უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

27 ივნისი, 2022 15:52
font-size

უჩა მამაცაშვილის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს

ბიზნესმენ უჩა მამაცაშვილის ადვოკატის, ამირან გიგუაშვილის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება მედიით გავრცელებული ინფორმაცია ბათუმის პორტში რუსული სანქცირებული საწვავით დატვირთული ტანკერის შესახებ, რომლესაც ამავე ინფორმაციის თანახმად, ამ ტვირთის ტრანზიტს რუსეთიდან ევროპაში, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირები, მათ შორის უჩა მამაცაშვილი მფარველობს.

„გუშინ, 26 ივნისს, ტელეკომპანია „მთავარი“-ს საინფორმაციო გამოშვებაში, გავიდა სიუჟეტი, რომლითაც ჟურნალისტმა საზოგადოებას მიაწოდა მისი განცხადებით, სენსაციური ინფორმაცია ბათუმის პორტში რუსული სანქცირებული საწვავით დატვირთული ტანკერის შესახებ. სიუჟეტში, ჟურნალისტმა გამოთქვა მისი განცხადებით, ინკოგნიტო წყაროს ვარაუდი, რომ ამ ტვირთის ტრანზიტს რუსეთის ფედერაციიდან ევროპაში, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირები, მათ შორის უჩა მამაცაშვილი მფარველობს.

გვსურს, კატეგორიულად განვაცხადოთ, რომ ტელეკომპანია „მთავარის“ ეს ცალმხრივი, ყოველგვარი ჟურნალისტური სტანდარტის და ეთიკის კოდექსის ნორმების დარღვევით მომზადებული სიუჟეტი არის მორიგი ფეიკი და ცილისწამება მიმართული ბატონი უჩა მამაცაშვილის მიმართ. არ არსებობს არც ერთი დოკუმენტი, მტკიცებულება ან თუნდაც ირიბი დადასტურება, რომ ბატონი უჩა მამაცაშვილი რაიმე სახით არის დაკავშირებული ამ ტვირთთან და ზოგადად საზღვაო გადაზიდვებთან.

გვსურს მივმართოთ ყველა მედია საშუალებას, რომ სიუჟეტის მომზადებისას გადაამოწმონ ინფორმაცია კომპეტენტური წყაროს მეშვეობით, პირველ რიგში კი ჩვენთან, რისთვისაც მზად ვართ ნებისმიერ დროს მივაწოდოთ მათ ჩვენს ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია, რათა მომავალში თავიდან იქნეს აცილებული საზოგადოების მიზანმიმართულად თუ უნებლიედ შეცდომაში შეყვანა“, - აცხადებს უჩა მამაცაშვილის ადვოკატი, ამირან გიგუაშვილი.

ყოვლად მიუღებელი და უკანონოა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება - სალომე ზურაბიშვილი

18 მარტი, 2024 , 17:18

ყოვლად მიუღებელი და უკანონოა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებაშია ნათქვამი. ზურაბიშვილი მი

არავინ არის გატაცებული, ნუ შეგყავთ ჩვენი მოქალაქეები შეცდომაში - ილია დარჩიაშვილი მექსიკის საზღვართან საქართველოს მოქალაქეების გატაცებაზე

18 მარტი, 2024 , 14:38

არავინ არ არის გატაცებული! ნუ შეგყავთ ჩვენი მოქალაქეები შეცდომაში! - ასე უპასუხა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც მექსიკაში საქართველოს მოქალაქეების სავა

მექსიკის ნარკოკარტელების სარდაფში მყოფი ქართველები მთლიანად არის ივანიშვილის სინდისზე - მიხეილ სააკაშვილი

18 მარტი, 2024 , 13:41

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე ნარკოკარტელის ტყვეობაში მყოფ ქართველებზე საუბრობს და ამბობს, რომ ისინი "ივანიშვილის სინდისზე არიან".  "მე ვნახე მექსიკის ნარკოკარტელების სარდაფში მჯდომი ქართველები

სალომე ზურაბიშვილს ძალიან ეშლება ტერმინებშიც და საქციელშიც - გია ვოლსკი

15 მარტი, 2024 , 15:59

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი საქართველოს პრეზიდენტს ურჩევს, ბოლშევიზმზე მან ნაკლებად ისაუბროს. “საერთოდ, სალომე ზურაბიშვილის ადგილზე ბოლშევიზმზე ნაკლებად ვისაუბრებდი. შეიძლება შენ თავს დაარქვა ბოლშევიზმის წ

სიღარიბის რეკლამირება, საკუთარი ხალხის და ქვეყნის ასეთი მტრობა არის ამაზრზენი - ბექა ოდიშარია

15 მარტი, 2024 , 11:53

სიღარიბის რეკლამირება, საკუთარი ხალხის და ქვეყნის ასეთი მტრობა არის ამაზრზენი  - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ ფასების ზრდასთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" კამპა

გუშინ მერი დასცინოდა ყველას, ვისაც საწვავის გაძვირება აწუხებს და დღეს გამოაცხადა ფასები ევროპაში ნახეთო - ლევან ხაბეიშვილი

14 მარტი, 2024 , 16:47

გუშინ მერმა დასცინა საქართველოს მოსახლეობას, ვისაც საწვავის გაძვირება აწუხებს, დღეს კი მოგვიწოდა ევროპის ფასები ნახეთო, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაც

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი