უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

25 მაისი, 2017 18:30
font-size

ეროვნული ბანკი დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს

საქართველოს ეროვნული ბანკი დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს:

,,საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2017 წლის პირველი მაისისათვის 16.2 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 132.6 მლნ ლარით ანუ 0.8 პროცენტით მეტია პირველი აპრილისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე 0.9 პროცენტით მეტი). აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 89.6 მლნ ლარით ანუ 1.0 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე გაიზარდა 1.1 პროცენტით), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები გაიზარდა 43.0 მლნ ლარით, ანუ 0.6 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე გაიზარდა 0.7 პროცენტით).

მიმდინარე წლის პირველი მაისისათვის დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 31.34 პროცენტი შეადგინა. პირველი აპრილის მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, დეპოზიტების ლარიზაცია 0.50 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 4.1 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 8.7 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 2.8 პროცენტი.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 84.1 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 13.3 პროცენტი შეადგინა.’’

საქართველოდან ექსპორტი რუსეთში 28 პროცენტით, ევროკავშირის ქვეყნებში კი, 16 პროცენტით გაიზარდა

19 ივლისი, 2019 , 15:30

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტი რუსეთში 28 პროცენტით, ევროკავშირის ქვეყნებში 16 პროცენტით გაიზარდა. საქსტატის ცნობით, ყველაზე მეტი პროდუქცია საქართველოდან რუსულ ბაზარზე გავიდა. საუბარია

გერმანია საქართველოს ენერგეტიკის სექტორის რეფორმის განხორციელებაში დაეხმარება

18 ივლისი, 2019 , 16:00

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, დავით თვალაბეიშვილმა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) წარმომადგენელმა, ჰანს რიეკმა ხელი მოაწერეს საკონსულტაციო მომსახურების დაფინანსების შეთანხმე

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

18 ივლისი, 2019 , 15:45

საქართველოს ეროვნული ბანკი, ანალიტიკური კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, აქვეყნებს დეტალურად აღწერილი ფინანსური და მაკროეკონომიკური ინდიკატორების ტენდენციების შესახებ ანალიტიკურ ცხრილებსა და დიაგრამებს "საფინანსო სექტო

აზიის განვითარების ბანკმა ეროვნულ ვალუტაში ორი ახალი ფასიანი ქაღალდი გამოუშვა

18 ივლისი, 2019 , 15:45

ლარით დენომინირებული ფასიანი ქაღალდების გამოშვება სულ უფრო მიმზიდველი ხდება როგორც ქვეყანაში მოქმედი კომპანიებისთვის, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისთვისაც. საქართველოში ეროვნულ ვალუტაში ფასიანი ქაღალდის გამოშვ

აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ბანკთან და გალტ ენდ თაგარტთან პარტნიორობით ლარის ობლიგაციების მასშტაბური განთავსება განახორციელა

17 ივლისი, 2019 , 10:15

საქართველოს ბანკის ჩართულობით და გალტ ენდ თაგარტთან პარტნიორობით აზიის განვითარების ბანკმა ლარის ობლიგაციების მასშტაბური განთავსება განახორციელა და 60 მილიონი ლარი მოიზიდა. საქართველოს ბანკი ობლიგაციების მასშტაბურ განთავ

მწვანე ეკონომიკისა და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა ქვეყნის მდგრად ინკლუზიურ განვითარებას უზრუნველყოფს - ეკატერინე მიქაბაძე

16 ივლისი, 2019 , 16:25

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძის თავმჯდომარეობით სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სამთავრობო წრეების, კერძო სექტორი

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს