უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

9 ივნისი, 2018 11:15
font-size

ეროვნული ბანკი ემიგრანტებისთვის შემზღუდველი რეგულაციის დაწესების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე განმარტებას აკეთებს

საქართველოს ეროვნული ბანკი ემიგრანტებისთვის შემზღუდველი რეგულაციის დაწესების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

,,ბოლო დღეებში, სოციალური ქსელებით გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, რომ თითქოს ეროვნული ბანკი ემიგრანტებისთვის შემზღუდველი რეგულაციის დაწესებას გეგმავს. საუბარია იმაზე, რომ ემიგრანტები და მათი ოჯახები ფულადი გზავნილების საფუძველზე იპოთეკური სესხის მიღებას ვეღარ შეძლებენ, და ის მაქსიმალური თანხა, რისი მიღებაც გზავნილით იქნება შესაძლებელი, 2,000 ლარია.

გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ფულადი გზავნილებით მიღებულ შემოსავლების მქონე პირებზე სესხების გაცემას კომერციული ბანკები აქამდე არსებული პრაქტიკით და მოქმედი პოლიტიკა/პროცედურების შესაბამისად აგრძელებენ. სებ-ის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებულ ნორმატიულ ცვლილებებს, მათ შორის 2018 წლის 7 მაისს ძალაში შესულ "კომერციულ ბანკებში კრედიტების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულებას", რომლითაც კომერციულ ბანკებს გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე გაცემული სესხების მოცულობა ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 25%-ის ოდენობით შეეზღუდათ, აღნიშნული კუთხით არავითარი დამატებითი შეზღუდვები არ დაუწესებია, ვინაიდან, გზავნილებიც, როგორც შემოსავლების სხვა სახეები, ითვლებოდა და ასევე ჩაითვალება დადასტურებული შემოსავლების წყაროდ.

რაც შეეხება ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის დებულების პროექტს, პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ სამსჯელოდ გამოვიტანეთ ამ დებულების მხოლოდ სამუშაო ვარიანტი, რომელიც ჩართული მხარეების კომენტარებისა და შენიშვნების გათვალისწინებით, საბოლოოდ დამტკიცებამდე დაიხვეწება და დაკორექტირდება.

და ბოლოს, ნებისმიერი ცვლილება, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკი ახორცილებს, ემსახურება მომხმარებელთა ინტერესებისა და უფლებების მაქსიმალურ დაცვას და მეორეს მხრივ, ხელს შეუწყობს საფინანსო სექტორის საკრედიტო პორტფელის გაჯანსაღებას“, - ნათქვამია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელმაც შეძლო რთულ პერიოდში წინსვლა საკრედიტო რეიტინგებში - ივანე მაჭავარიანი

12 ოქტომბერი, 2019 , 14:15

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, საქართველო განსაკუთრებით ბოლო 2 წლის განმავლობაში ამჟღავნებს მდგრადობას საგარეო და რეგიონული შოკების მიმართ. მისი თქმით, ბოლო წლებში რეგიონში არსებული კრიზი

Standard & Poors-ის გაუმჯობესებული რეიტინგი საქართველოს მიმართ ინვესტორების მხრიდან გაზრდილი ნდობის აღიარებაა - ნათია თურნავა

12 ოქტომბერი, 2019 , 12:50

წამყვანი სარეიტინგო სააგენტო Standard & Poors-ის მხრიდან საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის ერთი ბიჯით გაზრდა, რაც პირველად მოხდა 2011 წლის შემდეგ, ძალიან მკაფიო აღიარებაა იმ წარმატებული ეკონომიკური რეფორმები

„ბილტმორში“ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის საორგანიზაციო შტაბი გაიხსნა

11 ოქტომბერი, 2019 , 13:10

22-23 ოქტომბერს თბილისში დაგეგმილია „აბრეშუმის გზის საერთაშორისო ფორუმი,“ რომელსაც მსოფლიოს 60-მდე ქვეყნის 2000-მდე დელეგატი დაესწრება. ფორუმის ორგანიზატორია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სა

აბრეშუმის გზის ფორუმზე მსოფლიოს 60-მდე ქვეყნის სამთავრობო და ბიზნესსექტორის 2000 წარმომადგენელს ველოდებით - გენადი არველაძე

11 ოქტომბერი, 2019 , 13:10

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმისადმი არის ძალიან მაღალი ინტერესი როგორც ბიზნესსექტორიდან, ასევე სამთავრობო სექტორიდან. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო წელსაც უმასპინძლებს მაღალი რანგის სტუმრებს რეგიონის მეზობელი ქვე

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9633 ლარი გახდა

9 ოქტომბერი, 2019 , 17:35

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9633 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9683 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9683 ლარი გახდა

8 ოქტომბერი, 2019 , 17:30

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9683 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9677 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

“გავრილოვის ღამის” საქმის მთავარი ფიგურანტის შიშველი სიმართლე - ნიკა მელია პოლიტიკური კულუარების დღემდე უცნობ ისტორიებით