უკან
უახლესი ამბები
არქივი
ეკონომიკა
25 ივლისი, 2018 16:35
ეროვნულ ბანკს „ლიბერთი ბანკისა“ და „ქართუ ბანკის“ შესაძლო გაერთიანების შესახებ რაიმე სახის ოფიციალური მიმართვა არ მიუღია
ეროვნულ ბანკს „ლიბერთი ბანკისა“ და „ქართუ ბანკის“ შესაძლო გაერთიანების შესახებ რაიმე სახის ოფიციალური მიმართვა არ მიუღია, – განუცხადა ჟურნალისტებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ.
მისი თქმით, ამ ეტაპზე, არანაირი სიახლე არ არის ბაზარზე ახალი მოთამაშის შემოსვლასთან დაკავშირებითაც.
როგორც კობა გვენეტაძემ აღნიშნა, წინა პერიოდში საუბარი იყო ერთ-ერთი უცხოური ინდუსტრიული ჯგუფის გეგმებზე ამ მიმართულებით, თუმცა, ამ დროისთვის სიახლე არ არის.