უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

15 სექტემბერი, 2017 17:10
font-size

ერგნეთის სკოლის მოსწავლეებს სწავლის დაწყება მინისტრებმა მიულოცეს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა სოფელ ერგნეთის სკოლის მასწავლებლებს, მოსწავლეებს და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.

„მინდა, ეს დღეს განსაკუთრებულად მივულოცო ერგნეთის სკოლის მოსწავლეებს და ყველა იმ სოფლის მოსწავლეებს, რომლებიც მდებარეობს მავთულხლართებთან, საოკუპაციო ხაზებთან ახლოს. ამ სოფლებში მასწავლებლებს და მშობლებს ძალიან რთული გამოწვევების პირისპირ უწევთ ცხოვრება და მიუხედავად ამისა, ისინი მთელი მონდომებით ზრდიან ძალიან კარგ, ნიჭიერ ახალგაზრდებს“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

სახელმწიფო მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ გამყოფი ხაზების მიმდებარე სოფლების განვითარება ხელისუფლებისთვის პრიორიტეტია. მისი განცხადებით: „სპეციალური კომისიის ფარგლებში ბოლო წლებში აქტიურად ვმუშაობთ და მომავალში აუცილებლად გავაგრძელებთ ამ რეგიონების დახმარებას, მათი განვითარების ხელშეწყობას, რადგან განვითარება, კეთილდღეობა, უკეთესი განათლება არის ჩვენი პასუხი დღეს მავთულხლართების და საოკუპაციო პოლიტიკაზე. ჩვენ არანაკლებ გვადარდებს იმ ადამიანების ბედი, ვინც ცხოვრობს მავთულხლართების მიღმა ძალიან რთულ პირობებში და ჩვენი ამოცანაა, რომ ჩვენი განვითარების, პროგრესის სარგებელი გავუზიაროთ ასევე ამ ადამიანებს, მათთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ ყველა სერვისი, რომლითაც სარგებლობენ საქართველოს დანარჩენი მოქალაქეები და მავთულხლართების მიუხედავად ჩვენ გავდოთ ხიდები. ეს არის ჩვენი მშვიდობიანი, უკეთესი მომავლის წინაპირობა“.

ქეთევან ციხელაშვილმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზეც ისაუბრა.

„მინდა, დღეს განსაკუთრებით მოვეფერო იმ პატარებს, რომლებიც ცხოვრობენ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ასევე, განსაკუთრებით აღვნიშნავ გალის და ახალგორის რაიონების მოსახლეობას, რადგან სამწუხაროდ, არსებული რეჟიმის პირობებში მათ დღეს არ ეძლევათ საშუალება მშობლიურ ენაზე მიიღონ განათლება. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ყველა ძალისხმევას მათი ეს ფუნდამენტური უფლება იქნას დაცული და შეძლონ მშობლიურ ენაზე სწავლა, მშვიდობიან, უსაფრთხო გარემოში ცხოვრება, რაც მომავალში არის საწინდარი იმისა, რომ მშვიდობიანი, შერიგების პოლიტიკით მივაღწიოთ მიზანს. ეს არის ერთიან, განვითარებულ, მშვიდობიან ქვეყანაში თანაცხოვრება, სადაც ყველა მოქალაქის, ყველა ბავშვის, ახალგაზრდის უფლება არის დაცული, განურჩევლად მისი ეთნიკური წარმომავლობისა“,-აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.

ახალი სასწავლო წელი ერგნეთის სკოლის მოსწავლეებს და მასწავლებლებს ტარიელ ხეჩიკაშვილმაც მიულოცა და ახალგაზრდების მხრიდან სპორტით დაინტერესების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მე განსაკუთრებით მახარებს ის გარემოება, რომ თქვენ ხართ სპორტით დაინტერესებული. ზაფხულში, როცა მე თქვენთან ერთად დავესწარი ფეხბურთის მატჩს, შეგპირდით, რომ ერგნეთში იქნებოდა სტადიონი, და ეს სტადიონი უკვე არის. უფრო მეტიც, შიდა ქართლის მატჩები სწორედ ამ სტადიონზე იმართება. იცით, რომ განათლების რეფორმის ფარგლებში, საქართველოს მთავრობამ დაიწყო ჯანსაღი ცხოვრების აქტუალიზაცია და აიღეო ვალდებულება, რომ ყველა მოსწავლე იქნება ჩართული სხვადასხვა ჯანსაღ ფიზიკურ აქტივობაში», - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

მინისტრებმა სკოლას და მოსწავლეებს საჩუქრად სასკოლო ნივთები და სპორტული ინვენტარი გადასცეს. მათ ერგნეთის განახლებული საფეხბურთო მოედანიც დაათვალიერეს.

სოფელ ჩორჩანასთან, ტყეში საოკუპაციო ძალებმა უკანონო ინსტალაციები აღმართეს - სუს-ი

30 მაისი, 2020 , 16:50

სოფელ ჩორჩანასთან ტყეში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონო ინსტალაციები აღმართეს, პროვოკაციული ქმედების თითოეულ ფაქტზე ხორციელდება რეაგირება ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტის ამოქმედებით, – ამის შესახებ საქართველო

ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის უკანონო ნაბიჯებთან დაკავშირებით იმსჯელეს

29 მაისი, 2020 , 12:54

28 მაისს გაიმართა ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომა, სადაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის უკანონო ქმედებებზე იმსჯელეს.  ქართულმა მხარემ მუდმივი საბჭოს წევრებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ბოლო ორი თვის განმავლო

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების - წითელუბნისა და ხურვალეთის სკოლების ყველა მოსწავლეს საჩუქრად პლანშეტები გადაეცა

25 მაისი, 2020 , 15:32

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკა დგებუაძე და კომპანია „გლობალ სელის“ საქართველოს დირექტორი გიორგი მადუაშვილი, ადგილობრივი

ოკუპირებული რეგიონიდან გადმოყვანისას პაციენტი გზაში გარდაიცვალა

20 მაისი, 2020 , 14:25

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოყვანისას, გზაში გარდაიცვალა 63 წლის ახალგორელი ჯუმბერ მილაძე. რადიო „თავისუფლების“ ინფორმაციით, მისი ჯა

სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე უკანონო ბორდერიზაციის პროცესი გრძელდება

20 მაისი, 2020 , 14:12

ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩის და სოფელ განმუხურის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელდა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, შეიცვალა ადრე არსე

ფახულანისა და საბერიოს მონაკვეთზე საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია ხორციელდება - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

16 მაისი, 2020 , 17:36

ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, სოფელ ფახულანისა და სოფელ საბერიოს მონაკვეთზე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია ხორციელდება, კერძოდ ხდება ადრე უკანონოდ გავლებული მავთულხლართები

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!