უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

29 ნოემბერი, 2019 16:55
font-size

ერაყში ანტისამთავრობო გამოსვლებისას 60-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ერაყში უკანასკნელი დღე-ღამის ანტისამთავრობო გამოსვლებისას 60-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მათი უმრავლესობა მშვიდობიანი დემონსტრანტები არიან. ამის შესახებ როიტერსი იტყობინება მედიკოსებსა და პოლიციის წარმომადგენლებზე დაყრდნობით.

ქალაქ ელ-ნასირიაში პოლიციამ საბრძოლო ვაზნებით გაუხსნა ცეცხლი საპროტესტო აქციის მონაწილეებს, რომლებიც პოლიციის პოსტის ბლოკირებას ცდილობდნენ. დაიღუპა 46 ადამიანი. 12 ადამიანი დაიღუპა ქალაქ ნაჯაფში, სადაც მანიფესტანტებმა ცეცხლი წაუკიდეს ირანის საკონსულოს. კიდევ ოთხი დაიღუპა პოლიციასთან შეტაკებებში დედაქალაქ ბაღდადში, პარლამენტის შენობასთან.
ერთკვირიანი არეულობის განმავლობაში დაღუპულთა რიცხვმა, სულ მცირე, 408-ს მიაღწია. თუმცა ხელისუფლება აცხადებს, რომ დემონსტრაციებში, რომლებიც თითქმის ორ თვეს გრძელდება, ასამდე ადამიანია დაღუპული.

ერაყში ანტისამთავრობო დემონსტრაციები ოქტომბრის დამდეგს დაიწყო. ბაღდადისა და ქვეყნის სამხრეთში მდებარე ქალაქების მოსახლეობა გამოდის კორუფციის, უმუშევრობის, უცხოეთის ჩარევისა და მთავრობის გადადგომის მოთხოვნით. არეულობების პერიოდში დაშავდა, სულ მცირე, 15 ათასი ადამიანი.

ერაყის პრემიერ-მინისტრმა ადილ აბდულ-მაჰდიმ ადრე პირობა დადო, რომ მთავრობაში ცვლილებები მოხდება და რომ რეფორმები გატარდება სოციალურ სფეროში. მაგრამ დემონსტრანტები მთელი მთავრობის გადადგომას ითხოვენ.

პარასკევს ერაყის უზენაესმა შიიტმა ლიდერმა, აიათოლა ალი სისტანიმ დაგმო მომიტინგეთა დაშლის მკაცრი მეთოდები.

პოლონეთის საშობაო ბაზრობებზე ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა

10 დეკემბერი, 2019 , 15:40

პოლონეთში, საშობაო ბაზრობებზე, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია „ვინისფერას“ ორგანიზებით, ქართული ღვინის წარდგენა კამპანიის - „შეიცანი საქართველო“ ფარგლებში მიმდინარეობს

ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის პარლამენტი დაითხოვა

5 დეკემბერი, 2019 , 17:38

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ქვეყნის პარლამენტი დაითხოვა. ალიევმა აზერბაიჯანის საკანონმდებლო ორგანოს რიგგარეშე არჩევნები 2020 წლის 9 თებერვალს დანიშნა. „ვხელმძღვანელობ აზერბაიჯანის კონსტიტუციის 98.1 მუხლ

“რუსეთის ფედერაციის გამო დღეს მსოფლიო საშიში და ნაკლებად თავისუფალია“ - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის წარმომადგენლებმა და სენატორებმა საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს

4 დეკემბერი, 2019 , 10:55

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში 3 დეკემბერს გაიმართა მოსმენა „რუსეთისადმი აშშ-ის პოლიტიკის მომავალი“, რომელზეც სენატორების წინაშე წარდგნენ პოლიტიკურ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე

აზიის განვითარების ბანკის ახალ პრეზიდენტად მასაცუგუ ასაკავა აირჩიეს

2 დეკემბერი, 2019 , 17:05

აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტად ბანკის მმართველთა საბჭომ ერთხმად მასაცუგუ ასაკავა აირჩია. ამის შესახებ „მედიანიუსს“ აზიის განვითარების ბანკიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, 61 წლის მასაცუგუ ასაკავას

უკრაინელ ი დეპუტატის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს, რასაც მისი სამი წლის შვილი ემსხვერპლა

2 დეკემბერი, 2019 , 10:20

კიევის ცენტრში უკრაინელ დეპუტატ ვიაჩესლავ სობოლოვს ცეცხლი გაუხსნეს. სროლის შედეგად დეპუტატის სამი წლის შვილი დაიღუპა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. ვიაჩესლავ სობოლოვი კიევის საოლქო საბჭოს წევრია.

$ 4 348 400 000 - აშშ-ის ფინანსური დახმარება საქართველოს, 28 წლის განმავლობაში

29 ნოემბერი, 2019 , 17:25

$4 348 400 000 (ოთხი მილიარდ სამასორმოცდარვა მილიონ ოთხასი ათასი) - ეს არის ფინანსური დახმარების ოდენობა, რომელიც საქართველომ აშშ-გან 28 წლის განმავლობაში მიიღო. 1992 წლიდან 2020 წლის ჩათვლით, დახმარების სახით, სხვადასხვ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`