უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

28 მაისი, 2018 17:35
font-size

ეროვნული ბანკი და „VISA“ საზოგადოებას „ფინანსური ფეხბურთის“ ვიდეოთამაშის ქართულ ვერსიას წარუდგენენ

29 მაისს, 11: საათზე სასტუმრო „ბილტმორში“, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი და საერთაშორისო საგადახდო სისტემა VISA-ს წარმომადგენლები - დმიტრო კრეპაკი და ჯოან მარკესი - საზოგადოებას ქართული ბაზრისთვის ერთობლივად შექმნილ ონლაინ ვიდეოთამაშს, „ფინანსურ ფეხბურთს“ წარუდგენენ.

„ფინანსური ფეხბურთი“ ინტერაქტიული ონლაინ თამაშია, რომელიც გათვლილია როგორც ბავშვებსა და მოზარდებზე, ისე ზრდასრულ მოსახლეობაზეც, და რომლის მთავარ მიზანსაც პირადი ფინანსების მართვის ძირითადი პრინციპების გარშემო საზოგადოების ცოდნის ამაღლება წარმოადგენს.

„ფინანსური ფეხბურთი“ „ფიფას“ მსოფლიო თასის (FIFA World Cup™) ბრენდის ქვეშ შემუშავებული თამაში და, ამავე დროს, „VISA“ ინოვაციური საერთაშორისო ინიციატივის ნაწილია.

დღეისათვის, „ფინანსურ ფეხბურთს“ მსოფლიოს გარშემო 5 მილიონზე მეტი ადამიანი თამაშობს, და ის 42 ქვეყანაში, 16 ენაზე არის ხელმისაწვდომი.

ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ეროვნულ ბანკსა და საერთაშორისო საგადახდო სისტემას „VISA“ შორის ფინანსური განათლების სფეროში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

შეხვედრა სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორების წარმომადგენლები.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონის შედეგი

18 იანვარი, 2019 , 16:29

2019 წლის 18 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 15 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6632 შეადგინა.

ანკარა-თბილი-ანკარას მიმართულებით პირველი რეგულარული ავიარეისი შესრულდა

18 იანვარი, 2019 , 11:23

18 იანვარს, საქართველოს საელჩოს, თურქეთის ავიახაზებისა (Turkish Airlines) და TAV ჰოლდინგის ორგანიზებით, ანკარას ესენბოღას აეროპორტში ანკარა-თბილისის მიმართულებით პირველი პირდაპირი ავიარეისის გახსნის ცერემონია გაიმართა, ღ

გენადი არველაძე საუდის არაბეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა

17 იანვარი, 2019 , 20:09

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე საუდის არაბეთის მაჯლის ალ-შურას (პარლამენტის) საქართველოსთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოსა და

ევროკავშირმა საქართველოში რეფორმების მხარდასაჭერად 110 მილიონი ლარი გამოყო

17 იანვარი, 2019 , 17:50

"2018 წლის დეკემბერში, ევროკავშირმა 110 მილიონი ლარი ( 36.8 მლნ ევრო) გადმორიცხა", - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა მედიასთან დღევანდელ შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრა. მისი თქმით, რითაც დაადასტურა წინსვლა მთავრობის მიერ რ

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარედ ავთანდილ კასრაძე დაინიშნა

17 იანვარი, 2019 , 14:48

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს - ავთანდილ კასრაძე სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

17 იანვარი, 2019 , 09:00

16 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6634 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6644 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0010 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა