უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

25 ოქტომბერი, 2016 14:45
font-size

ეროვნული ბანკი დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ეროვნული ბანკი დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც ეროვნული ბანკის განცხადებაშია აღნიშნული, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2016 წლის პირველი ოქტომბრისათვის 14.9 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 346.3 მლნ ლარით ანუ 2.4 პროცენტით მეტია პირველი სექტემბრისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე ზრდამ შეადგინა 1.6 პროცენტი). სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 95.4 მლნ ლარით ანუ 1.2 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე ზრდამ შეადგინა 0.3 პროცენტი), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები გაიზარდა 250.9 მლნ ლარით, ანუ 4.0 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე გაიზარდა 3.4 პროცენტით).

ეროვნული ბანკის ინფორმაციითვე, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრისათვის 30.81 პროცენტი შეადგინა - პირველი სექტემბრის მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 0.02 პროცენტული პუნქტით მეტი.

,,ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 4.5 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 8.5 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 3.5 პროცენტი.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 83.9 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 13.1 პროცენტი შეადგინა’’, - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

საკვანძო სიტყვები:

დაბალი საბაზო ინფლაცია მომავალში მთლიანი ინფლაციის მაჩვენებლის შემცირების სიგნალს იძლევა - ეროვნული ბანკი

27 ივნისი, 2019 , 15:52

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2018 წლის განმავლობაში, ინფლაციაზე მნიშვნელოვან გავლენას საწვავსა და თამბაქოს პროდუქტებზე მომატებული ფასები ახდენდა. ამ პროდუქტების გავლენა ინფლაციაზე წლის მანძილზე საშუალოდ, 0.5 და 0.3 პპ იყ

საქართველო-ჩინეთის კულტურისა და ბიზნესის ფორუმი გაიმართა

27 ივნისი, 2019 , 15:30

თბილისის მერიისა და იუნესკო-ს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის საქართველოს ცენტრის ორგანიზებით, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში საქართველო-ჩინეთის კულტურისა და ბიზნესის ფორუმი „აბრეშუმის გზაზე“ გაიმარ

საქართველოს ენერგოსისტემას დამატებით 1,7 მგვტ. სიმძლავრე შეემატა

27 ივნისი, 2019 , 15:30

ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციამ „გუმათი 1-ის“ ჰიდროელექტროსადგურის მეორე ჰიდროაგრგატის რეკოსტრუქცია დაასრულა, რის შედეგადაც საქართველოს ენერგოსისტემას დამატებით 1,7 მგვტ. სიმძლავრე შეემატა. ჰიდროაგრეგატის დადგმუ

„ჭკვიანი ტერმინალი“ - საქართველოს ბანკის ინოვაციური პროდუქტი ბიზნესისთვის

27 ივნისი, 2019 , 14:35

საქართველოს ბანკმა ბიზნესისთვის ინოვაციური პროდუქტის დანერგვის შესახებ განაცხადა. საქართველოს ბანკი ბიზნესის წარმომადგნელებს სავაჭრო და მომსახურების სფეროში სრულიად ახალი პროდუქტით- „ჭკვიანი ტერმინალით“ სარგე

ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს

27 ივნისი, 2019 , 12:27

ეროვნული ბანკი ლარის კურსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. “საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი. სავალუტო კურსზე გავლენას ახდენს სხვადასხვა შიდა და გარე ფაქტორ

ხელოვნური ინტელექტის ისრაელელი სპეციალისტი თბილისში ლექციებს წაიკითხავს

27 ივნისი, 2019 , 12:05

საქართველო-ისრაელის პირველი ტექნოლოგიური კომპანიის - Olmait-ის თაოსნობით, თბილისში ისრაელელი ექსპერტების ლექციების სერია გრძელდება. ხელოვნური ინტელექტის ისრაელელი სპეციალისტი და მკვლევარი ური გორენი 28-29 ივნისს კავკასიი

ვიდეო გალერეა

`მოღალატე ივანიშვილმა და გახარიამ პასუხი უნდა აგონ ქვეყნისა და კანონის წინაშე` - ზაზა ოქუაშვილის პოზიცია ლონდონიდან, გადაცემაში `360 გრადუსი`