კონფლიქტის ზონა


ერგნეთის მიმდებარე ტერიტორიიდან ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ ერგნეთის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.
"რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე.
აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული “ცხელი ხაზი”. ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.
ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას,"- წერს სუსი.
ცნობისთვის, ბოლო ოთხ დღეში, საოკუპაციო ხაზიდან გატაცების ეს უკვე მეოთხე შემთხვევაა.
გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო
8 ივნისი, 2023 , 14:02

ოკუპანტებმა ახალგორის სოფელ ახმაჯის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს - სუს
7 ივნისი, 2023 , 13:50

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სოფელ ერგნეთის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს
15 მაისი, 2023 , 17:51

გორის მუნიციპალიტეტის, სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ საოკუპაციო ძალებმა საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს - სუსი
11 მაისი, 2023 , 17:44

სუს-ი საგანგებო განცხადებას ავრცელებს
6 მაისი, 2023 , 11:38

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ დვანის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური
30 აპრილი, 2023 , 14:42