უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

26 ივნისი, 2018 11:00
font-size

ეროვნული ბანკი დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს

საქართველოს ეროვნული ბანკი დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს:

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2018 წლის პირველი ივნისისათვის 20.0 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 137.7 მლნ ლარით, ანუ 0.7 პროცენტით მეტია პირველი მაისისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.4 პროცენტით მეტი). მაისში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 58.0 მლნ ლარით, ანუ 0.5 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე გაიზარდა 0.2 პროცენტით), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები გაიზარდა 79.7 მლნ ლარით, ანუ 1.0 პროცენტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე - 0.8 პროცენტით).

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი ივნისისათვის 37.75 პროცენტი შეადგინა. პირველი მაისის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.17 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 0.27 პროცენტული პუნქტით).

ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 5.4 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 7.7 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 2.6 პროცენტი.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 85.4 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 11.1 პროცენტი შეადგინა.

საკვანძო სიტყვები:

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ ავიაპარკს უახლოეს მომავალში Boeing 737-800 შეემატება

19 ივნისი, 2019 , 17:33

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ ავიაპარკს უახლოეს მომავალში Boeing 737-800 შეემატება, რომლითაც თბილისიდან პირდაპირი რეგულარულიავიარეისები შესრულდება. როგორც „მედიანიუსს“ „ჯორჯიან ეარვეისიდა

არაბთა გაერთიანებული საამიროები საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ბაზრების სიაში მოხვდა

19 ივნისი, 2019 , 16:20

არაბთა გაერთიანებული საამიროები საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ბაზრების ჩამონათვალში შევიდა. „საქსტატის“ ცნობით, ამ ქვეყანაში მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში 40.145 მლნ დოლარის პროდუქციის ექსპორტი განხორცი

I კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ 4.9% შეადგინა - საქსტატი

19 ივნისი, 2019 , 15:20

I კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 4.9 პროცენტით განისაზღვრა,- ამის შესახებ „საქსტატის“ 2019 წლის I კვარტალის მთლიანი შიდა პროდუქტის წინასწარი მონაცემების

მიკრო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამაში სიახლეებს დავნერგავთ - ნათია თურნავა

19 ივნისი, 2019 , 13:25

„მიკრო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამაში სიახლეებს დავნერგავთ, რათა ხელი შევუწყოთ არსებული ბიზნესების გაფართოებას“, - განაცხადა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში&ldq

თბილისს ახალი 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო შეემატა

19 ივნისი, 2019 , 13:25

თბილისს ახალი 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო შეემატა. სასტუმრო „სოლე პალასის“ გახსნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი დაესწრო. ტურიზმ

საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი 22.1 პროცენტით გაიზარდა

19 ივნისი, 2019 , 13:00

საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში, 2019 წლის იანვარ-მაისში, 360.9 მლნ. აშშ დოლარის ექსპორტი განხორციელდა, რაც 22.1 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 24.6 პროცენტს შეადგენს,