უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

28 დეკემბერი, 2018 14:40
font-size

ეროვნულ ბიბლიოთეკაში წიგნის - „მწერლები მშვიდობისთვის“ პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკაში წიგნის - „მწერლები მშვიდობისთვის“ პრეზენტაცია გაიმართა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ საჯარო ბიბლიოთეკაში შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ პროექტში მწერლების ჩართულობა სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის საუკეთესო გამოვლინებაა. მან პროექტის მონაწილე თითოეულ მწერალს მადლობის სიგელები გადასცა და დამდეგი შობა-ახალი წელი სიმბოლური საჩუქრებით მიულოცა.

ღონისძიებას წარუძღვა ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, მწერალი გიორგი კეკელიძე, რომელმაც პროექტის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. მოგვიანებით, მან სიტყვა პროექტის მონაწილე ქართველ მწერლებს გადასცა. ავტორებმა საზოგადოებისა და ჯარის ერთიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, ასევე ყურადღება მუშაობის პროცესსა და ნაწარმოებების პერსონაჟებზე გაამახვილეს.

პრეზენტაციას თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია და თავდაცვის ძალების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

წიგნი - „მწერლები მშვიდობისთვის“ თავდაცვის უწყებამ გამოსცა. ამავე სახელწოდების პროექტის პრეზენტაცია მაისში ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში გაიმართა. მშვიდობის ეგიდით გაერთიანებულმა თორმეტმა ქართველმა მწერალმა შექმნა შემოქმედებითი ნაწარმოებები, რომლებიც ერთ კრებულად გამოიცა. წიგნში შესულია: ბესიკ ხარანაულის „მეფე და რაინდი“, ლია სტურუას „ორი სიტყვა თავისუფლებაზე“, თეონა დოლენჯაშვილის „წითელი ჭიანჭველები“, ზვიად კვარაცხელიას „ერთი მწიკვი სიმართლე“, ალეკო შუღლაძის „კაპრალი“, გიორგი კეკელიძის „ორი ცხენი“, ბასა ჯანიკაშვილის „სუკიტორი მიუცი“, რეზო თაბუკაშვილის „გაცურვა“, ნინო სადღობელაშვილის „ამანათი გამარჯვებულისთვის“, სალომე ბენიძის „სარკე“, გაგა ნახუცრიშვილის „მოლოდინი და გამგზავრება“ და რატი ამაღლობელის სიტყვა. ავტორები ნაწარმოებებში თხრობის საკუთარი მანერით, სიუჟეტის განვითარების დინამიკურობითა და დასწრების ეფექტით ყვებიან ისტორიებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანას უახლეს წარსულში გადახდა. ნაწარმოებებში მოთხრობილ ამბებს ჰყავს რეალური გმირები, რომელთა შორის უმრავლესობა სამხედრო მოსამსახურეა. პერსონაჟების ინდივიდუალურ თავგადასავლებში ქვეყნის ისტორიის ეპიზოდებია შერწყმული, ასევე საუბარია ომის თანამედროვე სპეციფიკაზე - ჰიბრიდულ ომზე, ქალი სამხედროების მხედრულ მამაცობასა და ჯარისკაცების თავდადების მაგალითებზე.

„მწერლები მშვიდობისათვის“ შეიარაღებული ძალების ღირებულებების შესახებ თავდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული კონცეფციის ნაწილია. ამავე კონცეფციის ფარგლებში უკვე განხორციელდა პროექტი - „მხატვრები მშვიდობისათვის“ და მომზადდა ვიდეორგოლები - "ერთიანი ღირებულებებით საქართველოსთვის".

საკვანძო სიტყვები:

28-29 მარტს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

27 მარტი, 2024 , 13:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28-29 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 30 მარტს გაწვიმდება. „თბილისში 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს ხანმოკლე წვიმაა მო

საქართველო, ისრაელი, მსოფლიო ებრაელობა - 35 წელი ურთიერთობების დაწყებიდან

27 მარტი, 2024 , 12:10

საქართველოს ისრაელის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის  ხელმძღვანელის და ქნესეთში ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის დავიდ ბიტანის ხელმძღვანელობით დელეგაცია  ეწვევა. სტუმრების მასპინძელია „ისრაე

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა

25 მარტი, 2024 , 18:59

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა. „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ და &bd

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს ფიქრი, რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიის სახით და რა უნდა ვაკეთოთ ეკლესიისა და ქვეყნის უფრო განვითარებისთვის - მეუფე შიო მუჯირი

25 მარტი, 2024 , 17:35

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს, ვიფიქროთ იმაზე, თუ რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიური ეკლესიის სახით, რა დიდი საუნჯეა ეს და დავფიქრდეთ, თუ რა უნდა ვაკეთოთ იმისთვის, რომ არა მხოლოდ შენარჩუნდეს ეს დ

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს

25 მარტი, 2024 , 13:51

26 მარტიდან 27 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალ მთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ძველ თბილისში ibis Styles - ის ბრენდის ახალი სასტუმრო აშენდება

25 მარტი, 2024 , 13:44

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი,  სტუმარ - მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, კომპანია „კალა უბანი“ ibis Styles-ის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი