისთავთან დაკავშ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი