უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

19 ივნისი, 2017 16:10
font-size

ეროვნული არქივის ხელნაწერების ახალი აღწერილობა გამოსაცემად მზადდება

იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცული კიდევ 100 ხელნაწერის აღწერილობა გამოსაცემად მზადდება. ახალი აღწერები „ხელნაწერთა ანალიტიკური კატალოგის“ მეორე ტომში გაერთიანდება.

ეროვნულ არქივში დაცულია ქართულ ხელნაწერთა ერთ-ერთი უმდიდრესი ფონდი, რომელშიც 1000-მდე ხელნაწერი შედის. მათი აღწერილობა ბოლოს 1950 წელს დაიბეჭდა. ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ, 2016 წელს პირველად გამოიცა ხელნაწერთა ახალი აღწერილობის პირველი ტომი, რომელიც შეტანილია ინფორმაცია 100 ხელნაწერის შესახებ.

ხელნაწერთა „მეორე ასეულის“ შესწავლისას პროექტზე მომუშავე ჯგუფმა აღწერებს არაერთი მნიშვნელოვანი დეტალი დაურთო. მაგალითად, ძველისაგან განსხვავებით, ახალ აღწერაში აღნიშნულია, რომ #108 ხელნაწერს მეფე ვახტანგ მეექვსის ჩასწორებები ახლავს, ხოლო ამავე ხელნაწერის გაგრძელება - #109 ხელნაწერი თავად მეფის გადაწერილია. ხელნაწერები ასტოლოგიური შინაარსის ნაშრომის, „თალა მასალას“ თარგმანს წარმოადგენს.

ხელნაწერების ხელახალი აღწერის ფორმა საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით შედგა. ახალმა ფორმამ პროექტზე მომუშავე ჯგუფს საშუალება მისცა, მაქსიმალურად დეტალური ინფორმაცია გამოიტანონ ხელნაწერის აღწერაში. ამ დროისათვის უკვე დასრულებულ ხელნაწერთა აღწერებში დაზუსტდა მნიშვნელოვანი დეტალები, გასწორდა ხარვეზები დათარიღებებსა და სათაურებში, დადგინდა ცალკეული ტექსტების რედაქციები, სრულად იქნა გამოტანილი ანდერძ-მინაწერები. თითოეულ ხელნაწერსა და მასში შემავალ ცალკეულ ტექსტს დაერთო საკუთარი ბიბლიოგრაფია. მიმდინარეობს მუშაობა საძიებლებსა და ლექსიკონზე.

მეორე ტომში შემავალი ხელნაწერები ქრონოლოგიურად IX-XX საუკუნეებს შორის მერყეობს. მათ შორისაა: ანბანდიდი სახარება (IX საუკუნე. შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მეხსიერების საერთაშორისო რეესტრში); ვახუშტის ატლასი და ისტორია და გეოგრაფია (1745 წელი. შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მეხსიერების საერთაშორისო რეესტრში); თეიმურაზ Ι-ის ლექსები და სხვა.

დევნილთა დახმარების პროგრამის ფარგლებში 1000-მდე ოჯახი დაფინანსდა

16 იანვარი, 2018 , 17:30

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი და FAO-ს წარმომადგენელი საქართველოში მამუკა მესხი დევნილთ

ეროვნული არქივის მიერ გამოცხადებული კვლევითი პროექტი - „საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორიის კვლევა“ - დღეს დაიწყო

16 იანვარი, 2018 , 16:55

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მიერ გამოცხადებული კვლევითი პროექტი - „საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორიის კვლევა“ - დღეს დაიწყო. ეროვნული არქივის ინფორმაციით, კონკურსის შედეგად შერჩეუ

ჭიათურის საჰაერო საბაგირო გზები და დავით გარეჯი ევროპა ნოსტრას საფრთხეში მყოფი ძეგლების ფინალურ ნუსხაში მოხვდა

16 იანვარი, 2018 , 16:55

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ გამართა ბრიფინგი, ჭიათურის საჰაერო საბაგირო გზებისა და დავით გარეჯის ევროპა ნოსტრას „განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამის“ 12 ფინალ

კახა კალაძე რაგბის კომპლექსში ხარვეზების გამოსწორების მიზნით მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

16 იანვარი, 2018 , 15:45

თბილისის მერი კახა კალაძე გლდანის რაიონში მდებარე რაგბის კომპლექსში, ხარვეზების გამოსწორების მიზნით მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. კახა კალაძის განცხადებით, სამუშაოები დაახლოებით ერთი თვის ვადაში უნდა დასრულდეს. „როგ

ომბუდსმენი გამოძიებას მაჩალიკაშვილების ოჯახთან შუამავლობას სთავაზობს

16 იანვარი, 2018 , 15:45

სახალხო დამცველის აპარატი მზადაა, მაჩალიკაშვილების ოჯახის შუამავალი გახდეს. ამის შესახებ ნინო ლომჯარიამ სოფელ დუისში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „ოჯახსაც შევთავაზე და საჯაროდაც მინდა გავაკეთო შეთავაზება გ

სურვილი მაქვს შევხვდე ვახტანგ გომელაურს - თემირლან მაჩალიკაშვილი მამა

16 იანვარი, 2018 , 15:45

სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, მას სუს-ის ხელმძღვანელთან, ვახტანგ გომელაურთან შეხვედრა სურს. ამის შესახებ მან ომბუდსმენთან

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე