უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

23 აგვისტო, 2019 16:41
font-size

ეროვნულ არქივში ახალი სტანდარტებით უკვე 300 ხელნაწერია აღწერილი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის პროექტის „ხელნაწერთა ანალიტიკური კატალოგი“ ფარგლებში, ამ დროისათვის, ახალი სტანდარტებით უკვე აღწერილია 300 ხელნაწერი.

ეროვნულ არქივში დაცულია ქართულ ხელნაწერთა ერთ-ერთი უმდიდრესი ფონდი, რომელშიც 1000-მდე ხელნაწერი შედის. მათი აღწერილობა ბოლოს 1950 წელს დაიბეჭდა. ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ, 2014 წელს, ეროვნულ არქივში შეიქმნა ხელნაწერთა აღწერილობის ახალი სტანდარტი, რომლის მიხედვით შექმნილი აღწერილობების კიდევ ერთი, მესამე ტომი, გამოსაცემად მზადდება. მესამე ტომში იმ ხელნაწერთა აღწერები შევა, რომლებსაც ხელნაწერთა კოლექციაში მინიჭებული აქვს ნომრები 201-დან 300-მდე.

ეროვნული არქივის განმარტებით, ახალ ტომში შესული ხელნაწერების დიდი ნაწილი არქივს 1920-იან წლებში ცნობილმა სასულიერო პირმა ვასილ კარბელაშვილმა გადასცა.

ხელნაწერების აღწერებისას არაერთი სიახლე გამოვლინდა, მათ შორის აღსანიშნავია ახლად გამოვლენილი ტექსტები, მინაწერები და ინფორმაცია ისტორიულ მოვლენებთან დაკავშირებით.
არქივის ინფორმაციით, რამდენიმე ათეული ხელნაწერის ანდერძ-მინაწერები შეეხება გურიაში მიმდინარე სააღმშენებლო თუ საგანმანათლებლო საქმიანობას, სიმონ ქორიძის მიერ სოფელ წყალწმინდაში დაარსებული ქართული ხელნაწერების ბიბლიოთეკასა და იქვე დაარსებულ ქართულ სკოლას.

„განსაკუთრებით ღირებულია იმერეთის დედოფალ მარიამისა (ოტია დადიანის ასული) და ალექსანდრე ბატონიშვილის შვილის (სოლომონ I-ის შვილობილი და ტახტის მემკვიდრე) გიორგი (გოგია) ბატონიშვილის დღემდე უცნობი ავტოგრაფული მინაწერები“, – აღნიშნულია ეროვნული არქივის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც არქივში განმარტავენ, ხელნაწერების აღწერის ახალმა სტანდარტმა პროექტზე მომუშავე ჯგუფს საშუალება მისცა, დეტალური ინფორმაცია მაქსიმალურად აესახა ხელნაწერის აღწერაში.

აღწერილობის პირველი ტომი 2016 წელს გამოიცა, მეორე კი – 2018 წლის ბოლოს.

მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი განათლების კომპლექსური რეფორმის ერთი წლის შემაჯამებელი ანგარიშით გაიხსნა

16 სექტემბერი, 2019 , 16:55

თბილისის საკრებულოს თამარ მეფის დარბაზში განათლების რეფორმის ერთი წლის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია და მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის გახსნის ცერემონია გაიმართა. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტი

„თავისუფალი საქართველო“- პარკირების უკანონო ჯარიმებს ადმინისტრაციული წესით ვასაჩივრებთ

16 სექტემბერი, 2019 , 16:45

პარტია „თავისუფალი საქართველო“ პარკირების უკანონო ჯარიმებს ადმინისტრაციული წესით ასაჩივრებს, - ამის შესახებ „მედიანიუსს“ პარტია „თავისუფალი საქართველოდან“ აცნობეს. მათივე ინფორმაციით,

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი საკანონმდებლო ინიციატივა განიხილა

16 სექტემბერი, 2019 , 16:45

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა განიხილა საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს ლიცენზიების და ნებართვების გაცემის შეზღუდ

განწყობილია საბრძოლველად- ელენე ხოშტარია

16 სექტემბერი, 2019 , 15:50

მისი თხოვნით მინდა ვთქვა, რომ განწყობილია საბრძოლველად, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ე.წ. მატროსოვის ციხიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, სადაც 20-21 ივნისის ს

თბილისში ევროპული სკოლის კომპლექსის მშენებლობა იწყება

16 სექტემბერი, 2019 , 15:10

ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა, საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა

ვითიბი ბანკის თასზე საცხენოსნო ტურნირი გაიმართა

16 სექტემბერი, 2019 , 15:10

13 -დან 15 სექტენბრის ჩათვლით თბილისის იპოდრომზე გაიმართა მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი ვითიბი ბანკის თასზე - VTB CUP. შეჯიბრში წარმოდგენილი იყო - წინაღობათა გადალახვა. ტურნირის ორგანიზატორია საქართველოს საცხენოსნო სპორტ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს