უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

24 ნოემბერი, 2017 12:45
font-size

ეროვნული ბანკი დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს ეროვნული ბანკი დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც სებ-ის განცხადებაშია აღნიშნული, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2017 წლის პირველი ნოემბრისათვის 19.0 მლრდ ლარს მიაღწია, რაც 645.2 მლნ ლარით ანუ 3.5 პროცენტით მეტია პირველი ოქტომბრისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე 0.6 პროცენტით მეტი). ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 357.7 მლნ ლარით ანუ 3.3 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე ეს მაჩვენებელი გაიზარდა 0.2 პროცენტით), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები გაიზარდა 287.5 მლნ ლარით, ანუ 3.8 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე გაიზარდა 1.2 პროცენტით).

მიმდინარე წლის პირველი ნოემბრისათვის დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 33.61 პროცენტი შეადგინა. პირველი ოქტოემბრის მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, დეპოზიტების ლარიზაცია 0.06 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 5.1 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 8.4 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 2.9 პროცენტი.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 84.6 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 13.2 პროცენტი შეადგინა.

საკვანძო სიტყვები:

აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ბანკთან და გალტ ენდ თაგარტთან პარტნიორობით ლარის ობლიგაციების მასშტაბური განთავსება განახორციელა

17 ივლისი, 2019 , 10:15

საქართველოს ბანკის ჩართულობით და გალტ ენდ თაგარტთან პარტნიორობით აზიის განვითარების ბანკმა ლარის ობლიგაციების მასშტაბური განთავსება განახორციელა და 60 მილიონი ლარი მოიზიდა. საქართველოს ბანკი ობლიგაციების მასშტაბურ განთავ

მწვანე ეკონომიკისა და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა ქვეყნის მდგრად ინკლუზიურ განვითარებას უზრუნველყოფს - ეკატერინე მიქაბაძე

16 ივლისი, 2019 , 16:25

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძის თავმჯდომარეობით სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სამთავრობო წრეების, კერძო სექტორი

აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

16 ივლისი, 2019 , 16:25

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა,- ამის შესახებ “მედიანიუსს“ საქართველოს ეროვნული ბანკიდან აცნობეს. ს

ივნისში ევროკავშირის ქვეყნებიდან ფულადმა გზავნილებმა 56.78 მლნ, რუსეთიდან - 34.78 მლნ დოლარი შეადგინა - ეროვნული ბანკი

15 ივლისი, 2019 , 17:30

საქართველოს ეროვნული ბანკი ივნისის ფულადი გზავნილების სტატისტიკას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, 2019 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 143.6 მლნ აშშ დოლარი (398.8 მლნ ლარი) შეადგინა,

ეროვნული ბანკი ივნისში ფულადი გზავნილების სტატისტიკას აქვეყნებს

15 ივლისი, 2019 , 15:30

საქართველოს ეროვნული ბანკი, აქვეყნებს ინტერაქტიულ პრესრელიზს - ფულადი გზავნილების სტატისტიკა 2019 წლის ივნისის მდგომარეობით. ფულადი გზავნილების შესახებ ინტერაქტიული ინფორმაცია/პრესრელიზი ხელმისაწვდომია საქართველოს ეროვნ

Buta Airways ბათუმის მიმართულებით ფრენის სიხშირეს ზრდის

15 ივლისი, 2019 , 15:30

აზერბაიჯანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „Buta Airways“ ბაქო-ბათუმი-ბაქოს საჰაერო ხაზზე ერთ სიხშირეს ამატებს და მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში, 17 ივლისიდან 18 სექტემბრამდე რეგულარ

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს