უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

4 ნოემბერი, 2021 07:55
font-size

დღის კალენდარი - 4 ნოემბერი

წლის 309-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 57 დღე.

საეკლესიო კალენდარი

მოციქულთა სწორისა ამბერკისა, იერაპოლელი ეპისკოპოსისა, სასწაულმოქმედისა (დაახლ. 167). შვიდთა ყრმათა ეფესელთა: მაქსიმილიანესი, იამბლიქესი, მარტინიანესი, დიონისესი, ანტონინესი, კონსტანტინესი (ექსაკუსტოდიანესი) და იოანესი (დაახლ. 250; 408-450); მოწამეთა: ალექსანდრე ეპისკოპოსისა, ირაკლი მხედრისა და ოთხთა დედათა: ანასი, ელისაბედისა, თეოდოტიასი და გლიკერიასი (II-III). დღესასწაული ყაზანის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატისა.

დაიბადნენ:

1575 – გვიდო რენი, იტალიელი ფერმწერი.

1812 – ნინო ჭავჭავაძე, პოეტ ალექსანდრე ჭავჭავაძის ქალიშვილი და ცნობილი რუსი მწერლისა და დიპლომატის ალექსანდრ გრიბოედოვის მეუღლე.

1942 – ჟიგმონდ მორიცი, უნგრელი მწერალი.

გარდაიცვალნენ:

1919 – სოფია ტოლსტაია, ცნობილი რუსი მწერლის ლევ ტოლსტოის მეუღლე.

1924 – გაბრიელ ფორე, ფრანგი კომპოზიტორი.

2001 – ილია ანთელავა, საქართველოს ისტორიის თვალსაჩინო მკვლევარი.

მოვლენები:

1493 წელი – ქრისტეფორე კოლუმბის ექსპედიციამ კუნძული გვადელუპა აღმოაჩინა.

1838 წელი – სტენდალმა დაიწყო თავისი ცნობილი რომანის „პარმის სავანის“ წერა, რომელიც შვიდ კვირაში დაამთავრა.

1848 წელი – საფრანგეთის დამფუძნებელმა კრებამ მიიღო საფრანგეთის მეორე რესპუბლიკის კონსტიტუცია.

1853 წელი – თურქეთმა ომი გამოუცხადა რუსეთს.

1879 წელი – ჯეიდს რიტიმ დააპატენტა პირველი საკასო აპარატი, რათა ბოლო მოეღო ბარმენთა ქურდობისათვის თავის მაღაზიაში ოჰაიოს შტატის პატარა ქალაქ დეიტონში.

1890 წელი – ლონდონში გაიხსნა მსოფლიოში პირველი მიწისქვეშა ტრანსპორტი — მეტრო.

1922 წელი – ინგლისელმა არქეოლოგმა ჰოვარდ კარტერმა აღმოაჩინა ფარაონ ტუტანჰამონის აკლდამა.

1946 წელი – პარიზში დაარსდა იუნესკო — გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერების და კულტურის ორგანიზაცია.

1956 წელი – საბჭოთა ჯარები შეიჭრნენ ბუდაპეშტში. დაუზუსტებელი მონაცემებით, დაიღუპა 25 ათასი უნგრელი და 7 ათასი საბჭოთა ჯარისკაცი.

1970 წელი – საბჭოთა კავშირში დაარსდა ადამიანის უფლებათა კომიტეტი, რომლის წესდებას ხელი მოაწერეს აკადემიკოსმა ანდრეი სახაროვმა, ანდრეი ტვერდოხლებოვმა და ვალერი ჭალიძემ.

1980 წელი – აშშ-ში პრეზიდენტის არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა რესპუბლიკელმა რონალდ რეიგანმა.

ღირსსახსოვარი დღეები:

ტონგა — კონსტიტუციის დღე.

პანამა — დროშის დღე.

აშშ – უილ როჯერსის დღე.

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი