უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

21 ივლისი, 2020 12:36
font-size

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრა 30 ივლისს ჩაინიშნა

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრა 30 ივლისს ჩაინიშნა. ამის შესახებ ერგნეთის შეხვედრების თანათავმჯდომარეების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

„ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ერგნეთის შეხვედრების თანათავმჯდომარეები, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ელჩი მარეკ შჩიგელი და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, ელჩი რუდოლფ მიხალკა ხაზს უსვამენ დიალოგის მნიშვნელობას დაძაბულობის შესამცირებლად და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ ინციდენტების პრევენციისთვის.

გასული კვირების განმავლობაში, თანათავმჯდომარეებმა გამართეს ინტენსიური კონსულტაციები, ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრების ფორმატის განახლებისათვის შესაძლებლობის გამონახვისთვის.

ამ კონტექსტში, თანათავმჯდომარეები მიესალმებიან ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრების მონაწილეთა ბოლოდროინდელ განცხადებებს, ამ ფორმატში დიალოგის განახლების სურვილის შესახებ. ისინი ასევე აღნიშნავენ მონაწილეთა მიერ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართვადი ცხელი ხაზის აქტიურ გამოყენებას.

აქედან გამომდინარე, თანათავმჯდომარეებმა დაიწყეს მზადება ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების 96-ე შეხვედრის 30 ივლისს ჩასატარებლად“,- აღნიშნულია განცხადებაში.

რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია

24 სექტემბერი, 2020 , 16:50

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრის მიმდინარეობის დროს, რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია. არსებული ინფორმაციით, რუსულმა ვერტმფრენმა ოკუპირებულ

ჩქარობს კრემლი. იციან, რამდენიმე კვირაში მათი სატელიტი ივანიშვილის რეჟიმი დამთავრდება - შალვა ნათელაშვილი

19 სექტემბერი, 2020 , 16:40

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოფელ ნიქოზში იმყოფებოდა, სადაც რუსული ოკუპაცია გააპროტესტა. „ჩქარობს კრემლი. იციან, რამდენიმე კვირაში მათი სატელიტი ივანიშვილის რეჟიმი დამთავრდება და ისი

ნატო ჩხეიძე: ომიც რა არის ამაზე მეტი

15 სექტემბერი, 2020 , 17:30

„ომი არ ყოფილა ჩვენს დროსო, ბრიყვული მედიდურობით რომ აცხადებენ ეს ჩვენი პრემიერები და მინისტრები, ომიც რა არის ამაზე მეტი“, - ამის შესახებ წერს სოციალურ ქსელში პარლამენტარი, მოძრაობა „სახელმჭიფო ხალხისთ

სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის მორიგი ფაქტი განხორციელდა - სუს-ი

12 სექტემბერი, 2020 , 17:06

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის მორიგი ფაქტი განხორციელდა. აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა &bdq

დიდი ბრიტანეთი საქართველოს ოკუპაციის დასრულებაში დაეხმარება - ვენდი მორტონი

10 სექტემბერი, 2020 , 11:50

ვენდი მორტონმა "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე საქართველოსთვის 2 მილიონი ფუნტი სტერლინგის გამოყოფის შესახებ დაწერა. დიდი ბრიტანეთის ევროპული სამეზობლოს და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თქმით, ეს თანხა რუსეთის მხრ

კარლ ჰარცელი - მოვუწოდებთ დე ფაქტო ხელისუფლებას, იფიქროს ჰუმანიტარულ პრობლემებზე და ოძისის გამშვები პუნქტი გახსნას

4 სექტემბერი, 2020 , 15:40

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, ერთი წელი გადის, რაც ოძისის გამშვები პუნქტი ჩაკეტილია. ელჩის თქმით, აღნიშნული ფაქტი მიუღებელია, უარესდება ადგილზე ჰუმანიტარული ვითარება, რაც შეშფოთებას იწვევს.

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

მიძინება ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა მარიამისა. მარიამობა.