ერევანში პოლიციის შენობაში გამაგრებულმა თავდამსხმელთა ჯგუფმა მძევლად ექიმები აიყვანა

ერევნის პოლიციის შენობაში გამაგრებულმა თავმდამსხმელთა ჯგუფმა მძევლად სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმები აიყვანა.

ამის შესახებ მედიას ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენელმა აშოტ აგარონიანმა განუცხადა.

მისი თქმით, სასწრაფო დახმარების ბრიგადა შეიარაღებული ჯგუფის ორი დაჭრილი წევრის დასახმარებლად მივიდა, რა დროსაც ისინი მძევლად აიყვანეს.

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მძევლად ოთხი ექიმია აყვანილი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საღამოს განყოფილების მიმდებარედ ორმხრივი სროლა მოხდა, შედეგად დაიჭრა პოლიციელი და შეარაღებული ჯგუფის ორი წევრი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ერევანში მდებარე პოლიციის განყოფილების შენობაში შეიარაღებული პირები უკვე 10 დღეა იმყოფებიან. ისინი ოპოზიციონერი აქტივისტის, ჟირაირ სეფილიანის გათავისუფლებას, ასევე სომხეთის პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ.