ერევანში პოლიციის სამმართველოს შენობაში ვითარება არ შეცვლილა

ერევნის პოლიციის სამმართველოში 26 შეიარაღებული პირი ამ დრომდე რჩება.

სომხური მედიის ინფორმაციით, მათი მხარდასაჭერად გამართული აქციის დროს დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით, ერევანში თავისუფლების მოედანზე აქცია გაიმართა.

დემონსტრაციის მონაწილეებმა მოგვიანებით პოლიციის სამმართველოსთან გადაინაცვლეს, თუმცა პოლიციამ ისინი ტერიტორიაზე არ შეუშვა და უკან გააბრუნა. ამის შემდეგ დემონსტრანტებმა მჯდომარე აქცია გამართეს.

შეიარაღებულ პირებს ამ დრომდე 4 მძევალი ჰყავთ. გუშინ 2 მძევალის გათავისუფლება მოხერხდა.

თავდამსხმებელების მოთხოვნები უცვლელია. ისინი სომხეთის მთავრობის გადადგომას და 20 ივნისს დაკავებულის გათავისულებას ითხოვენ.

მონიკა დავლიანიძე