უკან

საზოგადოება

18 ოქტომბერი, 2018 16:45
font-size

ეროვნულ არქივს აუდიოწიგნები შეემატა

საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის ცენტრმა საქართველოს ეროვნულ არქივს დღეს აუდიოწიგნების არქივი გადასცა.

1600-ზე მეტ მაგნიტურ ფირსა და 5800-ზე მეტ აუდიოკასეტაზე 1950-80-იან წლებში ჩაწერილია ქართველი და უცხოელი ავტორების 1000-ზე მეტი ნაწარმოები, ასევე ზღაპრები და სიმღერები.

ჩანაწერებს შორისაა: მიხეილ ჯავახიშვილის „თეთრი საყელო“; ვასილ ბარნოვის „ტრფობა წამებული“; ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხია“; ნოდარ დუმბაძის „თეთრი ბაირაღები“; თამაზ ჭეიშვილის „ხუთი ოლიმპიელი“; ონორე დე ბალზაკის „გამქრალი ოცნებანი“, რადიარდ კიპლინგის „მაუგლი“ და სხვა. ტექსტებს კითხულობენ ცნობილი მსახიობები და დიქტორები: გიზო სიხარულიძე, ზაზა ლებანიძე, გივი ჩუგუაშვილი, დავით დვალიშვილი, იზა დავითაშვილი, გოგი ხარაბაძე, ჯემალ მონიავა, ლეო ანთაძე, თინა მგალობლიშვილი, და სხვები.

აუდიოწიგნები ეროვნულ არქივს უსინათლოთა კავშირის კულტურის ცენტრის დირექტორმა ცირა ვეფხვაძემ პირადად გადასცა. მისი თქმით, ჩანაწერებს ამ ფორმატში მკითხველი ვეღარ იყენებს. ეროვნულ არქივისათვის მისი გადაცემა ემსახურება ორ მიზანს - აუდიოკასეტები და ფირები ელექტრონულ მატარებელზე იქნება გადატანილი და გამარტივდება მისი მოსმენა, ამასთან, ორიგინალები დაცული იქნება აუდიოდოკუმენტების საცავში, სათანადო პირობებში.

საქართველოს ეროვნული არქივის კინოფოტოფონო დოკუმენტების ცენტრალური არქივის დირექტორის გიორგი კაკაბაძის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც აუდიოჩანაწერების დედნები დამუშავდება საარქივო წესით, გადაინაცვლებს საცავში, დამზადდება მათი ციფრული ვერსია და მსმენელისთვის ხელმისაწვდომი გახდება ონლაინ სივრცეში.

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

ლევან იოსელიანმა აქციაზე დაკავებულები მოინახულა

17 აპრილი, 2024 , 11:34

ზაჰესის იზოლატორში შემოყვანილია ექვსი პირი, დღეს მოვინახულე ისინი, ორი მათგანი მიუთითებს ფიზიკურ დაზიანებებზე, რაზეც ახსნა-განმარტებას ართმევს ჩვენი წარმომადგენელი და შესაბამისად, ამ ინფორმაციას გადავუგზავნით სპეციალურ ს

საქართველომ სპორტზე თხრობის პირველ ფორუმს უმასპინძლა

16 აპრილი, 2024 , 18:16

საქართველოში სპორტზე თხრობის პირველი ფორუმი გაიმართა. ორდღიანი ღონისძიება EUROPOP-ის ორგანიზებით თბილისში, “Factory Tbilisi-ს“ ტერიტორიაზე მოეწყო. ევროპოპის ფორუმის მომხსენებლები იყვნენ სპორტის სხვადასხვა სფე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი