უკან

საზოგადოება

4 თებერვალი, 2025 10:00
font-size

ეროვნულ ბიბლიოთეკას ნუ დაუკარგავთ საპარლამენტო ბიბლიოთეკის ფუნქციას - ლევან თაქთაქიშვილი

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა გადის პარლამენტის დაქვემდებარებიდან და გადადის კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში. ამასთან დაკავშირებით კანონპროექტი პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დააინიციირა, კანონპროექტის ავტორიც თავადაა.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია ნათქვამი უნდა განისაზღვროს ეროვნული ბიბლიოთეკის სამართლებრივი სტატუსი, რომელიც კანონპროექტის ავტორის აზრით, ამჯერად ბუნდოვანია.

"საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ“ საქართველოს მოქმედი კანონით განსაზღვრული არ არის და შესაბამისად, ბუნდოვანია ეროვნული ბიბლიოთეკის სამართლებრივი სტატუსი. პრაქტიკაში ის, ერთი მხრივ, განცალკევებულია პარლამენტისგან (საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი მას მოიხსენიებს, არა როგორც პარლამენტის სტრუქტურულ ერთეულს, არამედ როგორც პარლამენტთან არსებულ დაწესებულებას). თუმცა, ამავე დროს, არ აქვს ცალკე სამართლებრივი სუბიექტის სტატუსი. ამასთან, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტისა და „საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ეროვნული ბიბლიოთეკა ექვემდებარება საქართველოს პარლამენტს.

ზემოაღნიშნული თვალსაზრისით, ეროვნული ბიბლიოთეკის სტატუსი ამოვარდნილია საჯარო სფეროში დამკვიდრებული სტანდარტიდან, როდესაც მსგავსი ტიპის დაწესებულებებს აქვთ დამოუკიდებელი სამართალ სუბიექტურობა საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით.

ეროვნული ბიბლიოთეკის სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრასთან ერთად, საზღვარგარეთის ქვეყნების მაგალითების, ასევე, „საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი ნორმებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია ეროვნულმა ბიბლიოთეკამ საქმიანობა გააგრძელოს საქართველოს კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში და ამავე დროს, მიენიჭოს განცალკევებული სამართლებრივი სტატუსი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით. ამასთან, ეროვნული ბიბლიოთეკის სახელწოდებაში, სამართლებრივ სტატუსზე მითითების გარდა, მსგავსად „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონისა, უნდა მიეთითოს, რომ ეროვნული ბიბლიოთეკა არის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკა." - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი, ლევან თაქთაქიშვილი მოსალოდნელ ცვლილებას უარყოფითად აფასებს.

"მზადაა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა გადის პარლამენტის დაქვემდებარებიდან და გადადის კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში. ამის შესახებ დღეს გადმომეცა პროექტი.

ჩემი აზრით, ეს არის მცდარი გადაწყვეტილება, რომელიც აუქმებს ქვეყნის საპარლამენტო ბიბლიოთეკას, პარლამენტი უარს ამბობს მისთვის მინიჭებულ უმნიშვნელოვანეს პასუხისმგებლობაზე.

ასევე, ეს არის ქვეყნის მთავარი წიგნთსაცავის სტატუსის შეცვლა, კულტურის სამინისტროსთან დაქვემდებარებით ის ინარჩუნებს მხოლოდ ეროვნული დეპოზიტარიუმის ფუნქციას, მაგრამ ის აღარ იქნება ის, რაც არის დღეს!

საქართველომ დღიდან დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან პარლამენტს დააკისრა ქვეყნის მთავარი წიგნთსაცავის მზრუნველობა. დიახ, 1918 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა დააყენა საკითხი პარლამენტის ბიბლიოთეკის შექმნისა. მან, სწორედ ექვთიმე თაყაიშვილმა დააყენა საკითხი ამ ბიბლიოთეკის ფონდების შეძენისათვის 500 000 მანეთის გამოყოფა. შეიძინეს დიმიტრი ერმაკოვის ფონდი, ვაიდენბაუმის კოლექცია, სავალდებულო ეგზემპლარის კანონიც მიაღებინა. ეს გააკეთა ცხონებულმა ექვთიმე თაყაიშვილმა. რას მოიფიქრებდა, რომ 2025 წელს დამოუკიდებელი საქართველო გააუქმებდა პარლამენტის ბიბლიოთეკას!

ჯერ კიდევ არ მიღებულა ეს მცდარი გადაწყვეტილება. მივმართავ პარლამენტარებს, ნუ შეცვლიან იმ გზას, რაც ექვთიმე თაყაიშვილმა შექმნა! ნუ ვიტყვით უარს საპარლამენტო ბიბლიოთეკაზე. ეროვნულ ბიბლიოთეკას ნუ დაუკარგავთსაპარლამენტო ბიბლიოთეკის ფუნქციას. ეს გადაწყვეტილება არ მომხდარა პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექციასთან შეთანხმებით. 1918 წლიდან არსებული ბიბლიოთეკის პირველი თეგი ჩვენი ბიბლიოთეკის ფონდებში დაცულ წიგნებს აქვს დარტყმული. “- წერს ლევან თაქთაქიშვილი სოციალურ ქსელში.

ჩვენი ქვეყნის გადარჩენის საწინდარი მდგომარეობს მხოლოდ დავითის გზის ერთგულებაში - მეუფე შიო მუჯირი

8 თებერვალი, 2025 , 18:28

დღეს, როდესაც ჩვენ კვლავ ვდგავართ დიდი გამოწვევების წინაშე და ვიხსენებთ წმინდა დავით მეფის პიროვნებას, მის ღვაწლს, გვმართებს დაფიქრება იმაზე, რომ ჩვენი ქვეყნის გადარჩენის საწინდარი მდგომარეობს მხოლოდ დავითის გზის ერთგულე

საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეის დამაარსებელი ეროვნული ყრილობა გაიმართა

8 თებერვალი, 2025 , 18:12

საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეის დამაარსებელ ეროვნულ ყრილობაზე „საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეა“ დაფუძნდა. ყრილობა მზია ამაღლობელისა და თემურ ქათამაძისთვის სოლიდარობის გამოცხადებით გაიხსნა. ასამბლეის

საქართველოში კობოსთან ბრძოლის დღე აღინიშნა

8 თებერვალი, 2025 , 15:37

საქართველოში კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნა. ღონისძიება თბილისში, სასტუმრო "ჰილტონ გარდენ ინნ-ში" გაიმართა. მისი ორგანიზატორები იყვნენ კავკასიის ონკოსაზოგადოება (H.O.P.E) და პაციენტთა ორგანიზაცია "ევროპა დონა

“ოცნების ქალაქის“ პროექტი სრულფასოვანი საცხოვრებელი გარემოს შექმნას გულისხმობს, იგეგმება სკოლის, საბავშვო ბაღის, რეკრეაციული ზონების და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა ჩვენი თანამოქალაქეებისთვის - ირაკლი კობახიძე

8 თებერვალი, 2025 , 12:00

“ოცნების ქალაქის“ პროექტი  არ არის მხოლოდ საცხოვრებელი კორპუსები, ჩვენს თანამოქალაქეებს სჭირდებათ სრულფასოვანი საცხოვრებელი გარემო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბათუმში გ

სახალხო დამცველმა მზია ამაღლობელის საქმეზე ექიმთა ჯგუფი შექმნა

6 თებერვალი, 2025 , 17:39

საქართველოს სახალხო დამცველმა მოშიმშილე ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ექიმთა ჯგუფი შექმნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. „6 თებერვალს, საქართვე

ცვლილებები საფრთხეს უქმნის ადამიანის ძირითად უფლებებს და ემსახურება მიმდინარე აქციების ჩახშობასა და პროტესტის მონაწილეთა დაშინებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო`

6 თებერვალი, 2025 , 13:32

ქართული ოცნების პარლამენტმა 3 თებერვალს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების გაუქმებისაკენ მიმართული დიქტატორული წესების განხილვა დაიწყო, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ადამიანის ძირითად უფლებებს - ამის შესახებ "საერთაშორისო