უახლესი ამბები
- 19.04.2024 15:1420-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი
- 19.04.2024 15:06ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - ხავიერ კოლომინა
- 19.04.2024 14:26ძალიან ვწუხვარ ბატონი ალეკოს თემაზე, ძალიან ცუდი ფაქტია, რაც მოხდა, თუმცა რა მოხდა რეალურად, დაველოდოთ გამოძიებას - ვახტაგ გომელუარი
- 19.04.2024 12:33პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო
- 19.04.2024 12:06საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო - სუს-ის ანგარიში
- 19.04.2024 11:50დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო
- 19.04.2024 11:13მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა
არქივი
საზოგადოება
ეროვნული არქივის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია დასრულდა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მესამე საერთაშორისო კონფერენცია „არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა - ტენდენციები და გამოწვევები“ დღეს დასრულდა.
სამდღიანი ღონისძიება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის იუბილეს ეძღვნებოდა.
კონფერენციის 120-მდე ქართველ და უცხოელ მონაწილეს ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა სერტიფიკატები გადასცა.
ქართველ მკვლევარებთან ერთად კონფერენციაში მონაწილეობდნენ ფინელი, ლიეტუველი, იტალიელი, პოლონელი, უკრაინელი, ყაზახი და იაპონელი მეცნიერები.
ტრადიციული ბლოკების გარდა, კონფერენციაზე ცალკე მიმართულებად იყო წარმოდგენილი 1918-21 წლების საქართველოსა და სამხრეთ კავკასიასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების წინაპერიოდსა და პირველი ქართული დემოკრატიული სახელმწიფოს ემიგრაციასთან დაკავშირებული თემები.
ამასთან, ღონისძიება მოიცავდა რამდენიმე სამეცნიერო მიმართულებას: არქივთმცოდნეობა; წყაროთმცოდნეობა; ისტორია/ეთნოგრაფია; ფილოლოგია; ციფრული არქივები; რესტავრაცია-კონსერვაცია; საბუნებისმეტყველო კვლევები და სხვა.
ეროვნული არქივის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია 2016 წლიდან ტარდება და მისი მიზანია სამეცნიერო სიახლეების თავმოყრა, მჭიდრო სამეცნიერო კავშირების დამყარება ქართველ და უცხოელ მეცნიერებს შორის, ინტერდისციპლინური და ინტერკულტურული კვლევების ხელშეწყობა, კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტის თანამედროვე მოთხოვნებთან ადაპტაცია, ციფრული ჰუმანიტარიის სფეროს მიგნებათა გაზიარება.