უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

30 ივნისი, 2017 12:45
font-size

ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით დაგეგმილი ცვლილებები კორუფციულ რისკებს შეიცავს - IDFI

საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის მიერ შემოთავაზებული კანონის პროექტი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ წინააღმდეგობაში მოდის საჯარო სექტორში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ანგარიშვალდებულების პრინციპებთან, - ნათქვამია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის განცხადებაში.

ორგანიზაციის შეფასებით:

- კანონის პროექტი აყალიბებს უთანასწორო მიდგომას ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების მიმართ;

- საფრთხეს უქმნის კონსტიტუციით გარანტირებული მაღალი სტანდარტის შენარჩუნებას იმ პირების ანგარიშვალდებულების და კეთილსინდისიერების მიმართ, რომლებიც კონსტიტუციის პირდაპირი მითითების საფუძველზე აირჩევიან;

- რეგულირების მიღმა ტოვებს საბჭოს წევრთა ნაწილის ოჯახის წევრზე ინტერესთა შეუთავსებლობის წესების მოქმედებას და ეკონომიკური ინტერესების გაცხადების და გამოქვეყნების ვალდებულების გავრცელებას საბჭოს წევრების ნაწილზე;

- არღვევს კორუფციის პრევენციის რეგულირების იერარქიულად გავრცელების პრინციპს. ინტერესთა შეუთავსებლობის კანონის წესებს აღარ დაექვემდებარება ეროვნული ბანკის უმაღლესი საზედამხედველო ორგანო, რომელსაც ამტკიცებს პარლამენტი, ხოლო უფრო მკაცრი წესები გავრცელდება პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტებზე;

- კანონპროექტს არ ახლავს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოს დასკვნა.

IDFI-ის მოსაზრებით, ცვლილების ამ სახით დამტკიცება საფრთხეს შეუქმნის საჯარო უწყებების მიმართ თანასწორი მიდგომის პრინციპს.

,,კანონპროექტი უთანასწორო მიდგომას აყალიბებს თავად საბჭოს წევრების მიმართაც, და ზღუდავს საჯაროობის და ანგარიშვალდებულების პრინციპების გავრცელებას საჯარო უწყების მმართველი საბჭოს წევრებზე. ცვლილება, ასევე უარყოფით გავლენას ახდენს თანამდებობის პირთა მიერ ჩადენილი კორუფციული სამართალდარღვევების პრევენციის საკითზე.

IDFI-ის მოსაზრებით ყველა დაინტერესებულ მხარესთან საჭირო კონსულტაციების გავლის გარეშე ამ ცვლილების მიღება გამორიცხავს მასთან დაკავშირებული რისკების შესწავლის შესაძლებლობას და ქმნის ნეგატიურ პრეცედენტს. აქედან გამომდინარე, IDFI-ი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს არ დაუშვას „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონში წარდგენილი ცვლილების მიღება მისი რისკების გაანალიზებისა და მხარეთა ჩართულობის გარეშე. უზრუნველყოს ღია და გამჭვირვალე პროცესი ყველა იმ ცვლილებების მიღებამდე, რაც ქვეყანაში კორუფციის პრევენციისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის მიზანს ემსახურება’’, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

მზად ვართ, ცალკეულ პარტიებთან შეხვედრები გავმართოთ და ვიმსჯელოთ საარჩევნო სისტემაზე - კახა კალაძე

18 თებერვალი, 2020 , 16:30

მზად ვართ, შევხვდეთ ოპოზიციურ პარტიებს, სხვადასხვა ცალკეულ პარტიებთან გავმართოთ შეხვედრები და ვიმსჯელოთ საარჩევნო სისტემაზე, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟუნრლისტებს განაცხადა. „დიალოგი არის

პარლამენტში არ არის იმ ადამიანების ადგილი, რომლებიც საბჭოთა კავშირის და რუსეთის ჰიმნს ხელით და გულით ატარებენ - ირაკლი კობახიძე

18 თებერვალი, 2020 , 16:05

„საქართველოს პარლამენტში არ არის იმ ადამიანების ადგილი, რომლებიც საბჭოთა კავშირის და რუსეთის ჰიმნს ხელით და გულით ატარებენ, "- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ "ევროპული საქართველოს" წ

პარლამენტმა გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძე დაამტკიცა

18 თებერვალი, 2020 , 16:05

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე გახდა. საკანონმდებლო ორგანომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძე დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დაამტკიცა. ირაკლი შოთაძეს მხარი 82 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ ა

პარლამენტმა ვალერი გელაშვილის დეპუტატობის უფლებამოსილება ცნო

18 თებერვალი, 2020 , 16:05

82 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი - პარლამენტმა ვალერი გელაშვილის დეპუტატის უფლებამოსილება ცნო. ვალერი გელაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წევრს კარლო კოპალიანს ჩაანაცვლებს. კარლო კოპალიანს დეპუტატის უფლებამოსილება 5 თებერვ

“მუდმივად ექნებათ ეს დისკომფორტი` - ოპოზიციამ პლენარულ სხდომაზე საბჭოთა კავშირის ჰიმნი გააჟღერა

18 თებერვალი, 2020 , 15:50

საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატებმა - ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს. ოპოზიციამ პლენარულ სხდომათა დარბაზში შესვლა მაშინ სცადა, როდესაც პარლამენტის თავმჯდომ

საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების გამიჯვნის რეფორმა ნათია მეზვრიშვილმა ვენეციის კომისიის მდივან თომას მარკერტთან განიხილა

18 თებერვალი, 2020 , 14:56

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი სტრასბურგში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ვენეციის კომისიის მდივანს, თომას მარკერტს შეხვდა. როგორც “მედიანიუსს“ მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, შე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`